რატომ უნდა წაისვათ აბუსალათინის ზეთი წამწამებზე

0
2348

აბუსალათინის ზეთი ქალებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. სასარგებლო თვისებების წყალობით ზეთი კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება და ბევრ პრობლემას აგვარებს. კანის გაახალგაზრდავება, სახის დაჭიმვა, აკნესთან ბრძოლა – ამ ყველაფერს ჩვეულებრივი აბუსალათინი გაუმკლავდება.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გავიზარდოთ ლამაზი წამწამები ამ ჯადოსნური ზეთით.

აბუსალათინის ზეთი წამწამებისთვის

ყველა ქალი ლამაზ და სქელ წამწამებზე ოცნებობს. სწორედ წამწამები ხდის თვალს უფრო გამოხატულს, ხედვას კი უფრო მიმზიდველს. სამწუხაროდ, ყველა გოგოს ბუნებრივად ლამაზი წამწამების ქონით არ გაუმართლა. ამის გამო, ხშირად წამწამების დაგრძელების მეთოდს იყენებენ, რაც გამოსავალი არაა, რადგან წამწამების დაზიანების რისკი ყოველთვის არსებობს.

სჯობს ნატურალური საშუალებები გამოიყენოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საშუალება ხელმისაწვდომი და გამოსაყენებლად მარტივია: აბუსალათინის ზეთზე დაფუძნებული გელი. ქვემოთ რეცეპტს გთავაზობთ, მანამდე კი გაგიმარტავთ, რატომ არის სასარგებლო აბუსალათინის ზეთი წამწამებისთვის.

ზეთი ცხიმოვანი მჟავებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ნახშირწყლოვანი კავშირით უკავშირდებიან. ასეთი ნაერთების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო აბუსალათინის ზეთი დიდ სიბლანტეს ფლობს. აბუსალათინის ზეთი ბევრ რიცინოლის, ლინოლეურის, პალმის და ოლეინის მჟავას შეიცავს.

ზეთი წამწამის ბოლქვსა და ღერში პრაქტიკულად სრულად შეიწოვება და მათ მკვებავი ნივთიერებებით მდიდრდება. სიბლანტის წყალობით ზეთი წვრილ ფანტელებს კრავს და თმას აღადგენს. ამასთან წამწამის ზრდას სტიმულირებს. ეფექტს უკვე 1 თვეში დაინახავთ.

აბუსალათინის ზეთის გამოყენების კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსი: ის ქუთუთოს კანზე მოქმედებს, ეს ნაწილი გლუვი და ელასტიკური ხდება. ბევრი ქალი აბუსალათინის ზეთს სახეზე იყენებს, რაც ძალიან ეფექტურია, რადგან კანი არ შრება, გლუვი ხდება და ნაოჭები ქრება.

დრო მოვიდა, მდიდრული წამწამებისთვის ნატურალური გელის მომზადება ისწავლოთ. აბუსალათინის ზეთის გარდა კიდევ 2 კომპონენტი დაგჭირდებათ, რომლებიც ეფექტს მხოლოდ გააძლიერებენ.

ინგრედიენტები:

  • 1 ალოეს ფოთოლი
  • 5 წვეთი აბუსალათინის ზეთი
  • 1 კაფსულა E ვიტამინი

გელის მომზადება მარტივია: ალოეს ფოთოლი აიღეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დაჭყლიტეთ. ახლა ზეთი და E ვიტამინი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და მინის ქილაში გადაიტანეთ. ძველი ტუშის ფუნჯით გელის წასმა მოსახერხებელია. საღამოს წაისვით, რომ გელი წამწამებზე მთელი ღამე გაიჩეროთ. დილით წყლით ჩამოიბანეთ. ნატურალური გელი მაცივარში შეინახეთ.

სწრაფ ეფექტს არ ელოდოთ, რადგან თმას აღსადგენად დრო სჭირდება. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ეფექტს უკვე ერთ თვეში დაინახავთ. თავიდან წამწამები ჯანსაღ იერს დაიბრუნებს, დროთა განმავლობაში კი გასქელდება.

ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ: ამისთვის უმი კარტოფილი, გაყინული წითელი მოცვი და აბუსალათინის ზეთი დაგჭირდებათ. კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ, 1 ჩ/კ ცივი ზეთი და 1 ს/კ წითელი მოცვის წვენი აურიეთ. მიღებული ნარევი სახის კანზე 30 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი წვრილ ნაოჭებს ეფექტურად აქრობს, კანს კვებავს და ტონუსს მატებს.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და წამწამების დაგრძელება უფრო მარტივია. ჩვენ კი გეტყვით, რომ ზოგჯერ წამწამების დაგრძელება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა. სწორი მოვლა, ცოტა მოთმინება და მდიდრულ წამწამებს ზედმეტი ხარჯის და პროცედურების გარეშე მიიღებთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი