სალბი: სასარგებლო თვისებები და რეცეპტები

0
5418
ფოტო: publicdomainpictures

სალბის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები ძველი დროიდანაა ცნობილი. სამკურნალო მიზნებით, ძირითადად, სამკურნალო სალბი (Salvia officinalis) გამოიყენება.

სალბის სასარგებლო თვისებები

სალბის ძირითადი თვისებებია: სადეზინფექციო, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და სისხლდენის შემაჩერებელი.

სალბის ფოთლები შეიცავს 2.5%-მდე ეთერზეთებს, ტანინებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, გუმფისსა და ვიტამინებს. ეთერზეთებში აღმოჩენილია ანტიბიოტიკი სალვინი (არსებობს ამავე სახელწოდების პრეპარატიც – სალბის ფოთლების ექსტრაქტი) და ნივთიერება ცინეოლი. ისინი პრეპარატების ბაქტერიციდულ თვისებას განაპირობებს.

სალბის პრეპარატებს აქვთ დამამშვიდებელი მოქმედებაც, ხსნის კლიმაქტერულ პერიოდში სიმპტმებს. ხმელი ფოთლების ნაყენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას. ხალხურ მედიცინაში სამკურნალო სალბი ღვიძლისა და თირკმლების, წყლულოვანი დაავადებების, ენტეროკოლიტის, ბრონქიტისა და კუჭის გაღიზიანების დროს.

სალბის ნაკრები და რეცეპტები

ივნის-ივლისში, ყვავილობის დროს, როცა სალბის ყვავილედები ახლა იწყებს გამუქებას, აგროვებენ ტოტების ზედა ნაწილებს: ფოთლების, ყვავილებისა და პატარა ღეროების ნარევს.

სალბის ფოთლები ოდნავ დაშვებული, ხოლო ღეროები – ბუსუსებიანია, მათზე შეიძლება გაჩნდეს მტვერი და ჭუჭი. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ნედლეულს წვიმიდან მეორე დღეს მოკრეფთ, ან, თუ ზაფხული მშრალია, კარგად გარეცხავთ მოკრეფილ ნედლეულს.

შემდეგ სალბის ნაწილები დაალაგეთ 10-15-სანტიმეტრიან ფენად მარლაზე და გამოაშრეთ არაუმეტეს +35°С-ზე, სპეციალურ საშრობში ან სხვენში, მშრალ ამინდში შეგიძლიათ ფანჩატურის ქვეშ, ნახევარჩრდილში გამოაშროთ. როგორც წესი, ეს პროცესი არაუმეტეს 1-2 დღეს გრძელდება, რათა მცენარიდან სასარგებლო ნივთიერებები და ეთერზეთები არ აორთქლდეს. თუ ღეროები და ფოთლები მარტივად იფშვნება, ნედლეული მზადაა.

სალბის შენახვის პირობები

შეინახეთ შუშის ქილაში ან პლასტმასის ჰერმეტულ კონტეინერში – ქაღალდის პაკეტებში ხმელი ფოთლები სწრაფად კარგავს არომატს. მოათავსეთ ჭურჭელი ჩვეულებრივ სამზარეულოს კარადაში, სამზარეულოს ქურისგან მოშორებით.

სალბის სასარგებლო სასმელები

სალბის ნაყენი

2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი. დააყენეთ 15 წუთით სითბოში და გადაწურეთ. ანგინისა და სტომატიტის დროს გამოივლეთ ყელი და პირი დღეში რამდენჯერმე. შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ჩაი.

სალბის ნახარში აბაზანის დეზინფექციისთვის

თუ საუნაში ასეთ ინჰალაციას მოაწყობთ, შეძლებთ სასუნთქი ორგანოების დეზინფიცირებას. ამაში დაგეხმარებათ სამკურნალო ბალახების ნახარში, რომელიც გავარვარებულ ქვებს უნდა დაასხათ.

ნაკრების მოსამზადებლად აიღეთ 2 წილი სალბი, 2 წილი ანისულის თესლი, 2 წილი ფიჭვის კვირტები, 2 წილი მუხუდოს თესლი, 2 წილი ვირისტერფას ხმელი ფოთლები, 2 წილი თავშავა, 1 წილი მურყანი, 1 წილი ნეგოს ხმელი ყვავილები.

კომპონენტებს მოურიეთ და მოათავსეთ შუშის ჰერმეტულ ქილაში. ერთჯერადი გამოყენებისთვის ჩაყარეთ პატარა ქვაბში 2 ს.კ. ნაკრები, დაასხით 1.5 ჭიქა მდუღარე წყალი და გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე 15 წუთით. დააყენეთ 20 წუთით და გადაწურეთ, დაწურეთ დარჩენილი მასაც საცერზე და დაუმატეთ 1 ლ ცხელი წყალი.

სალბის ღვინო

ბალახეულის ღვინო აძლიერებს ნერვულ სისტემასა და სისხლძარღვებს.

ერთლიტრიან ქილაში ჩაასხით 0.75 ლ ნახევრადმშრალი ან ნახევრადტკბილი წითელი ღვინო. დაუმატეთ 3 ს.კ. სალბის ხმელი ნედლეული, 1 ჩ.კ. ბეგქონდრის ხმელი ფოთლები და 1/2 ჩ.კ. დაქუცმაცებული ჯანჯაფილის ფესვი (ჯანჯაფილი შეგიძლიათ დახეხოთ, ოღონდ გაფცქვნილი).

დაახურეთ თავსახური და დადგით ბნელ გრილ ადგილას 20 დღით. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და მიირთვით 50 მლ ძილის წინ. ნუ გადააჭარბებთ, რადგან სალბის ღვინო არამხოლოდ სასარგებლო არამედ გემრიელიცაა, უბრალოდ ალკოჰოლის შემცველობის შესახებ არ უნდა დაგავიწყდეთ.

სალბის ზეთი

აიღეთ 1 ს.კ. სალბი და 0.2 ლ ზეითუნის, ნუშის ან სხვა მცენარეული ზეთი. დაასხით ნედლეულს გაუმჭვირვალე ქილაში, დააყენეთ 7 დღე, იშვიათად შეანჯღრიეთ და ბოლოს გადაწურეთ.

ჩაიწვეთეთ ცხვირში სურდოს დროს. გამოიყენეთ მკერდის არეში შესაზელად, გაციების დროს. სასუნთქი გზების ანთების დროს, სალბის ზეთით ამზადებენ საინჰალაციო ხსნარს: სამკურნალო ორთქლი გვეხმარება ცხვირის შეგუბების, შეშუპებისა და ყელის ტკივილის დროს. ინჰალატორში ასხამენ +80 °С-მდე გაგრილებულ წყალს და უმატებენ რამდენიმე წვეთ ზეთს.

სალბი, როგორც სუნელი

სამკურნალო სალბის ფოთლებს სასიამოვნო ცხარე გემო და უჩვეულო სუნი აქვს. ბევრ ქვეყანაში, მას სანელებლების ნარევს უმატებენ. კულინარიაში, სალბის ფოთლებს იყენებენ ქაშაყის დასამარილებლად, ჩაის, თამბაქოს, ძეხვის, გულ-ღვიძლის, ყველის, სასმელების არომატის გასაძლიერებლად, ხორცის სანელებლად. მოიხმარენ არამხოლოდ ხმელ ფოთლებს, არამედ გაუშლელ კვირტებსაც.

უკუჩვენებები: ფეხმძიმობა, ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია, ნეფრიტი, პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, ჰიპოტონია, ამენორეა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი