მამაკაცებისთვის საცურაო ტრუსის ხშირად ტარება არ შეიძლება

58

„საზიანოა თუ არა მამაკაცებისა და ახალგაზრდა ბიჭებისთვის მუდმივად საცურაო ტრუსის ტარება? პატივისცემით, ომის და შრომის ვეტერანი, მარია“.

წერილს პასუხობს იური ბორისენკო, ექიმი სექსოპათოლოგი და ფიტოთერაპევტი.

„მამაკაცებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭებს, რომელთა ფიზიკური განვითარება ჯერ კიდევ გრძელდება, საცურაო ტრუსის მუდმივად ტარებას არ ვურჩევ. ვიწრო საცურაო საცვლების გამო სასქესო ორგანოების ირგვლივ სისხლძარღვების შეკუმშვა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სისხლის დაგუბება თავიდან რომ აიცილოთ, ჩვეულებრივი საცვლები ხშირად ჩაიცვით. სასურველია, ქვედა საცვალი ნატურალური ქსოვილისგან იყოს შეკერილი. გარდა ამისა, საცვლების რეზინი ძალიან მჭიდრო არ უნდა იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს