ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ხალხმა შენიშნა, რომ ბოსტნეულის ერთ მცენარესთან მეზობლობა მოსავალს მნიშვნელოვნად ზრდიდა, მეორესთან კი – ფესვებს საერთოდ აზიანებდა.
მეცნიერებმა მოგვიანებით გაარკვიეს, თუ როგორ ეხმარებიან მცენარეები ერთმანეთს მკვებავი ნივთიერებების მიღებაში, სასარგებლო მწერების მოზიდვასა და მავნებლებთან ბრძოლაში.
ბოსტნეულის დარგვა
მცენარეებს, რომლებიც „მეგობრობენ“ და ერთად უკეთ იზრდებიან, თანამგზავრ მცენარეებს უწოდებენ. მაგალითად, პომიდორს სტაფილოსთან, კამასთან და რეჰანთან მეზობლობა მოსწონს, ხოლო კარტოფილთან მეზობლობა მისთვის საზიანოა.
რეჰანის ძლიერი სუნი მავნებლებს აფრთხობთ. სტაფილო, კამა, ოხრახუში და ძირთეთრა ჩოქელას, ჭიამაიას და ობობას იზიდავს. ეს ველური მწერები იკვებებიან ბაღლინჯოებით, რომელთაც პომიდვრის გაფუჭება ჩვევად აქვთ.
პომიდორი და კარტოფილი ერთ, ძაღლყურძენასებრთა ოჯახს მიეკუთვნებიან, ამიტომ ერთი და იმავე დაავადებით და მავნებლით ზიანდებიან. ერთად ფიტოფთოროზით უფრო სწრაფად ავადდებიან და სხვა დაავადებებიც უფრო სწრაფად ვრცელდება.
ბოსტნეულის სწორი რიგები წარწერებით თვალისთვის სასიამოვნოა და მოსავლის აღებას ამარტივებს. თუმცა ბუნებში რიგებს იშვიათად ნახავთ და ამასთან ერთ ჯგუფად ძალიან ცოტა მცენარე იზრდება.
ბუნებრივ ბიომრავალფეროვნებასთან მიბაძვით თქვენი ბოსტანი შეიძლება ლამაზი არ გამოვიდეს, მაგრამ ბოსტნეულს უკეთ გაზრდაში ნამდვილად დაეხმარება. თანამგზავრ მცენარეებთან მეზობლობა მათ უფრო გამძლეს ხდის და მწერებისა და დაავადებებისგან იცავს.
ეს უცნაური იდეის არსაც განმარტავს: ბოსტნეულებს შორის ყვავილები დარგეთ, მაგალითად, ხავედრა, გულყვითელა ან დედოფლის ყვავილი. ერთი შეხედვით უსარგებლო ყვავილები დამტვერავ მწერებს იზიდავენ და ამით ყაბაყის, ბარდის, კიტრის და პომიდვრის ნაყოფიერებას ზრდიან.
ზოგიერთი მცენარე ერთმანეთთან მეზობლობას უბრალოდ ვერ იტანენ და ავად ხდებიან, როცა მათ ფესვების სისტემის გაყოფა უწევთ. წიწაკას და პარკოსანი პროდუქტებს ერთმანეთთან გვერდით ყოფნა არ უყვართ, ბარდას ხახვისგან მოშორებით ყოფნა ურჩევნია, ხოლო სალათს ბროკოლთან მეზობლობა არ სიამოვნებს.
თანამგზავრი მცენარეების სია
კიტრი
წარმატებული მეზობლები: ბოლოკი, ბარდა, ნიახური, სალათი, კომბოსტო, პომიდორი, მზესუმზირა, სიმინდი, ხავერდა.
წარუმატებლები: სალბი, კამა, პიტნა, დიდი კამა.
პომიდორი
წარმატებული მეზობლები: ნიორი, რეჰანი, სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, ბარდა, სალბი, კომბოსტო, ხავერდა, ისპანახი, სალათი.
წარუმატებლები: კარტოფილი, დიდი კამა.
წიწაკა
წარმატებული მეზობლები: რეჰანი, სტაფილო, თავშავა, მაიორანი, ხახვი, ხავერდა, ქინძი, კატაპიტნა, დედოფლის ყვავილი
წარუმატებლები: დიდი კამა, კოლრაბი, ლობიო.
ბადრიჯანი
წარმატებული მეზობლები: ბარდა, ლობიო, სალათი, რეჰანი, ტარხუნა, ბეგქონდარა.
წარუმატებლები: კარტოფილი და პომიდორი.
ბარდა
წარმატებული მეზობლები: სტაფილო, სიმინდი, კიტრი, ბადრიჯანი, სალათი, ბოლოკი, ისპანახი, პომიდორი, კარტოფილი.
წარუმატებლები: ხახვი, ნიორი
ყაბაყი
წარმატებული მეზობლები: ლობიო, სიმინდი, პიტნა, დედოფლის ყვავილი, ბოლოკი.
წარუმატებლები: კარტოფილი.
კომბოსტო
წარმატებული მეზობლები: ლობიო, ჭარხალი, ნიახური, გვირილა, კამა, უსუპი, პიტნა, დედოფლის ყვავილი, ხახვი, თავშავა, კარტოფილი, სალბი.
წარუმატებლები: მარწყვი, პომიდორი.
კარტოფილი
წარმატებული მეზობლები: ლობიო, კომბოსტო, სიმინდი, სალათი, ხახვი, ხავერდა, ბოლოკი, ქინძი, დედოფლის ყვავილი, სელი.
წარუმატებლები: პომიდორი, კიტრი, მზესუმზირა, გოგრა.
სიმინდი
წარმატებული მეზობლები: ბარდა, ნესვი, გოგრა, ლობიო, სოიო, მზესუმზირა, ხანჭკოლა.
წარუმატებლები: ნიახური და ჭარხალი.
ხახვი
წარმატებული მეზობლები: კომბოსტო, კარტოფილი, მარწყვი, სტაფილო, სალათი, ჭარხალი, პომიდორი.
წარუმატებლები: ბარდა, ლობიო, სალბი.
სტაფილო
წარმატებული მეზობლები: ხახვი, პრასა, ნიორი, პომიდორი, ლობიო, ბოლოკი, ბარდა, ესპანური ფამფარულა, სალბი
წარუმატებლები: კამა, ანისული
ბოლოკი
წარმატებული მეზობლები: კიტრი, ლობიო, ბარდა, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათი, გოგრა, პომიდორი, სტაფილო, ხახვი, ძირთეთრა.
წარუმატებლები: უსუპი
ჭარხალი
წარმატებული მეზობლები: კომბოსტო, კოლრაბი, ხახვი, პიტნა, კატაპიტნა
წარუმატებლები: ლობიო
გოგრა
წარმატებული მეზობლები: სიმინდი, ლობიო, მზესუმზირა, ბარდა, პომიდორი, ბოლოკი, დედოფლის ყვავილი, პიტნა.
წარუმატებლები: კარტოფილი
ლობიო
წარმატებული მეზობლები: სიმინდი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი, გოგრა, სტაფილო, პომიდორი, მარწყვი, ქონდარი, დედოფლის ყვავილი, ხავერდა.
წარუმატებლები: დიდი კამა, ნიორი, პრასა
ნიორი
წარმატებული მეზობლები: პომიდორი, სტაფილო, ბადრიჯანი, კომბოსტო
წარუმატებლები: ბარდა, ლობიო
საზამთრო და ნესვი
წარმატებული მეზობლები: სიმინდი, ბარდა, ბოლოკი, ჭარხალი, მზესუმზირა
წარუმატებლები: კიტრი
ახლა უკვე იცით, თუ სად და რომელი ბოსტნეული დარგოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ სხვა ვარიანტებიც განიხილოთ. ზოგიერთი გამოცდილი მებაღე თვლის, რომ არომატული ბალახები (პირველ რიგში, რეჰანი და მონარდა) პომიდვრის გემოს აუმჯობესებს. ზოგიერთ მცენარეს ნაკვეთიდან მწერების დაფრთხობა შეუძლია.