რა საშუალებები შეგვიძლია გამოვიყენოთ ბუასილის დროს, რომ ოპერაციას თავი ავარიდოთ.

0
2916
ფოტო: wikimedia

„ჩემი შვილი 15 წლისაა და ბუასილი აწუხებს. ვმკურნალობ ბუასილის საწინააღმდეგო მალამოთი, სანთლებით და სპეციალური რგოლებით. ყველაფერი უშედეგოა. ოპერაციას გვთავაზობენ. არსებობს კი ეფექტური ხალხური საშუალებები? პატივისცემით ვ.მ.გ“

წერილს პასუხობს იური ბატულინი, გამაჯანსაღებელი სისტემების „ადამიანის შესაძლებლობები ექსტრემალურ სიტუაციაში“ ავტორი“.

ბუასილი ლორწოვანი გარსის ქვემოთ სისხლძარღვების პათოლოგიური გაფართოებაა. სწორი ნაწლავის სისხლძარღვებში სისხლი გროვდება, იჭიმება და მტკივნეულ კვანძს ქმნის.

თვითმკურნალობის მიმდევრებს ყაბზობის ან დიარეის თავიდან აცილებას ვურჩევთ. ბუასილის კვანძების დროს თუ დაცლის პროცესი გართულებულია, დაჭიმვა და ანუსზე ზეწოლა საჭირო არაა, სჯობს საფაღარათო მცენარეული საშუალებები გამოიყენოთ.

მაგალითად, სინამაქის ფოთლის ნაყენი, ხეჭრელის ქერქის ნახარში და ა.შ. რაციონიდან ალკოჰოლი (განსაკუთრებით ლუდი), ცხიმიანი, ცხარე (კერძოდ, აჯიკა, მდოგვი, სანელებლები და წიწაკა), შემწვარი და დამარილებული საკვები, ასევე ყავა გამორიცხეთ. ამასთან საფაღარათო მოქმედების მქონე ხილით და ბოსტნეულით იკვებეთ.

ბუასილის მოშორებაში დაგეხმარებათ ჭვავის ხმელი პური, ხილი, ბოსტნეული, შავქლიავი, ფაფა (შვრია, წიწიბურა, ქერი), ნიორი, ხახვი. სასურველია, რომ უფრო მეტი უჯრედისი და სითხე მიიღოთ. ცივ ადგილას არ დაჯდეთ და ცივი წყლით მით უმეტეს არ დაიბანოთ.

სპეციალური ვარჯიშები რეგულარულად შეასრულეთ. კერძოდ, ფეხების 90 გრადუსით აწევა. დაჭიმვა და ამასთან ანუსის მოდუნება სცადეთ. ერთ მიდგომაზე 30-ჯერ გააკეთეთ.

ღამით ბუასილის კვანძებზე გახეხილი ჭარხლის ან სტაფილოს ტამპონები დაიდეთ. მკურნალობის კურსი 7-10 დღე. ეფექტურია გახეხილი კარტოფილის კომპრესები, რომელსაც მარლის დახმარებით ბუასილის ანთებით კვანძებზე იდებენ. წვამ არ შეგაშინოთ, მალე გაქრება.

დღისით ან ღამით ბავშვს შეგიძლიათ თითის სისქის უმი კარტოფილის სანთელი ჩაუდოთ (ოღონდ ძალიან სქელი არა, რომ ზედმეტი ტკივილი არ გამოიწვიოთ). სანთელს თაფლი უნდა წაუსვათ. მკურნალობის კურსი 7-10 დღე.

გარდა ამისა, ჰირუდოთერაპევტები ბუასილის კვანძების დროს ჩვეულებრივ წურბელებს ეფექტურად იყენებენ. სისხლის მოწოვის შემდეგ წურბელა ბუასილის კვანძს თავად მოშორდება. წურბელას მანამდე ადებენ, სანამ ის სხეულზე მიმაგრებას არ შეწყვეტს. ამ დროს მკურნალობას ასრულებენ.

მჯდომარე აბაზანებიც სასარგებლოა. ტაშტში 1 ლ ცივი წყალი ჩაასხით და პროცედურა დღეში 2-ჯერ, 1-3 წუთით შეასრულეთ. შეგიძლიათ ცივ წყალში დასველებული მარლა ან ქსოვილი დღეში რამდენჯერმე დაიდოთ. როგორც კი ქსოვილი გახურდება, კვლავ ცივ წყალში დაასველეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი