როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები ახალი მთვარის დროს

0
505

ბავშვობაში, როცა 12 წლის ვიყავი, მარცხენა ხელის თითებსა და ძვლების შიდა მხარეს ბარდის ზომის მეჭეჭები გამიჩნდა. ზედაპირი, რომელიც მეჭეჭებით და პაპილებით იყო დაფარული, ჟოლოს კენკრას მაგონებდა. ახლა უკვე ვიცი, რომ მათ გაჩენას ვირუსი იწვევს, რომელიც შეიძლება სხვა ადამიანისგან გადაგედოთ.

1934 წელს კი უფროსები გვეუბნებოდნენ, რომ მეჭეჭები გომბეშოებისგან უჩნდებათ ზარმაც ბავშვებს, რომლებიც არაფერს აკეთებენ და მხოლოდ მდინარეზე დარბიან და გომბეშოებს ერთმანეთს ესვრიან. სწორედ ამიტომ, ძალიან მრცხვენოდა, მეჭეჭების გამო სხვებს არ ეფიქრათ, რომ ზარმაცი ვიყავი.

ჩემი განცდების შემხედვარე ერთ საღამოს მამა ხელში წყლის ჭიქით სახლიდან გავიდა და დამიძახა.

– შვილო, ხედავ ცაზე ახალი მთვარეა – მომმართა მან – მას უყურე, თვალი არ მოაშორო და ამავდროულად მარჯვენა ხელსა და ძვლების ზედაპირზე ეს წყალი წაისვი. – მამამ წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა – და მარცხენა ხელის თითებსა და ძვლების ზედაპირზე წინ და უკან 3-ჯერ წაისვი და თქვი“ „ახალო, ახალგაზრდა მეფევ, როცა მოხვალ, მეჭეჭები თან წაიღე“.

ყველაფერი ისე შევასრულე, როგორც მამამ მირჩია. 2 კვირა გავიდა და მეჭეჭები სადღაც გაქრა.

– ეს რა წყალი იყო, ასე კარგად რომ იმოქმედა? – ვკითხე მამას.

– ყველაზე ჩვეულებრივი, ჩვენი ჭის წყალი, რომელსაც შენ ყოველდღე სვამ – გამიღიმა პასუხად – ეს ახალი მთვარე დაგეხმარა მეჭეჭების მოშორებაში, ოდესღაც მეც ასე მოვირჩინე.

მოგვიანებით, ეს რეცეპტი ნაცნობებს არაერთხელ ვურჩიე და მათაც წარმატებით გამოიყენეს. რა თქმა უნდა, ყველას ამ ძველებური მეთოდის გამოყენებას არ ვურჩევ, განსაკუთრებით ახლა, როცა ამით ბევრი ექიმია (კოსმეტოლოგი, დერმატოლოგი) დაკავებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის ცოდნა არაფერს დაგიშავებთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი