როგორ დავამზადოთ მანქანის არომატიზატორი სახლის პირობებში

693

სკოლაში ქიმიას ყველა კარგად არ სწავლობდა. საგნის სირთულე მას ყველაზე ნაკლებად საყვარელ გაკვეთილად აქცევდა ხოლმე. ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ქიმიაა ერთ-ერთი ყველაზე უსარგებლო მეცნიერება, ასტრონომიასთან და ხატვასთან ერთად.

რეალურად, ქიმია ძალიან სასარგებლო საგანია, რომელსაც ცხოვრებაში უამრავი პრაქტიკული გამოყენება აქვს. ერთადერთი პრობლემა დისციპლინის სირთულეში მდგომარეობს, ბავშვების დიდ ნაწილს არ ჰყოფნის სიბეჯითე მის შესასწავლად. საყოფაცხოვრებო დონეზეც კი, ელემენტარული ქიმიური რეაქციების ცოდნა მრავალი პრობლემის გადაჭრის საშუალებას გვაძლევს.

და დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ გამოვიყენოთ ქიმიის ცოდნა ბინასა და ავტომობილში ჰაერის გასაწმენდად და სასიამოვნო სურნელის დასაყენებლად. ჩვენ თქვენთან ერთად დავამზადებთ არომატიზატორს ხელმისაწვდომი საშუალებებისგან, და იგი მრავალ შეძენილ ანალოგზე უფრო ეფექტურიც იქნება.

მანქანის არომატიზატორი

ბინაში, მანქანასა და სხვა ჩაკეტილ მცირე სივრცეებში, რომლებსაც ადამიანი ხშირად სტუმრობს, დროთა განმავლობაში, მისი ცხოველქმედების პროდუქტების სუნი ჩნდება. რეგულარული დალაგების გარეშე, ავტომობილში მალე გაჩნდება ბენზინის, შემდეგ მეპატრონის, მეგზურების სუნამოების, ჩიფსების, ძეხვიანი ბუტერბროდების, სიგარეტის და მსგავსი უსიამოვნო სუნი.

ამ შემთხვევაში, მაღაზიის არომატიზატორები ბოლომდე ვერ გვეხმარება, იქნება ეს “ნაძვის ხეები”, აეროზოლები თუ სხვა საშუალებები. თუმცა, თეთრეულის კონდიციონერისა და საკვები სოდის ნარევი შესანიშნავად გაუმკლავდება ამ პრობლემას.

საქმე ისაა, რომ ჩვენთვის ჩვეულებრივი სოდა დეზოდორის თვისებას ფლობს და არამხოლოდ მალავს უსიამოვნო სუნს, არამედ აქრობს მას. თეთრეულის კონდიციონერი კი დახურულ სივრცეში ნესტს ინარჩუნებს. სუფთა თეთრეულის მსუბუქი არომატი ხომ უკეთესია, ვიდრე მყარი და, ხშირად, მკვეთრი არომატი, რომელსაც მაღაზიაში ნაყიდი არომატიზატორი აფრქვევს.

ინგრედიენტები

  • 50 მლ კონდიციონერი
  • 200 მლ ცხელი წყალი
  • 1 ჩ.კ. სოდა

მომზადება

  1. შეურიეთ კონდიციონერი და სოდა, დაუმატეთ ცხელი წყალი.
  2. ჩაასხით მასა შხეფიან ჭურჭელში.
  3. ავტომობილის სალონის არომატიზატორი მზადაა. თანაც, მისი გამოყენება შეგიძლიათ არამხოლოდ მანქანის სალონში, არამედ საცხოვრებელ სახლშიც. მთავარია, არ დაგავიწყდეთ ფლაკონის შენჯღრევა ყოველი გამოყენების წინ.

საშუალება სისუფთავის შეგრძნებას თავისი მსუბუქი არომატის წყალობით დაგაუფლებთ. სალონის ასეთი არომატიზატორით დამუშავების შემდეგ, ავტომობილში ყოფნისას თავი ახალგარეცხილ საწოლზე გეგონებათ. ნაყიდ საშუალებებს შეუძლიათ, თავი ასე გაგრძნობინოთ? ეჭვი მეპარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს