რა საჭიროა ცომის სხვადასხვა რთული რეცეპტი, თუ შეიძლება ერთი უნივერსალური რეცეპტით მათი ჩანაცვლება? მოხარშული ცომის დადებითი მხარე იმაში მდგომარეობას, რომ ის ყოველთვის რბილი და ნაზი გამოდის, მისი გაფუჭება საკმაოდ რთულია. ასეთი ცომისგან მომზადებული ვარენიკი ფორმას არასდროს დაკარგავს.
მოხარშული ცომი ვარენიკებისთვის
„პაპარაცი“ მოხარშული ცომის უნივერსალურ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც თქვენს რეცეპტების წიგნში აუცილებლად უნდა მოხვდეს. ცომი არა მხოლოდ უჩვეულოდ სასიამოვნო, არამედ გემრიელია! პელმენები, ვარენიკები, ჩებურეკები წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის. ასეთი ცომისგან შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმები, ხინკალი, მანტი და ფენოვანი ღვეზელები მოამზადოთ.
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა ფქვილი
- 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი
- 1 კვერცხი
- 3 ს/კ მზესუმზირას ზეთი
- 0,5 ჩ/კ მარილი
მომზადება:
- გაცრილი ფქვილი მარილს აურიეთ. ჩაღრმავება გააკეთეთ და მზესუმზირას ზეთი ჩაასხით.
2. წყალი აადუღეთ და ფქვილს დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოზილეთ. ცომი ოდნავ გააგრილეთ, ამას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება.
3. ცალკე თასში კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ, რომ კვერცხის გული და ცილა გაერთიანდეს. ნარევი ცომს დაუმატეთ და მორევა დაიწყეთ. თავდაპირველ პატარა სეგმენტებად დაიყოფა, მაგრამ რამდენიმე წუთში ერთგვაროვანი, მოხარშული ცომი გამოგივათ.
4. ცომი 30 წუთით თასში გააჩერეთ. პირსახოცის დაფარება არ დაგავიწყდეთ. ამ დროში მომავალი კულინარიული შედევრისთვის შიგთავსი მოამზადეთ.
ერთი პორცია ცომისგან სხვადასხვა კერძების მომზადებას შეძლებთ: ვარენიკი ხაჭოთი, ჩებურეკი ხორცით… მოხარშული ცომი რბილი, ნაზი და დამყოლი გამოდის. მზა კერძი ხარშვის, შეწვის და გაყინვის დროს ფორმას ინარჩუნებს.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.