მწნილის წვენის დალევა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

552

გიყვართ კიტრის მწნილის ხრაშუნი, მაგრამ თვლით, რომ მარინადის მირთმევა არ შეიძლება? ამაოდ: მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კიტრის მარინადი შესანიშნავი საშუალებაა მრავალი დაავადების წინააღმდეგ. სხვათა შორის, ნაბახუსევი არ ითვლება.

აღმოჩნდა, რომ კიტრის მარინადი არამხოლოდ სუნელებიანი სითხე, არამედ სასარგებლო ნივთიერებებით სავსე წამალია და აი, რატომ:

გიხსნით დეჰიდრატაციისგან

როცა ვოფლიანდებით, მაგალითად, სპორტ-დარბაზში, ჩვენი სხეული ინტენსიურად კარგავს სითხეს. სითხის მარაგი უნდა შეივსოს და, რა თქმა უნდა, ამას, უმეტესწილად, წყლით ვაკეთებთ. პროფესიონალი სპორტსმენები ელექტროლიტების შესავსებად სპეციალურ სპორტულ სასმელებს სვამენ. კიტრის მარინადიც იმავე ელექტროლიტებს, კალიუმსა და ნატრიუმს შეიცავს, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი ოფლიანობისას კარგავს და რომელიც აუცილებელია წყალ-მარილის ბალანსის შესავსებად. მარილების მარაგის შევსება შეგიძლიათ ეკონომიურად – რამდენიმე ყლუპი მარინადის მირთმევით.

ხსნის კუნთოვან სპაზმებს

ნამდვილი ტკივილგამაყუჩებლის როლში, მარინადი, რა თქმა უნდა, ვერ მოგევლინებათ. თუმცა, სპორტული მედიცინის ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევებით დამტკიცებულია, რომ კიტრის მარინადი შესანიშნავად უმკლავდება ინტენსიური ვარჯიშით გამოწვეულ კუნთოვან ტკივილებს. მნიშვნელოვანია, რომ მარინადი შეიცავდეს ძმარს: სწორედ ძმარი და ნატრიუმია საკვანძო კომპონენტები, რომლებიც გადატვირთულ კუნთებს ეხმარება. კვლევა ტარდებოდა იმ მამაკაცებს შორის, რომლებიც ვარჯიშის შემდეგ წყლის ნაკლებობას განიცდიან: ის მამაკაცები, რომლებიც 1/3 ჭიქა მარინადს მიირთმევდნენ დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, გაცილებით სწრაფად დგებოდნენ სასურველ ფორმაში, ვიდრე ისინი, ვინც უბრალო წყალს სვამდნენ.

აძლიერებს იმუნიტეტს

მრავალი კვლევის შედეგების თანახმად, ორგანიზმის იმუნური დაცვის საიმედოობა პირდაპირაა დაკავშირებული ისეთი ანტიოქსიდანტების არსებობასთან, როგორებიცაა C და E ვიტამინები. ისინი გვეხმარება იმ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც იწვევს ვირუსები, ბაქტერიები და პარაზიტები. საბედნიეროდ, მარინადი ამ ვიტამინების საკმარის რაოდენობას შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს იმუნიტეტს წაადგება.

გვეხმარება გახდომაში

ძმრის დიეტები ახალი აღმოჩენა არაა. თუმცა, ამერიკელი ბიოქიმიკოსების მიერ ჩატარებული კვლევით დამტკიცდა, რომ მარინადის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი ინგრედიენტი წონის ჯანსაღ კლებაში გვიწყობს ხელს. ჭარბ წონასთან გამკლავების მსურველი მონაწილეები ექსპერიმენტატორებმა ორ გუფად დაჰყეს: ერთი ჯგუფი 12 კვირის მანძილზე ყოველდღე მიირთმევდა ცოტაოდენ ძმრიან ხსნარს, მეორე კი მის გარეშე ცდილობდა გახდომას. ისინი, ვინც ძმრიან დიეტაზე იჯდა, უფრო სწრაფად და შესამჩნევად ხდებოდა. ხოლო მარინადი იგივე ძმარია, უბრალოდ უფრო გემრიელად შეფუთული, თანაც, საჭირო კონცენტრაციით. ასე, რომ მიირთვით კიტრის მარინადი და გახდით ჯანსაღად.

არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს

დიაბეტიკების სისხლში გლუკოზის დონის მერყეობას შეუძლია სერიოზული შედეგების გამოწვევა: დიაბეტური კომა, სიბრმავე, გულის კუნთისა და თირკმლის ქსოვილების დაზიანება. კვლევა, რომელიც ჟურნალ Diabetes Research-ში გამოქვეყნდა, ამბობს, რომ ჭამის წინ მიღებული ცოტაოდენი ძმარი გვეხმარება სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში, განსაკუთრებით, მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში. სურვილისამებრ, ჩაანაცვლეთ სუფთა გაზავებული ძმარი კიტრის მარინადით: ეფექტი ანალოგიური იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს