აბაზანები და ფიტომალამოები ახორცებს ნახეთქებს თითებზე

0
198
ფოტოს წყარო: aif

ჩემს 71 წლის ძმას, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, სისტემატურად უსკდება ქუსლები, ხელისა და ფეხის თითები. აგრეთვე, არ ასვენებს თავის კანის ქავილიც. იქნებ, ამ პრობლემის გადაჭრაში რომელიმე ხალხური მეთოდი დაეხმაროს. გთხოვთ, გვირჩიოთ. პატივისცემით, ა.წ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლუბოვ დუდჩენკო.

დახეთქილი თითები ორგანიზმის ჰიპოვიტამინოზის ნიშანია. მამაკაცმა უნდა მიიღოს შესაფერისი ვიტამინური კომპლექსი და აფთიაქში შეიძინოს სპეციალური კრემი, ჰორმონების გარეშე, თუთიის ჟანგზე დამზადებული.

რაც შეეხება ხალხურ მედიცინას, ნახეთქების სამკურნალოდ ასეთ საშუალებებს გირჩევთ:

  • სოდის ცხელი აბაზანები: 3 ლ ცხელ წყალზე აიღეთ 1 ს.კ. სოდა. 10 წილ ხსნარს დაუმატეთ 1 წილი აფთიაქის გვირილის ნაყენი. გაიკეთეთ აბაზანები 10-20 წუთით, კვირაში 1-2-ჯერ. ჩვეულებრივ, 6-10 პროცედურა საკმარისია.
  • ნახეთქებზე შეგიძლიათ წაისვათ ბატის ქონი ან წყალგამოცლილი კარაქი. ასეთ ცხელ ცხიმში კარგი იქნება გულყვითელას ყვავილების დამატება იმ რაოდენობით, რომ ცხიმმა ისინი სრულად დაფაროს. გააჩერეთ ორთქლზე, სანამ მთლიანი მასა არ გაჩნდება. აირჩიეთ მკვეთრი ნარინჯისფერი ყვავილები – ისინი მეტ კაროტინს შეიცავს, სწორედ ის უზრუნველყოფს თერაპევტულ მოქმედებას.
  • ასეთივე მალამოს დამზადება შეგიძლიათ მარწყვა-ბალახითაც. 5 გ ხმელი დაქუცმაცებული ფესვი შეურიეთ 1 ჭიქა დამდნარ კარაქს. ადუღეთ 5 წუთით, გადაწურეთ და შეინახეთ შუშის ქილაში, ბნელ ადგილას. წაისვით ნახეთქებზე.
  • კარგი შემახორცებელი ეფექტი აქვს ვაზელინზე დამზადებულ მალამოსაც. დააფქვიეთ 5-5 გ გულყვითელას, გვირილისა და ფარსმანდუკის ხმელი ყვავილები, შეურიეთ ეს ფხვნილი 30 გ ორთქლზე დამდნარ ვაზელინს. წაისვით ნახეთქებსა და ჭრილობებზე. შეინახეთ მალამო შუშის ქილაში, გრილ ადგილას.
  • ღრმა ნახეთქების დროს, დაადუღეთ სახამებელი თხევადი კისელის კონსისტენციამდე და გაიკეთეთ აბაზანები.
  • ფეხებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ასეთი რეცეპტი: 2 მუჭა კარტოფილის გარეცხილი კანი მოხარშეთ სელის თესლებთან ერთად. ასეთ თბილ ფაფაში გააჩერეთ ფეხები 10-15 წუთით, კვირაში რამდენჯერმე.

რაც შეეხება თავის კანის ქავილს, მისი გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს. კერძოდ, ქრონიკული ინტოქსიკაციით, რომელიც სისხლის ან ღვიძლის დაავადებითაა პროვოცირებული, შაქრიანი დიაბეტით, ყაბზობით, პარაზიტული შემოსევით, კანდიდოზით და სხვ. ამიტომ, პირველ რიგში, გირჩევთ თერაპევტთან ან დერმატოლოგთან კონსულტაციის გავლას, დაავადების პირველწყაროს გასაგებად.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი