ბანანის მაფინების „ჩუნგა-ჩანგას“ მომზადებას ნებისმიერი დიასახლისი შეძლებს. ეს მარტივი დესერტი თავისი წარმოუდგენელი გემოთი და არომატით სასიამოვნოდ გაგახარებთ. ბანანის მაფინები „ჩუნგა-ჩანგა“ მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ჩაიზე მისაყოლებლად, სტუმრის გასამასპინძებლად ან სამსახურში წასასახემსებლად.
ტკბილეული თქვენი საღამოს წვეულების ხიბლი და ვახშმის მსუბუქი დესერტი გახდება. თუ გემრიელი ბანანის მაფინების „ჩუნგა-ჩანგას“ მომზადება ჯერ კიდევ არ გიცდიათ, რეცეპტი ჩაიწერეთ!
ბანანის მაფინები „ჩუნგა-ჩანგა“
ინგრედიენტები:
- 3 მწიფე ბანანი
- 1 ჩ/კ სოდა
- 75 გრ შაქარი
- 1 ქათმის კვერცხი
- 70 გრ კარაქი
- 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
- 150 გრ ფქვილი
- ½ ჩ/კ მარილი
- ჭიქური ან შაქრის ფხვნილი მოსართავად
მომზადება:
- ღრმა თასში ბანანი დაჭყლიტეთ.
- შაქრის ფხვნილი, კვერცხი და გამდნარი კარაქი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
- ცალკე თასში ფქვილი, საფუარი, სოდა აურიეთ და ბანანის ნარევს დაუმატეთ. თქვენ თხევადი ცომი უნდა მიიღოთ.
- ღუმელი 190 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით, ფქვილი მოაყარეთ და ცომით მჭიდროდ გაავსეთ. 20-25 წუთით აცხვეთ.
- ამ დროში მაფინები სიმაღლეში გაიზრდება და შეწითლდება. ფორმებიდან ფრთხილად ამოიღეთ და გასაგრილებლად პირსახოცზე დააწყვეთ. სურვილის მიხედვით ჭიქურით ან შაქრის ფხვნილით მორთეთ.
თუ ჯერ კიდევ არ იცით, თუ რით გაახაროთ ახლობლები დასვენების დღეებში – მათთვის ბანანის მაფინები „ჩუნგა-ჩანგა“ გამოაცხვეთ. თამამად შეგიძლიათ ჩაი მოადუღოთ და სტუმრები დაპატიჟოთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი გემრიელი დესერტით მეგობრებთან ერთად საუბარი დიდხანს გაგრძელდება. ამ მარტივი დესერტის რეცეპტი მეგობრებს გაუზიარეთ და მათ სასიამოვნო მადა უსურვეთ.