გარეგნული ცვლილებები ქალისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ზამთრის ძილისა და დეპრესიისგან გამოსასვლელად.
თმის უბრალო შეჭრა ან შეღებვაც კი, ქალს განახლებულად აგრძნობინებს თავს. საბედნიეროდ, 2020 წელს ისევ პოპულარული გახდა მელირება – უნივერსალური კლასიკა. არსებობს მელირების მრავალი ტექნიკა, ამიტომ, ყოველთვის შეგიძლიათ, აირჩიოთ ის ვარიანტი, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად მოგიხდებათ.
ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ მელირების ყველაზე საინტერესო ტექნიკას და დაგეხმარებათ თმის საგაზაფხულო ვარცხნილობის შერჩევაში.
მელირების ტექნიკა
1. ბალაიაჟი
ეს ტექნიკა ძალიან ბევრ ოსტატს უყვარს, რადგან იგი ერთნაირად კარგია თმის ნებისმიერი ფაქტურის, სისქისა და სიგრძის მქონე გოგონებისთვის. ასეთი ტექნიკა “მზეზე დამწვარი თმის” ეფექტს იძლევა.
გარდა ამისა, ბალიაჟს, ხშირად, მკაფიო საღებავებით აკეთებენ, ამიტომ ფერების არჩევაში შეზღუდული არ ხართ.
2. შატუში
ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნიკა. ეს იმიტომ, რომ ფერების გლუვი გადასვლის მიღება ძალიან რთულია. ამასთან, ასეთი შეღებვის ფასი სალონში საკმაოდ მაღალია. საშინაო პირობებში მსგავსი ტექნიკის გამოყენება და სასურველი შედეგის მიღება ძალიან რთულია, რადგან იგი მრავალი ეტაპისგან შედგება.
თუმცა, თუ თავს ასეთი ფუფუნების საშუალებას მისცემთ, შედეგი აუცილებლად აღგაფრთოვანებთ. ამ ტექნოლოგიის დროს, ფერი მაქსიმალურად იწელება თმაზე, ყველაზე მუქიდან ყველაზე ღიამდე.
3. ბებილაითსი
ასეთი მელირება საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება. ბებილაითსის ტექნიკის შესრულებისას, ოსტატი გამოყოფს ძალიან წვრილ რიგებს, ამიტომ ღმის ნამდვილ და შეღებილ ფერებს შორის გადასვლა ძალიან ბუნებრივი ჩანს.
4. კუსებრი შეღებვა
ალბათ, ოდესმე მიგიქცევიათ ყურადღება იმისთვის, რომ კუს ბაკანი დაფარულია სხვადასხვა ფერის წვრილი ზოლებით. სწორედ ამ საყვარელმა ცხოველმა შთააგონა ქოლორისტები ამ ტექნიკის შესაქმნელად. მასში გაერთიალებულია ბებილაითსისა და ბალაიაჟის ტექნიკები, რომლებზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ოსტატები კუსებრი შეღებვისთვის ფერთა ფართო პალიტრას იყენებენ.
5. ბლონდირება
ეს ტექნიკა საკმაოდ რთული შესასრულებელია. თმის მთელი მოცულობა, ბლონდირების დროს, იღებება ღიადან მუქამდე, რამდენიმე ფერის საღებავით. ამრიგად, იქმნება ღრმა ფერი და თმა ვიზუალურად სქელდება. შედეგი ყოველთვის მდიდრულად და არისტოკრატულად გამოიყურება.
6. ომბრე
გამოცდილი ექსპერტების აზრით, ომბრე მოდაში კიდევ დიდხანს იქნება. ეს ტექნიკა მოიცავს თმის ძირების მაქსიმალურად მუქად შეღებვას, თმის დაბოლოებებისკენ კი უფრო ღია ფერში გადასვლას, თუმცა, ფერების გადასვლა ტალღოვანი და ნაზი არ უნდა იყოს. ასეთი ფერის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება საკმაოდ რთულია, თუმცა შედეგი ნამდვილად მიმზიდველი იქნება.
როგორც ხედავთ, მელირებას 2020 წელს უფრო გასაოცარი ვარიანტები დაემატა. თმის შეღებვის ტექნიკების ასეთი სიმრავლე ნებისმიერ გოგონას დააბნევს, თუმცა, სპეციალისტების დახმარებით, შეგიძლიათ ყველაზე უფრო მისაღები ვარიანტი აირჩიოთ. იმედია, გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისთვის შთაგაგონეთ, რადგან გაზაფხული ცვლილებებისთვის საუკეთესო პერიოდია!