როგორ გადავირჩინოთ თავი სხვისი დახმარების გარეშე თუ რაიმე გადაგვცდა.

300

ადამიანებს ყელში სხვადასხვა ობიექტი გაცილებით უფრო ხშირად ეჭედებათ, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. იქნება ეს საკვები, ძვლები, კონსტრუქტორის წვრილი დეტალები თუ მონეტები(ბავშვებში)… დახრჩობა გაუთვალისწინებელი ტრავმით გარდაცვალების მიზეზთა შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა.

როგორ მოვიქცეთ, თუ რაღაც გადაგვცდა, გარშემო კი არავინაა, ვინც დაგვეხმარება? სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, ადამიანთა უმრავლესობა პანიკას ეძლევა და კარგავს გააზრებულად მოქმედების უნარს.

ამ შემთხვევას კარგად იცნობს მეხანძრე და პარამედიკოსი ჯეფ რიჰმანი: “ამ წლების განმავლობაში შევნიშნე, რომ არ არსებობს რეალურად ეფექტური საშუალება ვიღაცის გადასარჩენად, თუ იგი იხრჩობა და ირგვლივ არავინაა მშველელი.”

კრიტიკულ სიტუაციაში ფიქრის დრო არ გვაქვს, მოქმედება ძალიან მარტივი და სწრაფი უნდა იყოს, თუმცა, მაქსიმალურად შედეგიანი. სწორედ ასეთი თვისებები აქვს მეთოდიკას, რომელსაც ჯეფი გვთავაზობს.

ეს ხელმისაწვდომი კომბინაცია შედგება რამდენიმე მოძრაობისგან, რომელიც საშუალებას იძლევა, ეფექტურად გადაურჩეთ დახრჩობას, და რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, რადგან ერთხელად შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს.

გადაურჩით დახრჩობას დამოუკიდებლად

თვითდახმარების ტექნიკის იდეა რიჰმანს სპორტ-დარბაზში ვარჯიშის დროს გაუჩნდა, როცა კრივის ინსტრუქტორმა მას მუცლის კუნთების გასაძლიერებელი ეფექტური საშუალება აჩვენა.

ამასთან, მეხანძრემ ყურადღება სპეციფიკურ გვერდით მოვლენაზე გაამახვილა – ფილტვებიდან ჰაერის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოთავისუფლებაზე. სწორედ ესაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ სიტუაციაში, როცა ადამიანს რაღაც გადასცდა.

მაშ ასე, დახრჩობას რომ გადაურჩეთ საკუთარი ძალებით, შემდეგ მოძრაობები უნდა შეასრულოთ:

1. სცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ.

2. დადექით მუხლებზე და საიმედოდ დაეყრდენით ორივე ხელს იატაკის ზედაპირზე, როგორც აზიდვების დროს.

3. შემდეგ გაშალეთ ხელები და მკვეთრად დაეცით პირდაპირ გულ-მკერდზე.

4. დარტყმა გამოიწვევს ფილტვებიდან ჰაერის გამოთავისუფლებას, ამასთან ერთად კი გარეთ გამოვა უცხო საგანი, რომელიც გადაგცდათ.

მეხანძრემ ეს ინსტრუქცია ვიდეოში ჩაწერა და, კომენტარების მიხედვით თუ შევაფასებთ, მან ნამდვილად იხსნა არაერთი სიცოცხლე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს