მადის აღმძვრელი ფუნთუშები გერმანული რეცეპტით სასაუზმოდ

964

„პაპარაცმა“ თქვენთვის ღუმელში გამომცხვარი, საფუარზე მომზადებული ფუნთუშების გასაოცარი რეცეპტი მოამზადა. ფუნთუშები ფუმფულა და ჰაეროვანი, მადის აღმძვრელი ქერქით გამოვა. ძალიან მოსახერხებელია, თუ ზედმეტად მაღაზიაში წასვლა არ გსურთ, სახლში კი საქმე არ გაქვთ.

ფუნთუშა შიგთავსის გარეშე ცხვება, ამიტომ შეგიძლიათ სხვადასხვა ტკბილეულს ან ცხელ სასმელს, მაგალითად ჩაის ან ყავას, შეუთავსოთ. კლასიკური ბუტერბროდი კარაქით ყველას მოეწონება.

ღუმელში გამომცხვარი ფუნთუშა საფუარით

ინგრედიენტები:

  • 21 გრ ახალი საფუარი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 550 გრ ფქვილი
  • 400 მლ წყალი

მომზადება:

1. ოთახის ტემპერატურის წყალი მოცულობით თასში ჩაასხით. საფუარი, მარილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

2. გაცრილი ფქვილი ნელ-ნელა დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ორიენტაცია ამაზე გქონდეთ: როცა ჩანგლით მორევა გაგიჭირდებათ, საქმეში ხელები ჩართეთ.

3. ხელით მოზელამდე კარაქი დაუმატეთ. ასე პროცესი სწრაფად წავა. თუ ცომი ძალიან წებოვანია, ფქვილი დაუმატეთ. ცომის მოზელის პროცესი მინიმუმ 7 წუთი გრძელდება.

4. თასის ძირს ფქვილი მოაყარეთ და ცომი მოათავსეთ. ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ კვლავ ჩაზილეთ. ამის შემდეგ თასის ძირს ფქვილი მოაყარეთ და მასში ცომი 40 წუთით გააჩერეთ.

5. მეორეჯერ ამოსული ცომიდან ძეხვის ფორმა გააკეთეთ და 2 თანაბარ ნაწილად გაყავით, თითოეული ნახევარი კიდევ 4 ნაწილად გაყავით. ჯამში, 8 ნაჭერი გამოგივათ, მრგვალ კოკორებად დაამრგვალეთ. თითოეული ნაზად დასერეთ და წყლით დაასველეთ, რომ არ დაიწვას.

6. პატარა თასი აიღეთ, წყლით აავსეთ და ღუმლის ქვედა განყოფილებაში მოათავსეთ. ასე ფუნთუშებისთვის ორთქლის აბანოს პირობას შექმნით.

7. გემრიელი ფუნთუშები 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით აცხვეთ. გაგრილება აცადეთ, თბილი (და არა ცხელი!) ფუნთუშები მიირთვით.

ჰაეროვანი ფუნთუშების გემო მაღაზიაში შეძენილზე უფრო გემრიელი გამოვა. სახლში გამომცხვარი ფუნთუშა კონსერვანტებს და ქიმიას არ შეიცავს. მისგან კი შეუდარებელი ბუტერბროდი გამოდის…ზღაპარი!

ვიდეო რეცეპტების მოყვარულებისთვისაც მოიძებნება რაღაც საყურებლად. წარმატებულ ცხობას გისურვებთ, გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს