მცენარეები რომელიც ორგანიზმს დაეხმარება გაცივებას და გრიპს თავად გაუმკლავდეს.

0
109

გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატებით სავსეა ნებისმიერი აფთიაქის ვიტრინა. საბოლოო ჯამში, ხშირად, მოსალოდნელი განკურნების ნაცვლად, უკუეფექტს ვიღებთ – ვკლავთ საკუთარ იმუნიტეტს.

ეს განსაკუთრებულად ეხება გრიპს. ყველას უნდა, რომ დაავადება დაამარცხოს სწრაფად და დასაწყისშივე, ამიტომ ძირითად ყურადღებას სიცხის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ წამლებს ექცევა. თუმცა, გაციება და გრიპი ვირუსული დაავადებებია და, უშუალოდ დაავადებასთან გასამკლავებლად, დაგჭირდებათ სწორედ ანტივირუსული საშუალებები. რაღა თქმა უნდა, იმუნიტეტის გაძლიერებაც აუცილებელია – ორგანიზმს უნდა შეეძლოს, დამოუკიდებლადაც ეფექტურად გაუმკლავდეს მავნე აგენტების შეტევას. ამაში იდეალურად დაგვეხმარება paparazzi-ს რედაქციის მიერ მომზადებული მცენარეული საშუალებები.

გვირილის, გულყვითელასა და სალბის ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი თვისებები აბსოლუტურად ყველასთვის ცნობილია. თუმცა, ამ ნომინაციის ჩემპიონი ქაცვი გახლავთ.

ქაცვის ნაყოფი რომ სასარგებლოა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. C ვიტამინის დიდი რაოდენობა ქაცვის წვენსა და შაქრიან პიურეს გაციების გემრიელ წამლად აქცევს. თუმცა, ყველას არ სმენია, რომ სამკურნალო თვისებები ამ მცენარის თითქმის ყველა ნაწილს აქვს (თესლს, ახალ რტოებს, ფოთლებს). ბზის ფოთლების მსგავსი ქაცვის ფოთლებიც შეიცავს ასკორბინის მჟავას. გარდა ამისა, ისინი ტანინებსაც იგროვებს.

ძალიან ხშირად, მწვავე რესპირატორულ და ვირუსულ დაავადებებს თან ახლავს ხველა. მოგწონთ თუ არა ძირტკბილას გემო? თუ ნაკლებად, დაე, დაგამშვიდოთ იმ აზრმა, რომ ძირტკბილას ფესვისგან დამზადებული მიქსტურა არამხოლოდ შველის ხველას, არამედ აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ნებისმიერ შემთხვევაში, ძველი ჩინელები სწორედ ასე ფიქრობდნენ.

კიდევ ერთი, ჩვენთვის ნაკლებად ტრადიციულია მცენარეული წამალი – მაკლეია. ესაა მაღალი (3 მეტრამდე), სწრაფად მზარდი მრავალწლიანი მცენარე ორიგინალური, გულის ფორმის ფოთლებით, მიხაკისებრთა ოჯახიდან. ბევრს იგი დეკორატიულ მცენარედ მიაჩნია, თუმცა, ჩინეთსა და იაპონიაში, რომლებიც ამ მცენარის სამშობლოდ ითვლება, მისი ნარინჯისფერი წვენი ძველი დროიდან სადეზინფექციო საშუალებად გამოიყენება. მცენარის შემადგენლობაში არსებული ალკალოიდები და სხვა ნივთიერებები ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედებით გამოირჩევა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი