სამარხვო ნაპოლეონის რეცეპტი ქაფზე და კვერცხის გარეშე

706

რა უნდა ქნათ, თუ დიდმარხვის პერიოდს სამი ოჯახის წევრის დაბადების დღე ემთხვევა და ამასთან მორწმუნე ხართ, რომელიც მარხვის დაცვას ცდილობს? გამოსავალი არსებობს და ეს სამარხვო ტორტი „ნაპოლეონია“.

ყველაფერი, რაც თქვენ დაგჭირდებათ – ფქვილი, მზესუმზირას ზეთი, ნიგოზი, 1 ბოთლი ლუდი და არანაირი კვერცხი! არ ინერვიულოთ, ლუდის სუნი შესამჩნევი არ იქნება, ცხობის დროს სუნი აორთქლდება, სამაგიეროდ ლუდის საფუარი ცომში შესანიშნავად იშლება და ტორტი ნამდვილად ფენოვანი გამოდის.

ასეთი ტორტის მომზადება მარტივია და ბევრ ბისკვიტის ფენას არ მოითხოვს.

„ნაპოლეონი“ ლუდით

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ სამარხვო ტორტი „ნაპოლეონი ლუდით“. ძალიან გემრიელი, ნაზი და არომატული ტკბილეული გამოგივათ.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 250 მლ მცენარეული ზეთი
  • 250 მლ ლუდი
  • 900 გრ ფქვილი

კრემის ინგრედიენტები:

  • 700 მლ წვენი ან ნექტარი
  • 120 გრ მანანის ბურღული
  • 2-4 ს/კ თაფლი (გემოვნებით)
  • 1 ჭიქა კაკალი (ნიგოზი ან კედარი)

მომზადება:

  1. ღრმა თასში 1 ჭიქა მზესუმზირას ზეთი ჩაასხით, შემდეგ ცოტა ფქვილი და 1 ჭიქა ლუდი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  2. ამ ნარევს დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ და მოზილეთ. ელასტიკური, რბილი ცომი უნდა მიიღოთ, რომელიც ხელზე არ მიგეკვრებათ.
  3. გასამტკიცებლად ცომი მაცივარში 60 წუთით შეინახეთ.
  4. კრემის მოსამზადებლად ქვაბში წვენი (მე ალუბლის წვენი გამოვიყენე) ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. მანანის ბურღული დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთით ხარშეთ, მუდმივად და კარგად აურიეთ. ფაფას ოთახის ტემპერატურამდე გაგრილება აცადეთ.
  5. ალუბალი-მანანის კრემი ბლენდერით ათქვიფეთ. კრემს თქვენი გემოვნების მიხედვით თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  6. ცომი გააბრტყელეთ და 7 ნაწილად გაყავით. ცომი თხელ ფენებად გააბრტყელეთ და ცალ-ცალკე გამოაცხვეთ. ფენები ისე ცხვება, როგორც ჩვეულებრივი „ნაპოლეონი“.
  7. ბისკვიტის ფენებს კრემი წაუსვით და დაქუცმაცებული კაკალი მოაყარეთ.
  8. ესეც ასე, სამარხვო „ნაპოლეონი“ მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს