როგორ მოვაშოროთ ძველი ლაქები მაგიდის გადასაფარებელს

908
ფოტო: Ольга Папсуева on youtube

რთულად მოსაშორებელი ლაქების თავიდან აცილებას მხოლოდ ის ახერხებს, ვისაც მოქმედების იმდენად გაკონტროლება შეუძლია, რომ საერთოდ არ დაისვაროს, ან ის, ვინც რეცხვით არასდროსა არის დაკავებული.

სხვებს კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ბევრ დროს და ნერვებს ხარჯავს.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ მოაშოროთ საჭმლის ძველი ლაქები საყვარელ მაგიდის გადასაფარებელს, რომ ამჯერად დრო, რომელსაც ლაქების გარეცხვაზე ხარჯავდით, უფრო საინტერესო საქმიანობას დაუთმოთ.

როგორ გავაქროთ ძველი ლაქები

  1.  პირველი საშუალება, რომელიც ქსოვილის სუფრიდან ძველი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ – კარტოფილის სახამებელი. უბრალოდ წყალს აურიეთ ისეთი პროპორციით, რომ სქელი პიურე მიიღოთ. შემდეგ ნარევი ჭუჭყიანი ქსოვილს წაუსვით.35-45 წუთით დაელოდეთ და შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
  2. თეთრი სუფრიდან მსხვილი ყვითელი ლაქის მოსაშორებლად ნახევარი ჭიქა საკვები სოდისა და 1 ჭიქა მდუღარე წყლის ნარევი მოამზადეთ. მიღებულ ხსნარს ნახევარი ჭიქა წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ. მცირე ლაქისთვის დოზირება შეამცირეთ, თითოეული ინგრედიენტის მოცულობა 2-3-ჯერ შეამცირეთ.მიღებული საშუალება სუფრაზე დაასხით და 1-2 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
  3. ხილის და კენკრის ლაქის მოსაშორებლად ახალი ლიმონის წვენი ან წყლისა და ლიმონის მჟავის ხსნარი გამოიყენეთ.
  4. თუ სუფრიდან ჭარხლის ან პომიდვრის ლაქების მოშორება გსურთ, მხოლოდ ლიმონის მჟავა საკმარისი არ იქნება.პირველ რიგში, დიასახლისის საპნით გარეცხეთ, ამის შემდეგ ლაქას ლიმონის მჟავა დააყარეთ და 10-15 წუთით გააჩერეთ. ბოლოს, სუფთა წყალში გაავლეთ.
  5. მწვანილის ლაქების მოშორებას საპნიანი ხსნარით და ნიშადურის სპირტით შეძლებთ.
  6. ცხიმის ლაქის მოშორება სქელი მარილიანი ხსნარის გამოყენებით მარტივი იქნება.მარილის მასა ნახევარი საათით (სჯობს 1-1,5 საათი) გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ თბილ წყალში ჩვეული სარეცხი ფხვნილის გამოყენებით გარეცხეთ.

ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოაშოროთ საყვარელ მაგიდის გადასაფარებელს სხვადასხვა ლაქები. შეგიძლიათ სუფრის გადარჩენაზე არ ინერვიულოთ და ტრაპეზით ზედმეტი ქაოსის გარეშე სიამოვნება მიიღოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს