როგორ დავამზადოთ ყუთი მცენარეების ჩასარგავად

207

ყველას უნდა, რომ თბილი ამინდები დიდხანს გაგრძელდეს. მის მოსვლას კი ყველაზე მოუთმენლად ელიან ისინი, ვისაც ბაღი აქვს და მოსავალს ელის. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, გთავაზობთ დასარგავი ყუთის დამზადებას.

მასალები

  • პოლიეთილენის ფენა
  • 9 დაფა (სიგრძე – 2 მ, სიგანე – 120 მმ, სიმაღლე – 20 მმ)
  • 4 ძელი (50×50)
  • 4 ვიწრო ძელი (20×35)
  • 8 დურალის კუთხე
  • 2 ფანჯრის ანჯამა
  • თვითმჭრელები
  • ფანჯრის ფიქსატორი
  • ხის ზედაპირის დამცავი საშუალება

ინსტრუმენტები

  • რკინის ხერხი
  • საზომი რულეტი
  • პლუსი სახრახნისი (ან ბურღი)
  • ავეჯის სტეპლერი

ნაბიჯი 1

აიღეთ ძელები, ორი 36 სმ სიგრძეზე გადაჭერით, დანარჩენი ორი კი – 30 სმ-ზე. 6 დაფა გადაჭერით 2 მ სიგრძეზე – მინი-სათბურის გრივი კედლებისთვის, და 6 – ერთმეტრიანი, განივი კედლებისთვის.

ნაბიჯი 2

დაალაგეთ სამი დაფა ერთმანეთის გვერდიგვერდ და გადაჭრილი ადგილიდან 20 სმ-ს დაშორებით დახაზეთ ფანქრით მისი პარალელური ხაზი. გაიმეორეთ იგივე დაფების მეორე ბოლოზე. ხაზის გასწვრივ მოათავსეთ 36-სანტიმეტრიანი ძელი.

ნაბიჯი 3

თვითმჭრელებით მიახრახნეთ ძელი დაფებს. გამოგივათ სათბურის გრძელი კედელი. ზუსტად ასე დაამზადეთ მეორეც, თუმცა ზედა დაფა 6 სმ-თი უნდა გადაჭრათ. ამრიგად, ერთი კედელი მეორეზე ცოტათი დაბალი გამოვა, შესაბამისად, დახრილი სახურავის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება.

ნაბიჯი 4

მოკლე დაფები მიამაგრეთ გრძელ დაფებზე დამაგრებულ ძელებს ისე, რომ ოთხმა კედელმა ყუთი შექმნას.

ნაბიჯი 5

ზედა დაფები გადახერხეთ დახრილად ისე, რომ დაბალი და მაღალი კედლების შეერთება შესაძლებელი გახდეს.

ნაბიჯი 6

სათბურის თავსახურისთვის აიღეთ წვრილი ძელები და გააკეთეთ მათგან ყუთის ზომის ჩარჩო.

ნაბიჯი 7 

კუთხეებით შეაერთეთ ჩარჩოს ნაწილები. ანჯამებით მიამაგრეთ ჩარჩო ყუთს.

ნაბიჯი 8

გაამყარეთ ჩარჩო ორი განივი ძელით და მიამაგრეთ ყუთს ფანჯრის ანჯამებით.

ნაბიჯი 9

თავსახურის ორივე მოკლე მხარეს მიახრახნეთ ფანჯრის ფიქსატორები, რათა მისი ღიად დატოვება შესაძლებელი იყოს.

ნაბიჯი 10

გადააფარეთ ჩარჩოს ცელოფანი და დაამაგრეთ ავეჯის სტეპლერით.

ნაბიჯი 11

შემოაჭერით ზედმეტი ცელოფანი.

ნაბიჯი 12

დაფარეთ ყუთი დამცავი საშუალებით, რომელიც ხეს ლპობისგან დაიცავს. მინი-სათბური მზადაა მცენარეების დასარგავად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს