თქვენი ღრძილები და კბილები თხევადი სავლების მიმართ მგრძნობიარეა? სპეციალისტები სუნთქვის გასაჯანსაღებლად ალტერნატიულ მეთოდებს გირჩევენ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალახები, რომლებიც პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს ებრძვიან.
ბრიტანელი სტომატოლოგები გირჩევენ ისეთი ბალახების გამოყენებას, როგორიცაა ოხრახუში, რეჰანი და ქინძი. ეს მცენარეები ნატურალურ მცენარეულ პიგმენტს, ქლოროფილს შეიცავენ. სწორედ ამ ნივთიერებას სუნთქვის ძლიერი გამაჯანსაღებელი და სუნის გამქრობი ეფექტი აქვს. გარდა ამისა, არსებობს სხვა ბალახებიც, რომლებიც სუნთქვის განახლებაში დაგეხმარებათ.
ქლოროფილს კამაც შეიცავს. თქვენ შეგიძლიათ კამის თესლი დაღეჭოთ ან მწვანილის საფუძველზე ჩაი მოამზადოთ.
ილის შემადგენლობაში შედის ნივთიერება, რომელიც თავისი თვისებებით ევკალიპტს ჰგავს. მას ანტისეპტიკური მოქმედება აქვს, პირის ღრუში ბაქტერიებს კლავს და სუნთქვას აჯანსაღებს. მსგავსი მოქმედება აქვს პიტნას.
ბადიანი პირის ღრუს სავლებ ქიმიურ საშუალებას ჩაგინაცვლებთ. მწიკვი ბადიანის თესლი აიღეთ და ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშეთ. ყოველი ჭამის შემდეგ ნახარშით პირის ღრუ გამოივლეთ.