რა როლს ასრულებენ დეიდები და მამიდები ჩვენს ცხოვრებაში

386
ფოტო: Elkaaaaaaa on Pixabay

მშობლებსა და შვილებს შორის კავშირი სამყაროში ყველაზე უფრო ძლიერია. თუმცა, ჩვენ ხშირად გვავიწყდება სხვა ნათესავების შესახებაც, რომლებსაც ვუყვარვართ და ჩვენზე ზრუნავენ. ალბათ, დეიდები და მამიდები, მშობლების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. დედის ან მამის და უნიკალურ როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. მას ჩვენი ბავშვობის მრავალი ძვირფასი მოგონება უკავშირდება. კარგი დეიდობა ან მამიდობა – ესაა უზარმაზარი შრომა, ფანტასტიკური გამოცდილება და დიდი სიყვარული.

ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, შეგახსენოთ 9 მიზეზი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ დეიდა და მამიდა ბავშვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ბავშვის ახლო ნათესავები

დიდი, მეგობრული ოჯახი შესანიშნავია. რა თქმა უნდა, ბიძები, ნათლიები და ბიძაშვილ/დეიდაშვილ/მამიდაშვილებიც ძალიან მნიშვნელოვნები არიან ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა, დეიდები და მამიდები, როგორც ჭეშმარიტი ქალები, ჩვენზე ყველაზე მეტად დარდობენ და მზად არიან, თავიანთი ქალური სიბრძნით ნებისმიერი წამს დაგვეხმარონ.

დეიდასა და მამიდას როლი

  1. ეს ქალბატონები ბავშვს ცხოვრებაზე სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას უქმნის, არა ისეთს, როგორსაც მშობლები. იგი ამბობს, როგორც არის, და არა კარგი აღზრდის შეფარული მიზნით. იგი დახმარების ხელს ჭკუის სწავლების გარეშე გამოგიწვდით.
  2. ისინი ყოველთვის მოდიან მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, კარგ საჩუქრებსა და გემრიელ ტკბილეულს ჩუქნიან საყვარელ ძმისშვილებს/დისშვილებს. მათთვის დეიდა/მამიდა სხვა ქალაქიდანაც კი ჩამოვა და ნამდვილ ზეიმს მოაწყობს.
  3. ისინი ყოველთვის კარგ განწყობაზე არიან, რადგან ბავშვის მიღწევებს უფრო უკეთ იცნობენ, ვიდრე მის წარუმატებლობებს. მათთან დროის გატარება სასიამოვნოა.
  4. ათასი ჩახუტება და კოცნა – ეს ყველაფერი სწორედ დეიდებსა და მამიდებს ეხება. რამდენადაც ისინი ბავშვს ყოველდღე ვერ ხედავენ, განშორების დროს მონატრებასა და ალერსს აგროვებენ და ნახვისას ერთბაშად ანთხევენ.
  5. როცა ბავშვს პრობლემებზე სალაპარაკოდ მშობლებთან მისვლის ეშინია, დეიდებთან და მამიდებთან ამას უშფოთველად აკეთებს. ისინი ყოველთვის მზად არიან მოსასმენად და დასახმარებლად, მოსმენილს კი საიდუმლოდ ინახავენ.
  6. დეიდები და მამიდები ბავშვს უზიარებენ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ სიბრძნეებს, რომლებზეც კარგ მშობლებს საუბარი არ სჩვევიათ.
  7. დეიდა და მამიდა სიამოვნებით დაიტოვებს ბავშვებს, როცა მშობლებს სხვა არჩევანი არ აქვთ.
  8. ისინი იშვიათად უჯავრდებიან და უყვირიან ბავშვს. ბავშვისთვის ისინი ყოველთვის კარგ განწყობაზე არიან.
  9. როცა ახალი ბავშვი ჩნდება, დეიდა და მამიდა თავს უფრო განსაკუთრებულად გრძნობენ. რაც უფრო მეტი ძმისშვილი/დისშვილი ჰყავთ, მით უფრო ბედნიერები არიან.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ადამიანს აკავშირებს სასიამოვნო მოგონება ახლო ნათესავთან. არ აქვს მნიშვნელობა, ზრდასრული ხართ თუ არა, თქვენი მშობლებისთვის, დეიდების, მამიდებისა და ძიებისთვის, ყოველთვის პატარები იქნებით, რომლებსაც მოვლა სჭირდებათ და ნებისმიერ სიტუაციაში გამოგიწვდიან დახარების ხელს ან გულწრფელად გაიზიარებს თქვენი ახალი წარმატებების სიხარულს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს