სანუკვარი ბოთლი – აღმოჩენა ყველა ცნობისმოყვარე მებაღისთვის

17561

აი, სააგარაკო სეზონი იწყება და ბევრი უკვე მზადებას იწყებს. გეგმის გარდა, თუ სად და რამდენი დარგოთ, ასევე მავნებლების საწინააღმდეგო მეთოდზეც უნდა იფიქროთ. ხშირად საჭირო საშუალებას ძებნა არ სჭირდება, რადგან ის ყოველთვის ხელთ გვაქვს. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გამოიყენოთ ნიშადურის სპირტი აგარაკზე.

ეს საშუალება ბევრი მცენარის სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამასთან, ნიშადურის სპირტი მწერებისთვის სახიფათოა. ის თეთრები ღირს და ყოველთვის ხელმისაწვდომია. სწორედ ამიტომ, წინ მავნებლების დასამარცხებლად! ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ – ნიშადურის სპირტი და ლამაზი და ჯანსაღი მოსავლის მიღების სურვილი.

ნიშადურის სპირტი ხოჭოს საწინააღმდეგოდ

ხოჭო მავნებელი, რომელსაც ნივრის და ხახვის ნერგები უყვარს. მათთან ბრძოლაში ჩვეულებრივი ნიშადურის სპირტი დაგეხმარებათ. 25 მლ საშუალება 1 ვედრო წყალში გახსენით და თითოეული კვალი ყოველ კვირას მორწყეთ. ასეთი პროცედურა არა მხოლოდ მწერებს დააფრთხობს, არამედ მათ სასარგებლო აზოტის ნაერთებით გაამდიდრებს.

ბუგრებთან საბრძოლველად

ბუგრი ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მავნებელია, რომლის შესახებ ყველა მებაღემ იცის. ამ მწერს მცენარის თითქმის სრულად განადგურება შეუძლია. ბუგრის დასამარცხებლად 50 მლ ნიშადურის სპირტი 1 ვედრო წყალში გააზავეთ. ხსნარი მცენარეს კარგად რომ მიეკროს, უბრალო დიასახლისის საპნის ¼ ნატეხი გახეხეთ და ნარევს დაუმატეთ. მიღებული ხსნარით მცენარის ფოთლები პერიოდულად დანამეთ.

ნიშადურის სპირტი სტაფილოს და ხახვის ბუზის საწინააღმდეგოდ

ამ მავნებლებს ხახვის და სტაფილოს მთელი მოსავლის განადგურება მარტივად შეუძლიათ. ბოსტნეულის დაკარგვა თავიდან რომ აიცილოთ, სპეციალური ხსნარით მორწყეთ. ამისთვის 2 მლ ნიშადურის სპირტი 1 ვედრო წყალში გააზავეთ. ასეთი ეფექტური მეთოდი ნებისმიერი ნერგის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ნიშადურის სპირტი ტკაცუნა ხოჭოების ლარვის საწინააღმდეგოდ

დიდი რაოდენობით ტკაცუნა ხოჭოს ლარვს შეგიძლიათ მიწის ახალ ნაკვეთზე შეხვდეთ. ის პომიდვრის მოსავალს აზიანებს. მასთან საბრძოლველად ნიშადურის სპირტი შესანიშნავად გამოგადგებათ. სუსტი ხსნარი მოამზადეთ და დარგვის დროს თითოეულ ორმოში დაასხით.

შავ ბუზებთან საბრძოლველად

შავი ბუზები ხშირად აზიანებენ ოთახის მცენარეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქოთნებს. აქაც ნიშადურის სპირტი დაგეხმარებათ. 25 მლ სპირტი 2 ლ დაყენებულ წყალში გახსენით და მცენარე მორწყეთ. ოთახის მცენარეებისთვის ასეთი ხსნარი შესანიშნავი სასუქი იქნება.

გარდა ამისა, ნიშადურის სპირტი სამზარეულოში ჭიანჭველებთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ. ამისთვის უბრალოდ სპირტის და წყლის ნარევით იატაკი და სხვა ზედაპირები გაწმინდეთ, შემდეგ შენობა კარგად გაანიავეთ. ამის შემდეგ დაუპატიჟებელ სტუმრებს შეგიძლიათ გამოემშვიდობოთ. თუ ამ ხსნარით კანის შიშველ ნაწილებს გაიწმენდთ, კოღოები აღარ შეგაწუხებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს