მორიგი სააგარაკო სეზონის დრო დადგა. ეს კი ყვავილების, გაზაფხულის სიახლის და აგარაკის მავნებლების დროა! დღეს ახალგაზრდა მებაღეები გიამბობენ, თუ როგორ მოიშოროთ მომაბეზრებელი მავნებლები. ასევე, სააგარაკო ხრიკებისა და საიდუმლოებების შესახებ გაიგებთ, რომელთა დახმარებით თქვენი ნაკვეთი სასიამოვნო და ლამაზი ადგილი გახდება.
ბოსტნის მავნებლები
ხშირად მებაღეების და მეაგარაკეების ცხოვრებას სწორედ რომ მავნებლები აფუჭებენ. სამწუხაროდ, ისინი არა მხოლოდ დროის სასიამოვნოდ გატარებაში ხელს გვიშლიან, არამედ მოსავალსაც სერიოზულად აზიანებენ. შესაძლოა ჩვენი რამდენიმე რჩევა უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილებასა და პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმაროთ.
რჩევები მებაღეებს
- კოლორადოს ხოჭო – აგარაკზე კარტოფილის მოყვანის მოყვარულთა წყევლა. გემრიელ პიურეს ან ხრაშუნა შემწვარ კარტოფილს ვერ შეჭამთ, თუ თქვენს ბოსტანს ან მინდორს ეს მავნებლები აწუხებს.თუ მათგან თავის დაღწევას ვერ ახერხებთ, ყველაზე რადიკალური მეთოდი სცადეთ. 300 გრ ხმელი მდოგვი აიღეთ, ცოტა მეტი წყალი და ნახევარი ჭიქა ძმარი დაუმატეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მდოგვი კარგად გაიხსნას და მიღებული ნარევით კარტოფილის ბუჩქები მორწყეთ.
- თუ ჭეშმარიტ ბედნიერებას მხოლოდ საყვარელი ვარდის ბუჩქების ყვავილობა განიჭებთ, ის კი ყვავილებით გახარებას არ ჩქარობს, ჩვენ გაგახარებთ! 100 გრ საფუარი 10 ლ წყალში გახსენით და საყვარელი ყვავილები თვეში ერთხელ ამ ხსნარით მორწყეთ.ძალიან მალე საყვარელი ბუჩქები საგაზაფხულო ფერებით გაგახარებთ.
- სამწუხაროდ, ყველა ნაყოფიერი შავი მიწა უკვე დიდი ხანია გამოფიტულია და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ნიადაგს კარგად განაყოფიერება სჭირდება. სად ვიპოვოთ სასუქი? რა აზრი აქვს სასუქის მაღაზიაში შეძენას, თუ სტაფილო მცირე ეკონომიის მიზნით დარგეთ?პასუხი მარტივია! ჩვეულებრივი ნარჩენები გამოიყენეთ. მიწის განაყოფიერებისთვის გამოგადგებათ ყავა, კვერცხის ნაჭუჭი და ჩაის ჩენჩო ბანანის ქერქთან ერთად.
- სენოზის დასაწყისი ზოგჯერ შეიძლება ძალიან ცივი ამინდებით დაიწყოს. სწორედ ამიტომ, ნაზი ყლორტები აუცილებლად უნდა დაიცვათ. ამ ამოცანას მუშამბას ინდივიდუალური სათბურები მარტივად გაუმკლავდება. ის იაფია, მისი თავად გაკეთება მარტივია, ამასთან შეგიძლიათ მომავალ წელსაც გამოიყენოთ.
- თქვენს მოსავალს არა მხოლოდ მავნებლები აზიანებს. აქვე არიან მღრღნელებიც და აქ საქმე უფრო სერიოზულადაა! არადა არავის სურს მძიმე ქიმიკატების გამოყენება და ბოსტნეულის მოწამვლა, რომ შემდეგ ასეთი ბოსტნეული საკუთარ შვილებს სასალათედ დაუჭრას.საჭირო არცააა! ჩვეულებრივი საპნის ხსნარი ამ ამოცანას გაუმკლავდება. ამასთან ნაკვეთიდან ბუგრებსაც დააფრთხობს.
- ნაკვეთიდან ბუგრების და კოლორადოს ხაჭოს მოშორება გსურთ, აი, პეპელა კი უვნებელი და ძალიან ლამაზი არსებაა. თქვენს ნაკვეთზე მათ მოზიდვას და საკუთარი თავის და ბავშვების გახარებას მარტივად შეძლებთ. ამისთვის წყლის და ხილის პატარა ნაჭრებით სავსე ჭურჭელი ყველგან დადეთ. ტკბილი სუნი ამ მწერებს მოიზიდავს და ბავშვები პატარა სასწაულით გაიხარებენ.
- ჩვენი ბებიები ღუმლის ნაცარს მინიმუმ 10 მეთოდით იყენებდნენ. აი, ერთ-ერთი მათგანი: ხის ნაცარი კომბოსტოს ტკიპას, ლოკოკინას და ბუგრის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი ეკოლოგიური საშუალებაა. იმისთვის, რომ აგარაკი მავნებლებისგან დაიცვათ, უბრალოდ მცენარის ირგვლივ მიწას ნაცარი მოაყარეთ.ბოსტნის მავნებლებთან ბრძოლა რთული საქმეა და ამისთვის სერიოზული საშუალებები დაგჭირდებათ.
- როგორ მოვრწყათ მცენარე სწრაფად ისე, რომ ფესვების სისტემა არ დავაზიანოთ? აქ, უბრალო პლასტმასის ბოთლი დაგეხმარებათ. მასზე რამდენიმე ნახვრეტი გააკეთეთ და მცენარის ირგვლივ ჩარგეთ. ბოთლის წყლის გავსებით ფესვების სისტემას მორწყავთ, მაგრამ მას წყლის ჭავლით არ დააზიანებთ.
- თუ გსმენიათ ცრურწმენა, რომ დაკიდულ მცენარეს ენერგიის წართმევა ან უფრო ცუდის გაკეთება შეუძლია, დაივიწყეთ და ღობესთან ახლოს ხვართქლა ან ვარდი თამამად დარგეთ.ამ მცენარეებით სახლის უღიმღამო ფასადის გაუმჯობესებას ან ძველი ღობის გალამაზებას შეძლებთ. თუ ამის სწრაფად გაკეთება გსურთ – სურნელოვანი ბარდა ან დედოფლის ყვავილი დარგეთ.
- სუფთა ჰაერი არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ მცენარეებსაც სჭირდებათ. თუ აგარაკზე ყვავილები გაკლიათ, სახლიდან ყვავილების ქოთნები აუცილებლად მოიტანეთ და ეზო და ბაღი მორთეთ. ოთახის მცენარეების უმეტესობა სუფთა ჰაერზე თავს კარგად გრძნობს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს