სახლის დალაგებისას, დახმარების გარეშე ვერ გამოძვრებით. ამიტომ, ქიმიური სარეცხი საშუალებები ჩვეულებრივი ამბავია, რომელზეც ბევრს არავინ ფიქრობს. არადა, ამაოდ, რადგან ეს საშუალებები ვნებს როგორც ჩვენს ჯანმრთელობას, ისე გარემოს.
ხილულ ჭუჭყს ჩვენ ვწმენდთ, თუმცა ირეცხება თუ არა ჭურჭლიდან სარეცხი საშუალება, რომელიც მრავალ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებას (ზან), ფოსფატებს, ცეოლიტებსა და ქლორს შეიცავს? შეიძლება თუ არა ამ ქიმიური საშუალებების ნატურალურით შეცვლა?
საწმენდი და სარეცხი საშუალებები
გთავაზობთ სარეცხი საშუალებების სიას, უბრალო და ხელმისაწვდომი კომპონენტებისგან, რომლებიც ყველა სამზარეულოში მოიძებნება. თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე სერიოზულად ზრუნავთ, მაღაზიის ფხვნილებზე, სითხეებსა და აეროზოლებზე უარი თქვით ნატურალური, ან თუნდაც ნაკლებად საშიში ანალოგების სასარგებლოდ. მითუმეტეს, რომ ახლა ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია.
საწმენდი საშუალება სააბაზანოსთვის
ინგრედიენტები
- 1/2 სოდა
- 2 ს.კ. თხევადი საპონი
- 5 წვეთი ანტიბაქტერიული ზეთი
პროცესი
- დაუმატეთ სოდას საპონი. ურიეთ კრემისებრი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ ზეთი, მაგალითად, ლავანდის, ჩაის ხის, როზმარინის.
- წაუსვით ღრუბელზე და გაწმინდეთ ზედაპირი, ბოლოს ჩამორეცხეთ.
მომზადებული საშუალება დიდხანს რომ იყოს სველი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. გლიცერინი და შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაამზადეთ იმდენი, რამდესაც ერთ ჯერზე გამოიყენებთ.
შუშების საწმენდი საშუალება
ინგრედიენტები
- 1/2 ჩ.კ. თხევადი საპონი
- 3 ს.კ. ძმარი
- 1 ჩ.კ. ნიშადურის სპირტი
- 200 მლ წყალი
პროცესი
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.
- გადაასხით მასა შხეფიან ბოთლში.
- ეს საშუალება დაგეხმარებათ ცვილის ნაწილაკების მოშორებაში შუშიდან.
ღუმელის საწმენდი საშუალება
ინგრედიენტები
- 200 გ სოდა
- 2 ჩ.კ. თხევადი საპონი
- 100 მლ წყალი
პროცესი
- დაასველეთ ღუმელის ქვედა ნაწილი წყლიანი ღრუბლით.
- მოაყარეთ სოდა, რათა ღუმელის ზედაპირი სრულად დაიფაროს.
- შეაშხეფეთ სოდას წყალი. ყველაფერი სქელ პასტად უნდა იქცეს.
- გააჩერეთ ღუმელი ასე მთელი ღამით.
- დილით წაუსვით ღრუბელს ცოტაოდენი თხევადი საპონი, ცხიმი სოდასთან ერთად მარტივად უნდა ჩამოიწმინდოს ღუმელის ზედაპირიდან.
- თუ რეცეპტი უშედეგო აღმოჩნდა, გაიმეორეთ ყველაფერი, სოდის რაოდენობა კი გაზარდეთ.
უნივერსალური გამწმენდი
სოდაზე დამზადებული ხალხური საშუალებები რეცხავს და წმენდს თითქმის ყველაფერს. ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ეს საშუალება არ იწვევს ალერგიას, არ ტოვებს სუნს, იაფია და შესანიშნავად წმენდს სხვადასხვა დაბინძურებას.
ინგრედიენტები
- 1/2 ჩ.კ. სოდა
- 1 ჩ.კ. თხევადი საპონი
- 300 მლ თბილი წყალი
- 10 წვეთი ლავანდის ზეთი
პროცესი
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.
- ჩაასხით მასა შხეფის ბოთლში. შეანჯღრიეთ, რათა სოდა სრულად გაიხსნას.
- გამოიყენეთ ეს გამწმენდი ისე, როგორც სხვა ნებისმიერი საშუალება.
ავეჯის გასაპრიალებელი
ინგრედიენტები
- 1/2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
- 30 მლ ძმარი
- 10 წვეთი ლიმონის ზეთი
პროცესი
- თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.
- ჩაალბეთ რბილი ტილო და გადაწმინდეთ ავეჯი.
- საშუალებას სასიამოვნო სუნი რომ ჰქონდეს, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი.
ობთან საბრძოლველი საშუალება
ინგრედიენტები
- 2 ჩ.კ. ჩაის ხის ზეთი
- 2 ჭიქა წყალი
პროცესი
- შეურიეთ ინგრედიენტები შესაფერის ჭურჭელში.
- ჩაასხით შხეფის ბოთლში, შეანჯღრიეთ და შეაშხეფეთ პრობლემურ ზონებზე.
- ზეთი უკეთ რომ გაიხსნას, დაუმატეთ ცოტაოდენი არაყი ან სპირტი.
- 9%-იან ძმარს ობის სოკოს 82%-ის მოშორება შეუძლია, ამიტომ მისი გამოყენებაც მართებული იქნება ამ პრობლემის წინააღმდეგ.
თხევადი საპონი
კარგი თხევადი საპონი საკმაოდ ეკონომიური პროდუქტია. იგი უფრო ჰიგიენურია, ვიდრე საპნის ნაჭრები, თვისებებით კი მას არ ჩამორჩება, თუ საპონს საკუთარი ხელებით დაამზადებთ და სასარგებლო ინგრედიენტებს დაუმატებთ.
ინგრედიენტები
- 1 ნაჭერი საპონი
- 1 ლ წყალი
- 1 ს.კ. გლიცერინი
- 10 წვეთი ფორთოხლის ზეთი
პროცესი
- დახეხეთ საპონი წვრილად.
- დაუმატეთ ცხელი წყალი და კარგად მოურიეთ.
- გააჩერეთ მასა 1 დღით. ამ დროში საპონი სრულად უნდა გაიხსნას და სქელ, ერთგვაროვან მასად უნდა იქცეს.
- დაუმატეთ თხევად საპონს გლიცერინი და საყვარელი ეთერზეთი.
- ჩაასხით ქილებში და გამოიყენეთ სურვილისამებრ.
თქვენ გაქვთ მსგავსი რეცეპტები? გაგვიზიარეთ რეცეპტები.