როგორ დავარბილოთ ხაოიანი პირსახოცები

1010
ფოტო: PxHere

ყოველთვის სასიამოვნოა რბილი, ნაზი და სასიამოვნოდ სურნელოვანი პირსახოცის გამოყენება. თუმცა, სამწუხაროდ, ხაოიანი ქსოვილები დროთა განმავლობაში მყარდება. განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც 100%-ით ბამბისგანაა დამზადებული. გარდა იმისა, რომ ასეთი პირსახოცები შესახებად უსიამოვნოა, ისინი ძალიან ცუდად იწოვს სითხეს და ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

ჩვენ გასწავლით ხაოიანი პირსახოცების დარბილებას და, აგრეთვე, გიამბობთ, როგორ უნდა მოუაროთ მათ სწორად.

როგორ მოვუაროთ ხაოიან პირსახოცებს

  1. სარეცხი ფხვნილის ნაცვლად, გამოიყენეთ თხევადი საშუალებები. თუ მაინც ფხვნილით რეცხვას გადაწყვეტთ, ჩართეთ დამატებითი გავლების რეჟიმი.
  2. არასასურველია ქსოვილების რეცხვა მაღალი ბრუნვით, აგრეთვე, წყლის ეკონომიის რეჟიმით.
  3. არასდროს გამოხარშოთ ხაოიანი პირსახოცები!
  4. გასავლებად გამოიყენეთ კონდიციონერები, რომლებიც სილიკონს შეიცავს. სურვილისამებრ, დაუმატეთ სავლებს ნებისმიერი ეთერზეთი – პირსახოცს რეცხვის შემდეგ თქვენი საყვარელი სურნელი ექნება.
  5. სანამ გასაშრობად დაკიდებდეთ, კარგად დაფერთხეთ. ეცადეთ, ქსოვილი სუფთა ჰაერზე გააშროთ. მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტად არ გადააშროთ, თორემ გამყარდება.
  6. ხაოიანი ქსოვილები უთოთი არ უნდა დააუთოვოთ.

როგორ დავარბილოთ ხაოიანი პირსახოცები

რეცხვის შემდეგ პირსახოცების დარბილებაში გამოცდილი ხელმისაწვდომი საშუალებები დაგეხმარებათ.

დაგჭირდებათ

  • 5 ლ სუფთა წყალი
  • 2 ს.კ. ძმრის 70%-იანი ესენცია (ან 50 მლ 9%-იანი ძმარმჟავა ან 200 გ ლიმონმჟავა)
  • 2 ს.კ. მარილი (უმჯობესია, ზღვის)
  • 4 ს.კ. საკვები სოდა

პროცესი

  1. ამ პროცედურამდე, პირსახოცები სუფთა უნდა იყოს. ამიტომ, წინასწარ ამოიყვანეთ ლაქები, თუ ასეთი არსებობს.
  2. წყალი აუცილებლად რბილი უნდა იყოს. შეგიძლიათ გამოხდილი, გაფილტრული ან გადადუღებული წყლის გამოყენება.
  3. ცხელი წყლით სავსე დიდ მინანქრიან ქვაბში გახსენით მარილი და ძმრის ესენცია. ეს კომპონენტები ქსოვილის ბოჭკოებს კარგად არბილებს.
  4. ჩაალბეთ პირსახოცები მიღებულ ხსნარში და გააჩერეთ 8-10 საათით.
  5. ჩალბობილი ქსოვილები შეყარეთ სარეცხ მანქანაში, დააყარეთ სოდა. იგი შეამცირებს რეცხვისას წყლის სიხისტეს, აქრობს უსიამოვნო სუნს და არბილებს ქსოვილს. ჩართეთ გავლების რეჟიმი 800 ბრუნით.

ასეთი მარტივი მანიპულაციების შემდეგ, ხაოიანი ნაკეთობები თითქმის პირველად სირბილეს შეიძენს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს