6 ხალხური რეცეპტი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე არასასურველი თმის მოსაშორებლად

0
2667
ფოტო: George Hodan on publicdomainpictures

სხეულის შიშველ ნაწილებში, განსაკუთრებით სახეზე არასასურველი თმის მოშორების თემა ასაკის და ეროვნების მიუხედავად ყველა ქალში უხერხულობას იწვევს. ახლა თმის მოსაშორებლად საპარსის გარდა ბევრი სხვა მეთოდიც არსებობს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დეპილაციის კრემი და ელექტროდეპილატორი გამოიყენოთ, თმა ლაზერით ან შუგარინგის მეთოდით მოიშოროთ.

დღეს „პაპარაცი“ ამ თემით დაინტერესდა. ჩვენ ვცადეთ იმის გარკვევა, არსებობს თუ არა უფრო ნაკლებად ძვირადღირებული მეთოდები არასასურველი თმის მოსაშორებლად და როგორ მოვიშოროთ თმა უსაფრთხოდ და ხარისხიანად. გთავაზობთ დეპილაციის ყველაზე ხელმისაწვდომ ხალხურ მეთოდებს.

იოდი და ნიშადურის სპირტი

1 ჩ/კ ჩვეულებრივი სპირტი, 1,5 გრ იოდი, 5 გრ ნიშადურის სპირტი და 5 გრ აბუსალათინის ზეთი აურიეთ. ეს ნარევი არასასურველ თმაზე დღეში 2-ჯერ წაისვით. რამდენიმე დღეში თმა თავისით დაგცვივათ.

კაკალი და ჩენჩო

კედრის კაკლის ნაჭუჭი ფქვილის მიღებამდე დააქუცმაცეთ. ცოტა წყალი დაუმატეთ და მიღებული ფაფა არასასურველ თმაზე რამდენიმე დღის განმავლობაში წაისვით. ასევე დაგეხმარებათ კედრის კაკლის ჩენჩოს კონცენტრირებული ნახარში, რომელიც კანზე რეგულარულად უნდა წაისვათ.

ჭინჭრის თესლი

40 გრ ჭინჭრის თესლი დააქუცმაცეთ და 100 მლ ნებისმიერი მცენარეული ზეთი დაასხით. ნარევი ბნელ ადგილას 2 თვე გაჩერეთ. ნაყენი გადაწურეთ და კანზე რამდენიმე დღის განმავლობაში წაისვით (თმის ზრდის მიხედვით).

მწვანე ყურძენი

ეს საშუალება ბევრად უფრო უსაფრთხოა და მგრძნობიარე კანიდან (სახე და ინტიმური ზონა) თმის მოსაშორებლადაც გამოგადგებათ. პირველ რიგში, მოუმწიფებელი ყურძნის წვენი გაწურეთ. პრობლემურ ადგილებში ყოველდღე წაისვით და მალე შედეგს დაინახავთ.

კალიუმის პერმანგანატი

ეს საშუალება უფრო ეფექტურია, მაგრამ მისი გამოყენების დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ არ დაიწვათ. ზაფხულში მის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან კანს ღებავს და მისი ჩამობანა გაგიჭირდებათ. ძლიერი ხსნარი მოამზადეთ და ამით კანი დაიმუშავეთ. ასეთი პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ.

ყაყაჩო

ეს ძველებური ხალხური საშუალებაა და მის მოსამზადებლად ველური ყაყაჩო დაგჭირდებათ. მცენარე შეაგროვეთ, გაახმეთ, სრულად დაწვით და მიღებული ნაცარი კანის პრობლემურ ნაწილზე წაისვით.

არასასურველი თმის მოსაშორებლად კურკუმაც ეფექტურია. იყო მოვლილი და მიმზიდველი ნებისმიერი ქალისთვის ბუნებრივია. მნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ ინგრედიენტზე ალერგიული რეაქციის ალბათობაც გახსოვდეთ. გამოყენების წინ კანის პატარა მონაკვეთზე მგრძნობელობის ტესტი ჩაიტარეთ. რეცეპტები შეინახეთ და ლამაზები იყავით!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი