ევროპაში მარწყვის ნაყოფს სამკურნალო მიზნებით მრავალი საუკუნის მანძილზე იყენებდნენ მადის აღსაძვრელად, ყაბზობის დროს და თირკმლებში კენჭების დასაშლელად. კენკრის ნედლი წვენით მკურნალობდნენ ეკზემას, აკნეს, ფოთლების ნახარში ხსნიდა ხუთვის შეგრძნებას და აჩერებდა სისხლდენას. ახლა მარწყვი, გარდა ამ ყველაფრისა, მრავალი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის. ეს მის ქიმიურ შემცველობაში ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების სიმრავლით აიხსნება.
სახის ნიღბები მარწყვით
ნებისმიერი ტიპის კანისთვის:
ესაა მარწყვის ყველაზე მარტივი ნიღაბი. აიღეთ რამდენიმე ცალი კენკრა და აქციეთ მკვრივი კონსისტენციის ფაფად. მოათავსეთ მასა ხელსახოცზე, მარლის რამდენიმე ფენაზე ან უბრალოდ ბამბის ქსოვილზე. სახის სუფთა კანზე წაისვით კენკრის წვენი. 15-20 წუთით დაიდეთ მასით გაჟღენთილი ქსოვილი სახეზე. მისი მოხსნის შემდეგ, სახეზე ხელები მსუბუქად დაირტყით, თითქოს წვენის კანში შეჭედებას ცდილობთ. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით ან გრილ რძეში ჩალბობილი ბამბის ტამპონით. მოარიდეთ წვენი თვალს – ეს საშიში არა, თუმცა უსიამოვნო ნამდვილადაა.
მარწყვისა და ჟოლოს ნიღაბი: შეურიეთ 1 ჩ.კ. მარწყვის წვენი, 1 ჩ.კ. ჟოლოს წვენი და 4 ს.კ. რძე. მარლით ან კოსმეტიკური ხელსახოცებით გააკეთეთ ნიღბის ბაზა – ამოჭერით ხვრელები თვალების, ცხვირისა და ტუჩებისთვის. კარგად ჩაალბეთ სითხეში, დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ გაშრობამდე. ფრთხილად მოიხსენით, სახე ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
მშრალი და ნორმალური კანისთვის:
მარწყვისა და ხაჭოს ნიღაბი: რამდენიმე მარწყვი დაჭყლიტეთ, შეურიეთ 1 ს.კ. ხაჭო და 1 ჩ.კ. ზეითუნი ზეთი. გადაანაწილეთ მარლაზე ან ხელსახოცზე და დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. ნარჩენები ჩამოიბანეთ წყლით.
კვერცხის გულისა და მარწყვის ნიღაბი: აიღეთ 1 ს.კ. დაჭყლეტილი მარწყვი, შეურიეთ ნახევარ კვერცხის გულს და დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი ან სახამებელი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით ნიღაბი სახეზე 20 წუთით, ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.
მშრალი კანისთვის:
მარწყვისა და თაფლის ნიღაბი: ეს ნიღაბი განსაკუთრებით რეკომენდებულია მშრალი კანისთვის, რომელიც ხშირად იქერცლება. დაჭყლიტეთ კენკრა და შეურიეთ 1 ჩ.კ. ცხიმიანი არაჟანი, შემდეგ დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. კარგად მოურიეთ და დაიტანეთ სახეზე 20 წუთით, შემდეგ ჩამოიწმინდეთ თბილ წყალში ჩალბობილი ბამბის დისკით ან ტამპონით. ეცადეთ, ეს მაქსიმალურად დელიკატურად გააკეთოთ, კანი რომ არ დაიკაწროთ.
მშრალი, გაუწყლოებული, პიგმენტირებული ან ჭორფლიანი კანისთვის:
დაჭყლიტეთ რამდენიმე კენკრა, მოათავსეთ ხელსახოცზე. სახეზე წაისვით გაჯერებული დამატენიანებელი კრემი, რის შემდეგად დაიტანეთ ნიღაბი 10-15 წუთით. ხილული შედეგისთვის რეკომენდებულია პროცედურის გამეორება კვირაში 2-3-ჯერ. შედეგი მხოლოდ 10-15 პროცედურის შემდეგ იქნება თვალსაჩინო: პიგმენტური ლაქები გაღიავდება, კანის ფერი და ტონუსი გაუმჯობესდება.
თხელი, მგრძნობიარე, გაღიზიანებული კანისთვის:
დაწურეთ 2 ჩ.კ. მარწყვის წვენი და შეურიეთ 1 ჩ.კ. ხაჭოსა და ამდენივე თხევად თაფლს. სქლად წაისვით სახეზე, 10-15 წუთში ჩამოიბანეთ ცივი წყლით და ძალიან ფრთხილად დაისველეთ პირსახოცით.
ცხიმიანი კანისთვის:
მარწყვისა და რძის ნიღაბი: 1/4 ჭიქა (50 მლ) მარწყვის წვენს შეურიეთ ამდენივე რძე. ჩაალბეთ სითხეში ხელსახოცი ან მარლა, დაიდეთ სახეზე და ზემოდან ხაოიანი პირსახოცი დააფარეთ. 15-20 წუთში ჩამოიბანეთ ნიღბის ნარჩენები გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
მარწყვისა და კვერცხის ცილის ნიღაბი: 2 ჩ.კ. მარწყვის ფაფას დაუმატეთ ათქვეფილი ცილი. წაისვით სახეზე მარწყვის წვენი და შემდეგ დაიტანეთ ნიღაბი. 15-20 წუთში ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები მარწყვით
მარწყვის წყალი ნებისმიერი ტიპის კანისთვის
დაჭყლიტეთ 250 გ კენკრა თანაბარ ფაფად, დაწურეთ ქსოვილით ან მარლით. დაუმატეთ წვენს 1 მწიკვი სასმელი სოდა და რამდენიმე წვეთი სპირტი, კარგად მოურიეთ. დაუმატეთ 1/4 ჭიქა რძეც. მასა წაისვით სახეზე დილაობით, გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
ჭორფლის საწინააღმდეგო საშუალება მარწყვით
კენკრის არომატული წვენი კარგი საშუალებაა პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლების მოსაშორებლად. შდეგის მისაღწევად, დაიტანეთ ნიღაბი ყოველდღე, 3 კვირის განმავლობაში.
კოსმეტიკური ყინული მარწყვით
ზაფხულში, განსაკუთრებით ცხელ ამინდში, შეგიძლიათ მარწყვის ნატურალური წვენით მოამზადოთ კოსმეტიკური ყინული, რომელიც შესანიშნავად კვებავს და ატენიანებს სახის კანს. ამისთვის, კარგად დაჭყლიტეთ მარწყვის კენკრა, დაწურეთ წვენი, ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ.
მკვებავი საშინაო კრემი სახისა და ხელების ნორმალური და მშრალი კანისთვის
1/2 ს.კ. შვრიის ფქვილს შეურიეთ 1 ჩ.კ. დამდნარი ლანოლინი. დაუმატეთ 2 ს.კ. მარწყვის წვენი. მორევისას უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მსგავსი მასა. წაისვით სახესა და ხელებზე, 20 წუთში ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
თმის სავლები მარწყვით
2 ს.. მარწყვი, 3 ს.კ. შავი მოცხარი და 1 ს.კ. თაფლი კარგად შეურიეთ, წაისვით თმის ძირებზე, შეიხვიეთ ცელოფნით, ზემოდან კი შემოიხვიეთ ხაოიანი პირსაოხიც. 15 წუთში თმა კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით.