დღესდღეობით ბევრ ადამიანს, კერძოდ ბავშვებს, ნაღვლის ბუშტის გადახრა და სიმძიმე აწუხებთ. რა იწვევს ამას და რით შეიძლება მკურნალობა? პატივისცემით, ირინა“.
წერილს კლუბ „ჯანმრთელობის“ დირექტორი და ექიმი ფიტოთერაპევტი ბორის სკაჩკო პასუხობს.
ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული მსგავსი უსიამოვნებები შეიძლება მუცლად ყოფნის პერიოდში ორგანოს განვითარების რაიმე დარღვევამ გამოიწვიოს და ამაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. ასევე ნაღვლის ბუშტის მოღუნვა ან სიმძიმე შეიძლება მწვავე ან ქრონიკული ანთებითი პროცესებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, ბავშვი შეიძლება სადმე ლამბლიოზით დაინფიცირდეს, ამან კი მწვავე ან ქრონიკული ქოლეცისტიტი განავითაროს. რის შემდეგ ნაღვლის ბუშტზე ჩნდება ანთება, რაც, ფაქტობრივად, მის დეფორმირებას იწვევს.
ეს ქირურგიული პათოლოგიაა, მაგრამ ჩვეულებრივ მასზე ოპერაციას არ აკეთებენ. ამ დროს რეკომენდებულია თერაპიული მკურნალობა. იმის გათვალისწინებით, რომ ნაღვლის ბუშტის მოღუნვის ან სიმძიმის დროს ნაღვლის გადინება უარესდება, მისი დაგროვება სიარულის და სირბილის დროს მარჯვენა ნეკნქვეშა არეში ტკივილს იწვევს, ამ დროს ღვიძლი იტანჯება.
სწორედ ამიტომ ხშირი კვების სისტემა უნდა გამოიყენოთ. სასურველია, რომ ყოველ 3 საათში მცირე პორციები და ცოტა ცხიმი მიიღოთ, რომ ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას და ნაღვლის გადინებას ხელი შეუწყოთ. ასე ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლში ანთების თავიდან აცილებას შეძლებთ.
მსგავსი პათოლოგიის დროს სასარგებლოა ფაფების და რძისმჟავა პროდუქტების მიღება. ხილი და ბოსტნეული მოხარშული ან მოთუშული მიირთვით. მაგალითად, ვინეგრეტის სალათის სახით.
ნაღვლის ბუშტსა და საერთოდ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს კომბოსტოს მწნილი (მაგრამ სხვადასხვა მჟავების და ძმრის გარეშე). განსაკუთრებით ეფექტურია მისი წვენი, რომელიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
ნაღვლის გადინებას ხელს უწყობს გოგრის თესლის ზეთი (1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ), რომელიც შეგიძლიათ ბავშვებს 3 წლის ასაკიდან მისცეთ: 0,5 ჩ/კ დღეში რამდენჯერმე.