რატომ უნდა მორწყათ მოცხარის ბუჩქები მდუღარე წყლით

0
1195

გაზაფხულის დადგომისთანავე თავგამოდებულ მეაგარაკეებს აგარაკზე წასვლის და სამეფოს მოწესრიგების გარდაუვალი სურვილი უჩნდებათ.

დღეს მათ, ვისთვისაც ასეთი გრძნობა ცნობილია, მცენარეების გაზაფხულზე დამუშავების ოქროს წესებს ვუზიარებთ.

„პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ მოუაროთ მოცხარს ისე, რომ დროთა განმავლობაში უხვი მოსავალი აიღოთ.

მოცხარის მოვლა

  1. პირველ რიგში, გაზაფხულის დადგომისთანავე გასული წლის მულჩი შეაგროვეთ და დაწვით.ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მავნებლები გაანადგუროთ, რომლებიც ზამთარში შეიძლება მულჩში გაჩენილიყო და გავრცელებულიყო.
  2. ყველაზე გავრცელებული მავნებელი, რომელიც მოცხარს აზიანებს, არის კვირტის ტკიპა. ტოტები სხვადასხვა მხარეს გამოშვერილი რომ არ იყოს და პარაზიტებისთვის მიმზიდველი მეჩხერი სივრცე არ შექმნან, გაზაფხულის დაწყებისთანავე ბუჩქების სანიტარული გადაჭრა დაუყონებლივ ჩაატარეთ.ძველი ტოტების გარდა მცენარის კვირტები ყურადღებით დაათვალიერეთ და ყველაზე გაბერილი და არაბუნებრივად მრგვალი კვირტები მოაშორეთ. გამოცდილი მებაღეები ამის გაკეთებას გირჩევენ მაშინ, როცა კვირტები გაბერვას იწყებს, რომ მავნებლებმა გარეთ გამოსვლა და მცენარის დაღუპვა ვერ მოასწრონ.
  3. ამის შემდეგ მოცხარის ირგვლივ ნიადაგი გააფხვიერეთ და კომპოსტით ან ტორფით დაფარეთ.
  4. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია მოცხარის გამოკვება. პირველად აპრილის მეორე ნახევარში გამოკვებეთ, მეორედ უკვე მაისში, როცა ბუჩქები აყვავილდება.მოცხარი შეგიძლიათ გაზავებული ნაკელით (1:4 პროპორცია) ან სტანდარტული სასუქით (30 გრ ამონიუმის ნიტრატი ერთ მცენარეზე) გამოკვებოთ.
  5. კვირტების გაშლამდე ბუჩქები მავნებლების საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკის მიზნით ბორდოს სითხით უნდა დაამუშაოთ.შეგიძლიათ ძველებური მეთოდით დაამუშაოთ და უბრალოდ მოცხარის ბუჩქები მდუღარე წყლით მორწყათ. ეს მეთოდი მაშინ გამოიყენეთ, როცა ბუჩქს ჯერ კიდევ ძინავს.წყლის ტემპერატურა 80 გრადუსზე დაბალი უნდა იყოს. მცენარის ყველა ნაწილი უნდა მორწყათ, რადგან ასე დაავადებების გამომწვევ პათოგენებს ერთი ხელის მოსმით მოიშორებთ და ნიადაგს დეზინფექციას გაუკეთებთ.

აი, ასე მცირე ძალისხმევით მოცხარის ბუჩქებს დაიცავთ და კენკრის კარგ მოსავალს უზრუნველყოფთ.

ბოლოს, გისურვებთ კარგ ამინდს, რომელიც მოცხარის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, და მზიან განწყობას შთამაგონებელი მუშაობისთვის.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი