ვარდისფერი როდიოლა: სასარგებლო თვისებები და სამკურნალო რეცეპტები

1013

ვარდისფერ როდიოლას, რომელსაც ხალხში ოქროს ფესვს უწოდებენ, უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. ხოლო თუ ფესურას თხლად გაფცქვნით, შეხვდებით ბოჭკოს, რომელიც ფერით ოქროს ჰგავს.

ნედლეულის მომზადება

როდიოლა აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში ითხრება, დარგვიდან 3 წლის შემდეგ. ნუ დაელოდებით 5-7 წელზე მეტხანს, რადგან ზრდასრულ მცენარეებს ფესურას ქსოვილები ეღუპება. ამოთხრილი ფესურა და ფესვები დაფერთხეთ მიწისგან. ზედა ნაწილი, კვირტებიანად, გამოიყენება ვეგეტატიური გამრავლებისთვის. მიწისქვეშა ნაწილი კარგად უნდა გარეცხოთ, გაწმინდოთ, გააცალოთ დამპალი და დამჭკნარი ღეროების ნარჩენები, დაჭერით, გამოაშრეთ სუფთა ჰაერზე, ნახევარჩრდილში და გაახმეთ 50-60 გრადუსზე.

როდიოლას გამოყენება მედიცინაში

ფესვებსა და ფესურაში 140-მდე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და ორგანული მჟავების შემცველობის წყალობით, ხალხურ და ოფიციალურ მედიცინაში ვარდისფერი როდიოლას ფესურების ნახარში და ნაყენი მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ისინი განსაკუთრებით პოპულარულია დაღლილობის მოსახსნელად და შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ძალების დაქვეითების, გადაღლილობის, იმპოტენციის დროს, როგორც საერთოგამაძლიერებელი და გამამხნევებელი საშუალება.

ვარდისფერი როდიოლა დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლებისა და რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციაზე, აჩქარებს ჭრილობების, ტრავების, ძვლის მოტეხილობების შეხორცებას. ნაყენისა და ექსტრაქტის გამოყენება ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას არასახრბიელო ზემოქმედებისადმი: ინფექციები, რენტგენის და იონიზებადი დასხივება, ტოქსიკური ქიმიური საშუალებები… როდიოლა ძალიან ეფექტურია სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი სისუსტის დასაძლებად. მიღების დროს ქვეითდება გონებრივი გადაღლილობა, ქრება სისუსტე და დღის ძილიანობა (ღამის ძილის დარღვევის გარეშე), დილაობით დაღლილობის შეგრძნება, უმჯობესდება გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობა, მცირდება თავის ტკივილები.

მცენარის ახალგაზრდა ფოთლები და რტოები საკვებად ვარგისი და სასარგებლოა, მათგან ჩვეულებრივი სალათების მომზადებაც შეიძლება.

როდიოლას პრეპარატების უკუჩვენებაა მკვეთრად გამოხატული აგზნება, ჰიპერტონიკული კრიზი, ციებ-ცხელების მდგომარეობა.

როდიოლას ნაყენი

მცენარის ნაყენი მატონიზებელი საშუალებაა მძიმე ფიზიკური ან გონებრივი სამუშაობს შესრულების, იმპოტენციის, საერთო სისუსტისა და ნერვოზის დროს.

50 გ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 0.5 ლ არაყი, დააყენეთ ბნელ ადგილას 2 კვირით, პერიოდულად ურიეთ და გადაწურეთ.

მიიღეთ 20-25 წვეთი 1 შაქარყინულზე, გაწუწნეთ ან გახსენით 30 მლ წყალში, დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

როდიოლას ნახარში

მატონიზებელი საშუალებაა მძიმე ფიზიკური და გონებრივი სამუშაოს შესრულების დროს.

1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ლ წყალი, აადუღეთ ნელ ცეცხლზე და ხარშეთ 7-10 წუთით, დააყენეთ 40 წუთით და გადაწურეთ. მიირთვით თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, თაფლთან ან შაქართან ერთად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს