სასმენი აპარატი შეგიძლიათ არ გამორთოთ

0
233

სმენა დაქვეითებული მაქვს, ცუდად მესმის და ამიტომ სასმენ აპარატს ვიყენებ. ამ ყურსასმენის დახმარებით ტელევიზორს ვუყურებ. რამდენ ხანს შემიძლია გამოვიყენო ტელევიზორის ყურების დროს? მისი გამორთვა საჭიროა, ანუ გარკვეული დრო აქვს? პატივისცემით, ო.ი.

წერილს ა.ს. კოლომიჩენკოს სახელობის ოტოლარინგოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და პროფესორი ანატოლი რასკლადკა პასუხობს.

თუ სასმენ აპარატს უკვე მიჩვეული ხართ, ანუ ხანგრძლივი დროით (2 თვეზე მეტხანს) სარგებლობთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში გამოიყენოთ, კერძოდ, ტელევიზორის ყურების დროს არ მოიხსნათ.

თუ ჯერ კიდევ შეჩვეული არ ხართ და მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ, დღეში რამდენჯერმე აუცილებლად უნდა შეისვენოთ. საკუთარ განწყობას ყურადღება მიაქციეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი