როგორ განვასხვაოთ ხარისხიანი თაფლი ყალბისგან

0
1262
ფოტო: PxHere

თაფლი მეფუტკრეობის გასაოცარი პროდუქტია, რომელსაც უბრალოდ წარმოუდგენელი რაოდენობის სასარგებლო თვისებები გააჩნია. მას მრავალი დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ იყენებენ. დღეში 1 კოვზი თაფლი საკმარისია, რომ ამ პროდუქტის მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, მაგრამ ერთი მთავარი პირობა არსებობს – თაფლი ნატურალური და კარგი ხარისხის უნდა იყოს.

„პაპარაცი“ კარგი ხარისხის თაფლის შერჩევას გასწავლით და გამოცდილი აფხაზი მეფუტკრეების რჩევებს გაგიზიარებთ. მხოლოდ საუკეთესო აირჩიეთ!

როგორ შევამოწმოთ თაფლის ხარისხი

ყველაზე კარგი მეთოდი – თაფლი მხოლოდ სანდო მეფუტკრესთან შეიძინეთ, რომელსაც იცნობთ და ენდობით. ასეთ მეფუტკრეს ბევრი არ იცნობს, მაგრამ იმედი არ გაიცრუოთ. რამდენიმე ხრიკის ცოდნით არაკეთილმოსურნე გამყიდველის გამოაშკარავებას შეძლებთ.

აი, უკვე ბაზარში ან მეფუტკრის დახლთან ხართ და თაფლს ირჩევთ. ნახეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რა ხრიკებს იყენებენ გამყიდველები, რომ უხარისხო თაფლი შენიღბონ და როგორ გამოააშკარავოთ ისინი.

1. ფასი

თუ ფასი ძალიან დაბალია, დროა დაფიქრდეთ. მეფუტკრე, რომელმაც თაფლის წარმოებაში ამდენი დრო და ენერგია დახარჯა, მას თეთრებად გაყიდის? ვფიქრობ, არა. სავარაუდოდ, პროდუქტი უხარისხოა. სჯობს თაფლის შეძენის დროს ეკონომიაზე არ იფიქროთ.

2. ტარა

გახსოვდეთ, რომ თაფლი პლასტმასის ტარაში დიდხანს არ ინახება, რადგან ის დაშლას იწყებს და ტოქსიკური ხდება. სწორედ ამიტომ, სჯობს თაფლი მინის ქილაში ან უფრო უკეთესი, თიხის ტარაში შეიძინოთ.

3. კონსისტენცია

დაბალფასიან თაფლს გვერდი აუარეთ და იპოვეთ მეფუტკრე, რომელიც ნდობას იწვევს. ახლა დროა, თაფლი დატესტოთ. პირველ რიგში, მის კონსისტენციას ყურადღება მიაქციეთ.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, თაფლი თხევად კონსისტენციას მხოლოდ რამდენიმე თვე ინარჩუნებს, სანამ გასქელდება. თუ თაფლს ზამთარში ყიდულობთ, თხევადმა მასამ უნდა დაგაფიქროთ. თუმცა ზოგიერთი სახეობა შეიძლება თხევადი დარჩეს და ესეც უნდა გაითვალსწინოთ. ასევე თაფლი რამდენიმე ფენად დაყოფილი არ უნდა იყოს.

4. ფერი

თაფლი ძალიან ღია ან მუქი არ უნდა იყოს. თუ ბევრი თეთრი შეფერილობა არსებობს, თაფლში შაქრის სიროფია გაზავებული. მუქი ფერი და კარამელის გემო იმაზე საუბრობს, რომ პროდუქტი შემთბარი და გამდნარია. ზოგჯერ ასე გასული წყლის თაფლს ყიდიან და მას წიწიბურას თაფლად ასაღებენ.

5. გემო

ყიდვის დროს შესაძენი პროდუქტის გემო აუცილებლად შეამოწმეთ. ნამდვილი თაფლი ყელს წვავს და პირში დნება. ყალბი თაფლი კარამელის გემოს ტოვებს და შეიძლება პატარა მარცვლებიც იგრძნოთ.

6. თაფლის თვისება

აფხაზი მეფუტკრეები თაფლის ხარისხის შესამოწმებლად კიდევ ერთ მარტივ მეთოდს გვიზიარეებენ: თაფლის წვეთი ხელზე დაიწვეთეთ და ხელი გადააბრუნეთ. ნამდვილი თაფლი არ ჩამოიღვრება, არამედ ხელზე წვეთის სახით გაჩერდება. თუ კანზე შეიზელთ, წებოვან კვალს არ დატოვებს, არამედ კრემის მსგავსად შეიწოვება. წებოვან კვალს მხოლოდ ის პროდუქტი ტოვებს, რომელშიც შაქარია დამატებული.

თაფლის ზედაპირზე ქაფი არ უნდა გაჩნდეს. ეს ამტკიცებს, რომ თაფლი მოუმწიფებელია. გახსოვდეთ, რომ 1 ლ თაფლი მინიმუმ 1,4 კგ-ს უნდა იწონიდეს. თუ ნაკლებს იწონის, თაფლი მოუმწიფებელია. ასეთი პროდუქტი არც თუ ისე სასარგებლო და გემრიელია.

7. თაფლის სახეობა

ზოგიერთი მეფუტკრე ან გადამყიდველი ფანტაზიას უხმობს და თაფლის ახალ სახეობებს იგონებს. დიდი ასორტიმენტი გამოუცდელ მყიდველს იზიდავს, მაგრამ ასეთმა სიუხვემ უნდა გაგაფრთხილოთ. დაიმახსოვრეთ, რომ თაფლის ასეთი სახეობები არ არსებობს: ასკილის, ყაყაჩოს, სიმინდის, ხანჭკოლას, თხილის. ამ მცენარეებს უბრალოდ ნექტარი არ აქვთ. ასე რომ, გაუგებარია, თუ რა ასკილის თაფლზეა საუბარი.

არ არსებობს ფუტკრის რძის თაფლი. წარმოუდგენლად ხელოვანი მეფუტკრე უნდა იყოთ, რომ ასეთი თაფლი შექმნათ, თითქმის ჯადოსნურია. სავარაუდოდ, ხმამაღალი სახელის მიღმა ძვირადღირებული ფუტლიარი იმალება.

სხვათა შორის, არ არსებობს მაისის და გვირილას თაფლი, უბრალოდ კიდევ ერთი ხრიკია. ასევე ველური თაფლის სახელმა და ყვავილოვანი სახეობის დიდმა არჩევანმა უნდა დაგაფრთხოთ.

თაფლი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ელემენტების საწყობია. ამ რჩევების წყალობით კი ნამდვილი თაფლის ყალბისგან გარჩევას და თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მხოლოდ საუკეთესოს არჩევას შეძლებთ. მხოლოდ გამოცდილ მეფუტკრესთან შეიძინეთ, თაფლის გემო ყოველთვის შეამოწმეთ და მის სუნსა და ფერს ყურადღება მიაქციეთ.

გახსოვდეთ, რომ კეთილსინდისიერი მეფუტკრე ალიაქოთს არ მოაწყობს, არამედ აგიხსნით, თუ როგორ შეარჩიოთ კარგი თაფლი და როგორ შეინახოთ (რადგან მას არ სურს, რომ მისი შრომის ნაყოფი გაფუჭდეს). მხოლოდ საუკეთესო თაფლი შეიძინეთ!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი