რატომ ალბობენ ლობიოს ღამით ბერძენი დიასახლისები და რას ამზადებენ მისგან

0
8468

ბერძნული სამზარეულო მარტივად მოსამზადებელი კერძებით არის კარგი. ერთ-ერთი ტრადიციული ბერძნული კერძია ღუმელში გამომცხვარი თეთრი ლობიო. ლობიოს ზომის გამო „ელეფანდესსაც“ უწოდებენ. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გამოაცხოთ ლობიო ბოსტნეულით.

გამომცხვარი ლობიო

ბერძნულ სამზარეულოში ლობიო როგორც მთავარ კერძად, ასევე სასმელებთან წასახემსებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეუძლებელია გამომცხვარი, არომატული პარკოსანი პროდუქტის ცდუნებას გაუძლოთ. სულ რამდენიმე ბოსტნეული და დიდი, თეთრი ლობიო დაგჭირდებათ. კერძი რაღაცით ბოსტნეულის რაგუს ჰგავს, ხოლო რაგუ რთულია არ გიყვარდეთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ლობიო
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • 2 სტაფილო
  • 1 ნიახურის ფესვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2 პომიდორი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ლობიო ღამით წყალში ჩაალბეთ. თუ მისი სწრაფად მომზადება გსურთ, შეგიძლიათ ქვაბში ნახევარი საათით მოხარშოთ და შემდეგ 1 საათით გააჩეროთ.
  2. წყალი გადაწურეთ და ლობიო საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.
  3. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ.
  4. სტაფილო თხელ რგოლებად დაჭერით. ნიახური და ბულგარული წიწაკა დააქუცმაცეთ.
  5. გახურებულ ტაფაზე ბოსტნეული 7 წუთით მოთუშეთ.
  6. პომიდორი მცირედით ჩაჭერით და მდუღარე წყალში 2 წუთით მოათავსეთ. შემდეგ კანი მოაშორეთ და პომიდვრის პასტასთან ერთად მოთუშულ ბოსტნეულს დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  7. ბოსტნეულს 200 მლ წყალი დაუმატეთ, აურიეთ და თავსახურ დახურულ ტაფაზე კიდევ 15 წუთით სუსტ ცეცხლზე თუშეთ. მარილის და წიწაკის მოყრა არ დაგავიწყდეთ.
  8. ლობიოს პომიდვრის სოუსი დაასხით და ფოლგა დააფარეთ. ლობიო ბოსტნეულთან ერთად 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით აცხვეთ.
  9. ფორმას ფოლგა მოაშორეთ და ლობიო კიდევ ნახევარი საათით გამოაცხვეთ.
  10. შეამოწმეთ, ლობიო მზადაა თუ არა. თუ სითხე აორთქლდა, ლობიო კი უმია, კიდევ 1 ჭიქა წყალი დაუმატეთ და ლობიო მის მომზადებამდე აცხვეთ.

ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი ლობიო ახალ სალათს და ხორცის კერძებს შესანიშნავად ერწყმის, მაგრამ კიდევ რაიმეს მომზადება არ იჩქაროთ. ლობიო ბერძნული რეცეპტით ძალიან ნოყიერი კერძია და სასადილოდ ან სავახშმოდ გამოგადგებათ. ეს კერძო ნებისმიერი სახით გემრიელია: როგორც ცივი, ასევე ცხელი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი