ბავშვობაში ფენოვანი მილები მოხარშული კრემით ძალიან მიყვარდა. გახსოვთ, ასეთის შეძენას ნებისმიერ საბჭოურ კიოსკაში შეძლებდით. ეს ტკბილეული გამონაკლისის გარეშე ყველას უყვარდა: სტუდენტებს, ბავშვებს, უფროსებს და მოხუცებს.
ასეთი დელიკატესის პოვნას ნამცხვრების მაღაზიაში ახლაც შეძლებთ, თუმცა მილების გემო ძველებური აღარაა. ყველაფერი იმიტომ, რომ ასეთ ტკბილეულს თავისი განუმეორებელი მომზადების რეცეპტი აქვს.
მილები ფენოვანი ცომით
სახლში რეცეპტების ძველი წიგნი ვიპოვე. წიგნი ძალიან ძველი, 1959 წელს გამოცემულია, მაგრამ მოცემული რეცეპტები დროში გამოცდილია. რეცეპტი, რომელსაც დღეს გიზიარებთ, სწორედ ამ წიგნიდანაა, პირდაპირ ჩვენი ბავშვობიდან.
ცომის ინგრედიენტები:
- 500 გრ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 200 მლ წყალი
- ¼ ჩ/კ მარილი
- ლიმონის წვენი
დასახვევი ინგრედიენტები:
- 200 გრ კარაქი
- 3 ჩ/კ ფქვილი
- 1 კვერცხი
კრემის ინგრედიენტები:
- 3 კვერცხის ცილა
- 120 გრ შაქრის ფხვნილი
- 65 გრ წყალი
- ლიმონის წვენი
მილების მომზადება:
1. თასი 200 მლ წყლით აავსეთ და 2 კვერცხის გული, ლიმონის წვენი და მარილი დაუმატეთ. როცა მარილი გაიხსნება, გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ცომი მოზილეთ. თუ მასა ძალიან თხევადი გამოვა, კიდევ 3 ს/კ ფქვილი დაუმატეთ.
2. ცომი ზუსტად 5-8 წუთით მოზილეთ. ამის შემდეგ დაამრგვალეთ და ფქვილ მოყრილ მაგიდაზე დადეთ. სალფეთქი დააფარეთ და 20-30 წუთით გააჩერეთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ცომი ელასტიკური გახდეს და ფენები უკეთ წარმოიქმნას.
3. თასში კარაქი გოროხების გაქრობამდე დაჭყლიტეთ. დასახვევად განკუთვნილი რაოდენობის (3 ს/კ) ფქვილი დაუმატეთ და აუზილეთ. ამ მასიდან ბრტყელი, ოთხკუთხა კვერი გააკეთეთ. ამის შემდეგ ჯვარედინად გაჭერით და ფქვილი მოაყარეთ. ცომი გააბრტყელეთ ისე, რომ მისი შუაგული უფრო სქელი იყოს, ვიდრე კუთხეები.
4. ცომის შუაგულში ფქვილში ამოვლებული მზა კვერი მოათავსეთ. ცომის გრძელი კუთხეები ზემოდან დააფარეთ და კვერის კუთხეები დაამაგრეთ. მიღებული „კონვერტი“ ფქვილ მოყრილ მაგიდაზე მოათავსეთ. შუაგულიდან დაწყებული ცომი 10 მმ სისქის მართკუთხა ფორმამდე გააბრტყელეთ. შემდეგ რბილი ჯაგრისით ზედაპირიდან ზედმეტი ფქვილი მოაშორეთ და ოთხჯერ გაკეცეთ.
ამრიგად, 4 ფენიან მასას მიიღებთ. ცომს სალფეთქი დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ კვლავ ფქვილი მოაყარეთ და 10 მმ სისქემდე გააბრტყელეთ. პროცედურა გაიმეორეთ – ფქვილი მოაყარეთ, კვლავ ოთხად გაკეცეთ ისე, რომ 12 ფენა მიიღოთ.
ცომი 20 წუთით გააგრილეთ და კვლავ ოთხად გაკეცეთ – ამჯერად 64 ფენა უნდა გამოგივიდეთ. ახლა ცომი 30 წუთით გააჩერეთ და კვლავ ოთხად გაკეცეთ – 256 ფენა უნდა გამოგივიდეთ. ცოტა არითმეტიკა, მაგრამ გემრიელი გამოვა – გპირდებით.
5. მზა მრავალფენიანი ცომი დაახლოებით 5-6 მმ სისქის მართკუთხა ფირფიტად გააბრტყელეთ. 1,5-2 სმ სიგანის ზოლებად დაჭერით. კონუსის მილი აიღეთ და ცომი ფორმის ბოლოში მიამაგრეთ. ფორმას ცომი ფრთხილად შემოახვიეთ – ცომი კონუსის წვრილი ნაწილიდან ფართო ნაწილზე ისე უნდა შემოახვიოთ, რომ სპირალი მიიღოთ.
6. მზა მილები საცხობ ფორმაზე მოათავსეთ. კვერცხი წაუსვით და 240-250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. ცომის დარჩენილი ნაჭრები ასევე გამოსაცხობად შედგით და შემდეგ მოსაყრელად დაფშვენით. მილები მსუბუქი და მოწითალო უნდა გამოვიდეს.
კრემის მომზადება:
- ქვაბში შაქრის ფხვნილი ჩაყარეთ, წყალი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და სიროფი მოხარშეთ. კვერცხის ცილები უცხიმო თასში მოათავსეთ და სქელი, თეთრი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. შაქრის სიროფი დაუმატეთ და კიდევ 1-2 წუთით ათქვიფეთ.
- ხარშვის და ათქვეფის შემდეგ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. კრემი მკვრივი და ძალიან სქელი გამოვა. იმწამსვე უნდა გამოიყენოთ, კრემის დიდხანს შენახვა არ ღირს.
- საკონდიტრო ყუთის დახმარებით მილები კრემით ამოავსეთ. კრემის ზედაპირს ცომის ნაფშვენი მოაყარეთ. მილები თეფშზე დააწყვეთ და საცერით შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. სჯობს იმწამსვე სუფრაზე გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!