ყველას ახსოვს ფხვიერი ნამცხვარი „ბურბუშელა“. შესაძლოა, ეს ის ტკბილეული არაა, რომლის ჭამაც ყოველდღე ღირს, თუმცა რამდენიმე კვირაში ერთხელ თამამად შეგიძლიათ მიირთვათ.
ფხვიერი ნამცხვარი „ბურბუშელა“
რით არის ეს ფხვიერი ნამცხვარი განსაკუთრებული? ის ისეთი მტვრევადი და ხრაშუნაა, რომ შეუძლებელია სიამოვნება არ მიიღოთ. მარტივი რეცეპტის და მომზადების წყალობით ერთ მიდგომაზე ბევრი ბურბუშელას გაკეთებას შეძლებთ. მთელ ოჯახს ეყოფა!
ბევრი ფიქრობს, რომ მას მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამზადებდნენ, თუმცა ასე არაა. უნგრეთში ამ ფხვიერ ნამცხვარს უწოდებენ csoroge და ტრადიციულად საქორწილო სუფრაზე გააქვთ.
აი, იტალიაში ასეთი ტკბილეული შეგიძლიათ ნებისმიერ კარნავალზე იპოვოთ. იტალიელი მცხობელები მოსართავად არა მხოლოდ შაქრის პუდრას, არამედ ფორთოხლის წვენსაც იყენებენ.
დღეს ტრადიციულ ფხვიერ ნამცხვარს მოვამზადებთ, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს ბავშვობაში პოპულარული გახდა. რეცეპტები ერთი აივნიდან მეორეზე გადადიოდა, ბევრი რამ შეიცვალა. სწორედ ამიტომ, თითოეულ ოჯახს მომზადების თავისი განსაკუთრებული ინსტრუქცია აქვს.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა მზესუმზირას ზეთი
- 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 1 ს/კ შაქარი
- 3 კვერცხი
- 1 ჩ/კ სოდა
- 1 ჭიქა რძე ან კეფირი
- მარილი
- შაქრის პუდრა
მომზადება:
1. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის გული შაქართან და სოდასთან ერთად ათქვიფეთ.
2. კვერცხის გულს რძე აურიეთ, 1 ჭიქა ფქვილი და 1 ს/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
3. ცომს ცოტა ამოსვლის დრო მიეცით და მეორე ჭიქა ფქვილი დაუმატეთ. ცომი ნახევარი საათით სიცივეში გააჩერეთ.
4. ცომი გააბრტყელეთ და მცირე ზოლებად დაჭერით. შიგნით ნახვრეტი გააკეთეთ და გადმოაბრუნეთ.
5. “ბურბუშელა“ ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით, შემდეგ შაქრის პუდრა უხვად მოაყარეთ.
მსგავსი ცომი შეწვის დროს ზეთს პრაქტიკულად არ იწოვს, ამიტომ ქაღალდის პირსახოცზე შეგიძლიათ არ დააფინოთ. გირჩევთ ტკბილეული გვარიანად გამოაცხოთ, რადგან თეფშიდან ძალიან სწრაფად გაქრება!
„ბურბუშელა“ რძიან ჩაის ან ნაღების ყავას შესანიშნავად უხდება.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი რეცეპტი შეგიძლიათ ოდნავ შეცვალოთ და თქვენი გემოვნების მიხედვით სრულყოთ. გემრიელად მიირთვით!