დარიჩინის სასიამოვნო სუნი, ახალგამომცხვარის ტკბილი არომატი, რომელიც მთელ სახლში ვრცელდება…რას გახსენებთ? რა თქმა უნდა, სახლში გამომცხვარ ფუნთუშებს! ეს ბავშვების და უფროსების ერთ-ერთი საყვარელი სასუსნავია, ამიტომ მისი გამოცხობა თითოეულმა დიასახლისმა უნდა იცოდეს.
დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ ტკბილი ფუნთუშების საუკეთესო რეცეპტებს, რომელთა მომზადებაც დიდ დროს არ წაგართმევთ.
ფუნთუშა იოგურტით
ინგრედიენტები:
- 350 გრ ფქვილი
- 300 გრ იოგურტი
- 1 ს/კ მცენარეული ზეთი
- 2 ჩ/კ შაქარი
- 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1,5 ჩ/კ მარილი
მომზადება:
- თასში იოგურტი და ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და შაქარი აურიეთ. ნაწილ-ნაწილ იოგურტის და ზეთის ნარევი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
- მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და მასზე კარგად მოზელილი ცომი მოათავსეთ.
- ცომი 8-10 თანაბარ ნაწილად დაყავით, ფუნთუშის ფორმები გააკეთეთ. თუ გსურთ, რომ ფუნთუშები ტკბილი იყოს, შაქარი მოაყარეთ, ასევე ჩირი ან ვანილი გემოვნებით დაუმატეთ. თუ უტკბილო ფუნთუშის მომზადებას აპირებთ, შეგიძლიათ თესლი ან ბალახი დაუმატოთ.
- ბოლო ეტაპი – ცხობა. ფუნთუშები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ და 210-220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ.
- ფუნთუშები შეწითლებული და ჰაეროვანი უნდა იყოს. მთელი ოჯახი გახარებული იქნება!
რძიანი ფუნთუშები
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა ფქვილი
- 2/3 ჭიქა რძე
- 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
- 3 ჩ/კ გამაფხვირებელი
- 0,5 ჩ/კ მარილი
მომზადება:
- ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი აურიეთ. ტკბილი ფუნთუშისთვის შაქარი შეგიძლიათ დაამატოთ, უტკბილოსთვის – ბალახი და სანელებლები.
- ნარევს რძე და ზეთი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ცომი მოზილეთ.
- ცომს 3-4 სმ სიმაღლის კვერების ფორმა მიეცით. ფორმით ან ჭიქით ცომიდან ფუნთუშების ფორმები გააკეთეთ.
- ღუმელი 220 გრადუსამდე წინასწარ გაახურეთ და ფუნთუშები დაახლოებით 20 წუთით აცხვეთ, რომ შეწითლდეს.
- მზა ფუნთუშებს შეგიძლიათ შაქარი, დარიჩინი, ყაყაჩოს ან სეზამის თესლი მოაყარაოთ. ასეთი ფუნთუშებით ყველა კმაყოფილი იქნება!
ფუნთუშებით კეფირით და კარაქით
ინგრედიენტები:
- 400 გრ ფქვილი
- 100 გრ შაქარი
- 250 მლ კეფირი
- 175 გრ კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
- ¾ ჩ/კ მარილი
- ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი
- ½ ჩ/კ სოდა
მომზადება:
- პატარა თასში გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და სოდა აურიეთ.
- ჩანგლით კარაქი მსხვილ ნამცეცებად დაჭყლიტეთ, კეფირი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- ცომი ორ ნაწილად გაყავით. ცომის ნაწილიდან კვერები გააკეთეთ, ჭიქით ან ფორმით 6 ფუნთუშა გააკეთეთ. იგივე ცომის მეორე ნაწილით გააკეთეთ.
- წინასწარ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ფუნთუშები დაახლოებით 20 წუთით აცხვეთ, რომ შეწითლდეს.
- მზა ფუნთუშებს შეგიძლიათ კეფირი წაუსვათ და შაქარი მოაყაროთ. ძალიან ნაზ და ჰაეროვან ფუნთუშებს მიიღებთ.
ფუნთუშები საფუარით
ინგრედიენტები:
- 20-25 ს/კ გაცრილი ფქვილი
- 1 ჭიქა რძე
- ¼ ჭიქა მცენარეული ზეთი
- ½ ჭიქა წყალი
- 1,5 ჩ/კ მშრალი საფუარი
- შაქარი, მარილი გემოვნებით
მომზადება:
- საფუარი წყალს აურიეთ და ნარევს 2 ს/კ ფქვილი დაუმატეთ. თბილ ადგილას ამოსასვლელად გააჩერეთ.
- რძე და ზეთი აურიეთ, საფუარის ნარევი, ასევე შაქარი და მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ფქვილის დამატებით ცომი მოზილეთ,
- ცომი პატარა ბურთებად დაყავით, მათგან კვერები გააკეთეთ და საცხობ ფორმაზე მოათავსეთ. ფუნთუშები მთელ სიგანეზე დანით დასერეთ და 5 წუთით გააჩერეთ.
- წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 12-15 წუთით მომზადებამდე და შეწითლებამდე აცხვეთ.
- მზა ფუნთუშები ცივი წყლით სწრაფად დანამეთ, პირსახოცი დააფარეთ. შეგიძლიათ დარიჩინი ან შაქარი მოაყაროთ, ან უშაქრო ფუნთუშისთვის – ბალახები და მწვანილები.
შაქრიანი ფუნთუშები
ინგრედიენტები:
- 6 ჭიქა ფქვილი
- 4 კვერცხი
- 2 ჭიქა რძე
- ¾ ჭიქა გამდნარი კარაქი
- ¼ ჭიქა შაქარი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 1 ს/კ გამაფხვიერებელი
მომზადება:
- ფქვილი, მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი აურიეთ. ნარევის შუაში ჩაღრმავება გააკეთეთ და აქ კარაქი მოათავსეთ. კარგად აურიეთ.
- 3 კვერცხი რძესთან ერთად ათქვიფეთ და ფქვილის მასას დაუმატეთ. აურიეთ და ცომი მოზილეთ.
- მაგიდას ფქვილი მოაყარეთ, ცომი 2,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. ფუნთუშები ფორმით ან ჭიქით გამოჭერით.
- მე-4 კვერცხი ათქვიფეთ, ფუნთუშებს ზემოდან წაუსვით და შაქარი მოაყარეთ.
- 240 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ.
- მზა ფუნთუშები ცხაურაზე გააგრილეთ და სუფრაზე თამამად გაიტანეთ. ის მშვენიერია!
ასეთი სწრაფი და მარტივი რეცეპტებით ფუნთუშების გამოცხობას ყველაზე დაკავებული დიასახლისიც შეძლებს, რადგან ეს ბევრ დროს არ წაგართმევთ. ოჯახის წევრები სახლში გამომცხვარი ფუნთუშებით გაახარეთ. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს