დამწვრობა: როგორ აღმოვუჩინოთ სწორი პირველადი დახმარება

0
633
ფოტო:voscopran

გახურებული ქვაბის სახელურს თუ უთოს შეეხეთ, გადაისხით ცხელი ჩაი, დაგეძინათ მზეზე… ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო გაუფრთხილებლობას სერიოზული დამწვრობის გამოწვევა შეუძლია.

როგორ გავუმკლავდეთ შედეგებს? კითხვაზე პასუხობს “წითელი ჯვრის”  “პირველადი დახმარების” პროგრამის ინსტრუქტორი, “პირველადი დახმარების სკოლის” საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი, სტანისლავ მანეროვი.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – შეაფასოთ დამწვრობის სიმძიმე, რათა გადაწყვიტოთ, საჭიროა თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. თუ:

  • დამწვრობის ფართობი შეადგებს დაშავებულის 5 ხელის გულზე მეტს;
  • დაშავებული ბავშვი ან მოხუცია;
  • კანზე გაჩნდა ჭღილობები ან ბუშტუკები (მე-3 ხარისხის დამწვრობა);
  • დამწვარია მენჯის მონაკვეთი;
  • დამწვარია პირი, ცხვირი, თავი, სასუნთქი გზები;
  • დამწვარია ორი კიდური;
  • ადამიანი თავს ცუდად გრძნობს,

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დიდი ფართობის დამწვრობამ შეიძლება ორგანიზმში ტოქსინების გამომუშავება (დამწვრობის დაავადება) დაიწყოს, რომლებთან გამკლავება თირკმლებს ძალიან უჭირთ. ამან შეიძლება დამწვრობიდან 2-3 დღის შემდეგ იჩინოს თავი, როცა თავად დამწვრობა უკვე გაყუჩებულია. ექიმთან მისვლის დაუყოვნებლივ აუცილებლობაზე მიუთითებს დაშავებულის სახის შეშუპება ან/და მდგომარეობის გაუარესება.

როგორ განვსაზღვროთ დამწვრობის ხარისხი

  • კანის გაწითლება – 1 ხარისხი
  • ბუშტუკები – 2 ხარისხი
  • ჭრილობები და დახეთქილი ბუშტუკები – 3 ხარისხი
  • ნახშირორჟანგით მოწამლვა და მგრძნობელობის დაკარგვა – 4 ხარისხი

მაშინაც კი, თუ ექიმი უკვე გამოიძახეთ, დაშავებულს პირველადი დახმარება აუცილებლად უნდა აღმოუჩინოთ. როგორ მოვიქცეთ?

  • მოაშოროთ დამწვრობის გამომწვევი ფაქტორი;
  • გააგრილეთ დაზიანების ადგილი, რათა დამწვრობა ღრმად არ გაჯდეს კანში. 1-2 ხარისხის დამწრობა 10-15 წუთით უნდა გააჩეროთ გამდინარე წყლის ქვეშ, 3 ხარისხე ჯერ ნოტიო სახვევი უნდა დაამაგროთ, შემდე გააგრილოთ დაყენებულ ცივ წყალში ისევ 10-15 წუთით;
  • დაშავებულოს გახადეთ ტანსაცმელი, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ააძროთ კანზე მიმწვარი ქსოვილი. შეგიძლიათ, დამწვრობის გარშემო ტანსაცმელი მაკრატლით შემოჭრათ;
  • თუ დამწვარ ადგილას (მის ზემოთ ან ქვემოთ) რამე სამკაული უკეთია, აუცილებლად მოხსენით. გაითვალისწინეთ, რომ დამწვრობამ შეიძლება შეშუპება გამოიწვიოს, რომელიც არ მოგცემთ სამკაულის მოხსნის საშუალებას;
  • უზრუნველყავით სიმშვიდე, 2-4 ხარისხის დამწვრობით დაშავებულს დაალევინეთ საათში 1.5 ლ ცივი სითხე მაინც;
  • მსუბუქი დამწვრობის დროს, დაშავებული ადგილის ცივი წყლით გაგრილების შემდეგ, შეგიძლიათ იგი სპეციალური გამაგრილებელი კრემით დაამუშავოთ. “პანტენოლის” გამოყენება გაგრილების შემდეგ დასაშვებია, თუ დამწვრობის ფართობი არ აღემატება 1-2 ხელის გულს, ხოლო დამწვრობა არაუმეტეს პირველი ხარისხისაა (მხოლოდ კანის სიწითლე, ბუშტუკების გარეშე).

რა არ უნდა გააკეთოთ

  • ზეთის, კრემის, მალამოს, ცილის და სხვა მსგავსი საშუალების, ქაფის (“პანტენოლი”) წასმა ახლახან დამწვარ ადგილზე;
  • მიწებებული ტანსაცმლის აძრობა;
  • ბუშტუკების დაჩხვლეტა;
  • შარდის დასხმა დამწვრობაზე.

ექიმის კონტროლი ცუდი არ იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანს მზეზე ჩაეძინა და ისწ დაიწვა. ამ შემთხვევაში, პირველი მოქმედებაა ცივი შხაპი 10-15 წუთით, დიდი რაოდენობით ცივი წყალი , მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ “პანტენოლი”.

სერიოზული დამწვრობის კიდევ ერთი პოტენციური მიზეზი, რომელიც აქტუალურია მიწათმოქმედებისთვის – ამბროზიაა. ამბროზიის მრავალი სახეობა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც მკვეთრად ზრდის კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი სხივებისადმი. გარდა ამისა, ამბროზია კონტაქტური და სასუნთქი ალერგენიცაა. იგი ყველაზე ძლიერ დამწვრობას მაშინ იწვევს, თუ კანს ნათელ მზიან დღეს ეხება. თუმცა, დამწვრობის მისაღებად საკმარისია ამბროზიის წვენით დასველებულ კანზე მზის ხანმოკლე დანათება. როგორც წესი, დაზიანებულ მონაკვეთზე ჩნდება მეორე ხარისხის დამწვრობა. განსაკუთრებული საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ მცენარესთან შეხება, პირველ დროს, ხშირად, არ იძლევა უსიამოვნო შეგრძნებებს. დამწვრობის გაჩენის დრო მერყეობს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.

პირველადი ზომები ამბროზიასთან კონტაქტის შემდეგ

  • კარგად ჩამოიბანეთ დაზიანებული მონაკვეთი საპნითა და წყლით;
  • დაიმუშავეთ სპირტით (ადეზინფიცირებს კანს, რაც ასუსტებს დაზიანებას) ან კალიუმის პერმარგანატის მსუბუქი ხსნარით, ან დაიდეთ ფურაცილინის ხსნარის კომპრესი;
  • დაიცავით კანის დაზიანებული მონაკვეთები მზის სხივებისგან, არანაკლებ ორი დღის განმავლობაში, შუქიზოლაციური მუქი სახვევით;
  • მიიღეთ ანტიალერგიული საშუალება, რომელიც მანამდე დაგილევიათ ან გამოგიცდიათ;
  • წაისვით დაზიანებულ მონაკვეთებზე “პანტენოლი”.

პირველადი დახმარების შემდეგ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ დამწვრობა თვალთან, პირთან ან სხვა ლორწოვან გარსთან ან მენჯის არესთან ახლოსაა, ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ.

ამ შემთხვევაში კი საუკეთესო შედეგი ექნება პროფილაქტიკურ ზომებს. დაიმახსოვრეთ და ასწავლეთ სხვებსაც, როგორ გამოიყურება ამბროზია.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი