უგემრიელესი საზაფხულო პეროგი მარწყვით, მზად იყავით – ყველა რეცეპტს მოითხოვს.

868

გასულ ზაფხულს აღმოვაჩინე ნამცხვრის ნამდვილად ოქროს რეცეპტი, რომელიც დედაჩემის მეგობარმა გამიზიარა. დღევანდელივით მახსოვს, მშობლებთან სახლში შევედი და დეიდა ლილის ხმა გავიგონე: „შვილმა ამ ნამცხვრის ნაჭერი სამსახურში წაიღო და თანამშრომლები თავს დაესხნენ თხოვნით „დედას რეცეპტი გამოართვი“. ეს ხომ ნამცხვარი არაა, არამედ სიმღერა. გასინჯე, მარინა“.

ამ დროს დედის აღფრთოვანებული ხმა გავიგონე, პასუხად კი: „ჩაიწერე: 1 ჭიქა კეფირი, 50 გრ კარაქი, ფქვილი…“ ახლა ასეთ ნამცხვარს მეც სიამოვნებით ვაცხობ. შემადგენლობის და მომზადების სიმარტივით საოცრად გემრიელი გამოდის!

მარწყვის ნამცხვარი ღუმელში გამომცხვარი

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გამოაცხოთ მარწყვის ნამცხვარი კეფირით. მასზე უფრო გემრიელი არაფერი გამისინჯავს!

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 170 გრ შაქარი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 50 გრ კარაქი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 300 გრ მარწყვი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. კარაქი მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ. კარაქს გაგრილება აცადეთ.

2. მოსახერხებელ თასში დაბალ სიჩქარეზე კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად მოცულობის გაზრდამდე ათქვიფეთ. შაქარი დაუმატეთ და ათქვეფა 5 წუთით გააგრძელეთ, სანამ ღია ფუმფულა მასას არ მიიღებთ.

3. თასში კეფირი და კარაქი ჩაამატეთ, სათქვეფელით ან დაბალი სიჩქარის მიქსერით აურიეთ. ფქვილი გაცერით და სოდა დაუმატეთ.

4. მიქსერით გლუვი და ერთგვაროვანი ცომი უნდა მიიღოთ. კონსისტენციით არაჟანს უნდა ჰგავდეს.

5. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. ფორმის ძირში გარეცხილი და გასუფთავებული მარწყვი დააწყვეთ.

6. ზემოდან მარწყვს ცომი ისე დაასხით, რომ კენკრა თანაბრად დაიფაროს. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 60 წუთით აცხვეთ. ღვეზელის მზაობა კბილის ჩხირით ან ხის ჩხირით შეამოწმეთ.

7. სრულად გააგრილეთ და ფორმიდან მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ და სუფრაზე გაიტანეთ. ესეც ასე, მარწყვის ნამცხვარი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

არომატული შინაურული მარწყვის ნამცხვარი კეფირზე ვერც უფროსებს და ვერც ბავშვებს გულგრილს ვერ დატოვებს. გემრიელი, ნაზი, მსუბუქი, არომატული…თან მოსამზადებლად როგორი მარტივია! სასწრაფოდ მარწყვი შეიძინეთ და ცხობას შეუდექით, ოჯახის წევრები ასეთ ტკბილეულს სათანადოდ დააფასებენ.

გემრიელი, მარწყვის ნამცხვრის რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ, მათ აუცილებლად მოეწონებათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს