კურკუმას სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

0
3811
ფოტო: Steve Buissinne on Pixabay

ჯანჯაფილის სარგებლობისა და იმის შესახებ, თუ როგორ გვეხმარება იგი გაციების დროს, ბევრმა იცის. თუმცა, კურკუმა დაუმსახურებლად რჩება თავისი ცნობილი ნათესავის ჩრდილში, მიუხედავად იმისა, რომ მას სამკურნალო თვისებებით არ ჩამორჩება. გადავწყვიტეთ, ეს უსამართლობა გამოვასწოროთ.

კურკუმას სასარგებლო თვისებები

ფოტო: Marina Pershina on publicdomainpictures

სანელებლის ბაქტერიციდული თვისება ჯერ კიდევ ძველი დროიდანაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უფრო სრულყოფილ სამედიცინო პრეპარატებზე მიგვიწვდება ხელი, ხოლო სანელებლები, პირველ რიგში, კულინარიული მიზნებით გამოიყენება, მათი სამკურნალო თვისებები დღემდე აქტუალურია.

კურკუმას სხვაგვარად “ბუნებრივ ანტისეპტიკს” უწოდებენ და ამ წოდებას ჯანჯაფილის ნათესავი სავსებით სამართლიანად ატარებს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს: С, K, B ჯგუფის ვიტამინებს, ფოსფორს, რკინას, იოდსა და კალციუმს, აგრეთვე, სალიცილის მჟავას, რომლის წყალობით მცენარეს ტკივილგამაყუჩებელი თვისებები ენიჭება. კურკუმა, ხშირად, რეკომენდებულია დიაბეტიკების რაციონში – ითვლება, რომ მისი გამოყენება არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აგრეთვე, ხელს უშლის დაავადების ფონზე შესაძლო გართულებების განვითარებას.

კურკუმა, გარდა ზემოხსენებულებისა, შეიცავს კურკუმინსაც – ნატურალურ იმუნომოდულატორს; იგი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ გავლენას. ამავდროულად, კურკუმინი ბუნებრივი საღებავიცაა, რომელიც ღია ყვითელ-ნარინჯისფერ შეფერილობას იძლევა. მისი გამოყენება შეგიძლიათ, მაგალითად, სააღდგომო კვერცხების შესაღებავად.

ბევრ ჩვენგანს უყვარს ხორცი, თევზი, ფრინველი, თუმცა, ამ პროდუქტების შეწვის პროცესში ჩნდება კანცეროგენები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კურკუმა, სხვა სანელებლებთან (ბეგქონდართან, ქინძთან, ჯანჯაფილთან) ერთად, საშუალებას გვაძლევს სახის ფერის გაუმჯობესებაში, აგრეთვე, დაგვეხმარება კანის გაღიზიანების დროს.

პირველადი დახმარება გაციების დროს

ფოტო: wikimedia

ინდოეთში კურკუმა დღემდე ყველაზე პოპულარული ხალხური საშუალებაა გაციების წინააღმდეგ. 1 ჭიქა რძეში გახსნილი კურკუმას ფხვნილი და 1 კოვზი ერბო ხველას კურნავს. აგრეთვე, ინდოელები გახურებული კურკუმას ფხვნილის ორთქლს ისუნთქავენ ხველის დროს.

ჩვენს ქვეყანაში კურკუმამ განსაკუთრებული პოპულარობა ვერ დაიმსახურა, თუმცა, ხანდახან აქაც გამოიყენება ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ. მაგალითად, თუ ცოტაოდენ სანელებელს ქათმის ცხელ ბულიონს დაუმატებთ, ლორწოვანი გარსების ანთებას ჩააცხრობთ.

დამცავი საშუალება გაციების წინააღმდეგ

აიღეთ 2-2 გ კურკუმა, ჯანჯაფილის ფხვნილი, ჩილის წითელი წიწაკა და მოხარშეთ 1 ჭიქა რძეში 1-2 წუთით. მიიღეთ ყოველდღე, დღეში სამჯერ, თაფლთან და კარაქთან ერთად.

კურკუმას ლატე

პატარა ჩაიდანში ან ქვაბში შეურიეთ 1/2 ჩ.კ. კურკუმა ამდენივე თაფლს, მწიკვ კაიენურ წიწაკასა და ჯანჯაფილის ცოტაოდენ დახეხილ ფესვს. დაასხით თბილი რძე და გააჩერეთ რამდენიმე წუთით, რის შემდეგაც უნდა გადაწუროთ. სურვილისამებრ, დაუმატეთ კარაქი ან ნაღები, რათა გემო უფრო ნაზი გამოვიდეს.

კურკუმას ჩაი

შეურიეთ 1 ჩ.კ. მწვანე ან შავი ჩაი 1/3 ჩ.კ. კურკუმას. დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი. სურვილისამებრ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი