როგორ დავამზადოთ ნატურალური ანტიდეპრესანტები საშინაო პირობებში

833
დეპრესია | ფოტოს ავტორი mohamed Hassan | წყარო Pixabay

დეპრესია გულგატეხილობის, სასოწარკვეთილებისა და უიმედობის მდგომარეობაა, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური (ორგანიზმის ტონუსის დაქვეითება, მოძრაობის შენელება, საკვების მონელების დარღვევა) და ფსიქიკური (საშინელი განწყობა, უკონტროლო მეტყველება, შენელება) დარღვევები.

რისკ-ჯგუფში შედიან მარტოხელები, მოზარდები, მოხუცები, აგრეთვე, შუა ხნის ასაკის ქალბატონები პრეკლიმაქტიკურ პერიოდში.

ხშირად, ადამიანს მოსვენებას არ აძლევს ფიქრები თავისი უსარგებლობის, ცხოვრების უაზრობის შესახებ. დეპრესიულ მდგომარეობას, ხშირად, ამწვავებს დაავადებები, ფულის უკმარისობა, წარუმატებლობები, რომლებშიც ადამიანი თავის თავს ადანაშაულებს, და სხვა.

დეპრესია – სერიოზული პრობლემაა, რომელიც დაყოვნებას ვერ იტანს. რაც უფრო დიდხანსაა ადამიანი ამ მდგომარეობაში, მით უფრო უჭირს მისგან გამოსვლა. დეპრესიის მსუბუქი ფორმების დამარცხება თვითშთაგონების ძალით შეგიძლიათ. ამ დროს უნდა სცადოთ პესიმისტური აზრების მოშორება, მეტხანს დასვენება, სეირნობა, მოდუნება. ნაკლები დრო გაატარეთ ტელევიზორთან, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას.

ნუ გადააჭარბებთ ანტიდეპრესანტების მოხმარებას. უმჯობესია, გამოიყენოთ მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებლები, რომლებსაც დამოუკიდებლად მოამზადებთ. ხალხური მედიცინა გვირჩევს მკვეთრი ანტიდეპრესანტული მოქმედების ბალახეულის დიდი რაოდენობით გამოყენებას.

როგორ მოვამზადოთ ანტიდეპრესანტები

  • თანაბარი რაოდენობით შეურიეთ გამოშრობილი და დაქუცმაცებული როზმარინის ფოთლები, კუნელის ნაყოფი და კულმუხოს ფესვები. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი.

როზმარინი მძლავრი მოქმედების მცენარეა, ამიტომ, სასმლის მიღების დროს საკუთარ მდგომარეობას უნდა დააკვირდეთ. დაგეხმარებათ, როგორც მატონიზებელი და საერთოგამაძლიერებელი საშუალება.

  • დეპრესიის, ფიზიკური და ნერვული გამოფიტვის, დაღლილობის დროს, მოამზადეთ ასეთი სამკურნალო ნაყოფი: თითო ს.კ. ორფოთოლა, ელეუთერეკოკი და პიტნა დააყენეთ 1-2 საათით 1 ჭიქა მდუღარე წყალში, დალიეთ 50 მლ დღეში ოთხჯერ, 1 ჩ.კ. თაფლის დამატებით.

ეს ნაყენი კარგად ატენიანებს და აძლიერებს ორგანიზმს, სწრაფად აღადგენს ძალებს.

  • მატონიზებელი, ანტიდეპრესიული და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება აქვს შემდეგ საშუალებას: 2-2 ს.კ. კუნელისა და ასკილის ნაყოფები, 1 ს.კ. ჭინჭარი, თითო ჩ.კ. როდიოლასა და  ექინოპანაქსის ფესვები, დაასხით თერმოსში 2 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 6 საათით და დალიეთ 200 მლ დღეში 2-3-ჯერ.

დეპრესიასთან ბრძოლა შესაძლებელი და აუცილებელიცაა. ამისთვის ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი და საშუალება უნდა გამოიყენოთ: დაწყებული თვითდარწმუნებით, მოდუნებით, ახალი ინტერესებით, დასრულებული სამკურნალო მცენარეების მიღებითა და არომათერაპიით. სასარგებლოა, ძილის წინ წიწვების აბაზანის მიღება და 1 ფინჯანი ჩაის მირთმევა ლიმონითა და თაფლით.

უბრალოდ უნდა მოინდომოთ ცხოვრების ხელახლა დაწყება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს