ნაზი არაჟნის ნამცხვარი ჩაისთან მისაყოლებლად: მარტივი, შინაურული რეცეპტი

0
1223

ყველა ჩინებული დიასახლისის სამზარეულოს არსენალში არის ისეთი ნამცხვარი, რომლის მომზადებას ნახევარი საათში შეძლებს. იქნება ეს ფუნთუშა, ნამცხვარი თუ უბრალოდ დარიჩინის ორცხობილა, მათზე უფრო მეტ დადებით ენერგიას დახარჯავთ, ვიდრე ძალისხმევას. ასეა, ჩვენი დღევანდელი რეცეპტის შემთხვევაშიც. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ არაჟნის ფუნთუშა სწრაფად და გემრიელად!

ინგრედიენტები:

  • 320 გრ ხორბლის ფქვილი
  • 100 გრ კარაქი
  • 100 გრ არაჟანი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • ლიმონის ცედრა გემოვნებით
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ხორბლის ფქვილი საცერით გაცერით. გაცრილ ფქვილს გამაფხვიერებელი, შაქარი, მარილი, ცოტა ცედრა და ვანილი დაუმატეთ. ცივი კარაქი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
  2. გახეხილი კარაქი მშრალ ინგრედიენტებს აურიეთ. ამ ნარევს კვერცხი და არაჟანი დაუმატეთ. ჯერ კოვზით, შემდეგ კი ხელით ცომი მოზილეთ.
  3. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ, მასზე საშუალო სისქის ცომი გააბრტყელეთ. დარჩენილი კვერცხი ათქვიფეთ და ზემოდან ფუნჯით წაუსვით.
  4. ამის შემდეგ შაქარი მოაყარეთ და საკონდიტრო დანით ან ფორმებით დაჭერით. მზა ნამცხვრის ფორმები წინასწარ პერგამენტის ქაღალდით დაფარულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.
  5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. როცა ნამცხვარი გაგრილდება, შაქრის ფხვნილი გემოვნებით მოაყარეთ.

თუ დიეტაზე ხართ, შეგიძლიათ არაჟნის ნამცხვარი შაქრის გარეშე მოამზადოთ, თუმცა ჩვენ ასეთ პროპორციებს გთავაზობთ. სხვათა შორის, მაიონეზზე მომზადებულ ნამცხვარს საკმაოდ ორიგინალური გემო აქვს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი