საპნის ძველი ნარჩენები პრინციპულად არ იყრება და თავის დროს ელოდება? თქვენ ჩვენი ადამიანი ხართ! სწორედ ამიტომ, დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გააკეთოთ ლამაზი საპონი ძველი ნარჩენებისგან სულ რამდენიმე წუთში.
ასეთი სასარგებლო ხელნაკეთისთვის სჯობს ფერადი საპნის ნატეხები გამოიყენოთ: შედეგი საინტერესო იქნება. დიასახლის საპონთან შერევა არ ღირს, რადგან მას სხვა შემადგენლობა აქვს და უფრო აგრესიულია.
საპონი ძველი ნატეხებისგან
თქვენ დაგჭირდებათ:
- საპნის ნატეხები
- მიკროტალღური ღუმელისთვის შესაფერისი სილიკონის ფორმა
- 4 ს/კ წყალი
- სახეხი
- ფირფიტები სურვილის მიხედვით
- მიკროტალღური ღუმელი
მომზადება:
- პირველ რიგში, მსხვილ სახეხზე შეგროვებული საპნის ნატეხები გახეხეთ. თუ რომელიმეს გახეხვას ვერ შეძლებთ, დააქუცმაცეთ. აუცილებელი არაა, რომ მასა ერთგვაროვანი იყოს.
- თუ თითებზე ნაკაწრები თავიდან ვერ აიცილეთ, ამაში დიდი უბედურება არაა – პლასტირი გამოიყენეთ.
- შესაფერისი სილიკონის ფორმა აიღეთ. ის მიკროტალღურ ღუმელში თავს კარგად უნდა გრძნობდეს და არ უნდა დაიწვას.
- სილიკონის ფორმა გახეხილი და დაქუცმაცებული საპნით გაავსეთ და ჩატუმბეთ.
- ზემოდან ფრთხილად წყალი დაასხით. საპნის ფაფის გაკეთება არ ღირს, უბრალოდ ეცადეთ, რომ მკვრივი მასა მიიღოთ.
- ამის შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით შედგით. კოვზის დახმარებით ზედაპირი ჩატუმბეთ და გაგრილება აცადეთ. ესეც ასე, საპონი მზადაა!
მიღებული საპონი დანიშნულებით თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთი საპონი ორიგინალზე ბევრად უფრო საინტერესო გამოვა. საპნის ნატეხები მარმარილოს ზედაპირის ეფექტს ქმნის, შესაგრძნებად კი ისეთი გლუვია, როგორიც უნდა იყოს.
ეკონომია ეკონომია უნდა იყოს: საპნის ნატეხებს შვრიის ფანტელები ან ყავის ნალექი დაუმატეთ და მიიღებთ შესანიშნავ საპონს + ხელის სკრაბს. ზოგიერთი მასზე ჭკუას კარგავს.