ნაკლებად მარილიანი კიტრის რეცეპტი პაკეტში, რამოდენიმე საათში მზად იქნება

188

ჩვენ, ყველას ნაკლებად მარილიანი, მარილიანი და დამწნილებული კიტრი გვიყვარს, მაგრამ მათ მომზადებას ბევრი დრო სჭირდება. ნაკლებად მარილიანი კიტრის მომზადებაც კი საკმაოდ პრობლემურია: მას მდუღარე წყალი უნდა დაასხათ, გაგრილებას დაელოდოთ და კიტრი ოდნავ დამარილდება. ასევე ქვაბისთვის ადგილი უნდა იპოვოთ. ნაკლებად მარილიანი კიტრის მომზადების სხვა, უფრო საინტერესო ვარიანტიც არსებობს. კიტრი ჩვეულებრივ პოლიეთილენის პაკეტში მზადდება!

ამ ხრიკის წყალობით კიტრი უბრალოდ ფანტასტიკური გამოვა: არომატული, ხრაშუნა და მადის აღმძვრელი! არანაირი მარილწყალი, ქვაბი და ქილა. რეცეპტი უმის მოყვარულებს მოეწონებათ, რადგან მასში თერმული დამუშავება გათვალისწინებული არაა. მშრალი დამარილებით კიტრი ფერს ინარჩუნებს, ისეთივე მწვანე რჩევა, როგორც ახალი.

გლუვი, ძლიერი, წვნიანი კიტრი ახალ კარტოფილთან და კარაქთან ერთად უბრალოდ გასტრონომიული ექსტაზია! უკვე მომზადების ეტაპზე ცხოველურ მადას იგრძნობთ. ამ კერძის დღესვე მომზადებას დაჟინებით გირჩევთ, ახალგაზრდა კიტრი განსაკუთრებით გამოგადგებათ.

კიტრის პაკეტში მომზადების სწრაფი რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კიტრი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 კონა კამა
  • 2 კბილი ნიორი
  • 3 თავი ბაჰარის წიწაკა
  • 3 ილის თესლი
  • 2 მიხაკის თანაყვავილედი
  • 1 ჩ/კ შაქარი

მომზადება:

1. ამ მეთოდისთვის პატარა, 10 სმ სიგრძის კიტრი შეარჩიეთ. რაც უფრო პატარა იქნება კიტრი, მით უფრო სწრაფად დამარილდება. კარგად გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ და სიგრძეზე ოთხ ნაწილად გაჭერით.

2. მწვანილი თასში გარეცხეთ და ზედმეტი წყალი გადაასხით. კამა წვრილად დაჭერით ან თითებით მსუბუქად დატეხეთ.  ნიორი ფირფიტებად დაჭერით. თუ ნაკლებად გიყვართ, უბრალოდ დაპრესეთ.

3. გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში კიტრი მოათავსეთ, მარილი, შაქარი, ნიორი, ილი, მიხაკი და კამა დაუმატეთ.

4. პაკეტი გაკვანძეთ და ჰაერი შიგნით დატოვეთ. კიტრით სავსე პაკეტი კიდევ ერთ პაკეტში ჩადოთ, რომ დამარილების პროცესში სითხე არ გადმოიღვაროს. 1 წუთის განმავლობაში კარგად შეანჟღრიეთ, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად აირიოს. კიტრი მაცივარში შეინახეთ. 3 საათში შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

თუ კიტრს ნიორთან ერთად პაკეტში უფრო დიდხანს გააჩერებთ, მას უფრო გაჯერებული გემო ექნება. საუზმეზე ახალი და ცხარე წასახემსებლის ჭამას აპირებთ? მაშინ კიტრი საღამოს მოამზადეთ, დილით უკვე ნაკლებად მარილიანი იქნება. ასეთი კიტრი მარილიან და დამწნილებულ კიტრზე უფრო სასარგებლოა, რადგან მასში ნაკლები მარილია და უფრო მეტი სასარგებლო თვისებაა შენარჩუნებული.

სჯობს ნაკლებად მარილიანი კიტრი პატარა პორციებად მოამზადოთ. პროდუქტი წვენს აქტიურად გამოყოფს და დროთა განმავლობაში ძალიან მარილიანი ხდება, ამიტომ კიტრი 2 დღეზე მეტხანს არ შეინახოთ. არ ინერვიულოთ, თქვენი ოჯახის წევრები ერთ კილოგრამს წამში გააქრობენ!

ნაკლებად მარილიანი კიტრის პაკეტში მომზადების სწრაფი რეცეპტი შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით სრულყოთ. მშრალი მდოგვის, დაფქული ილის, კვლიავის, ქინძის, ნიახურის ან ტარხუნას, ალუბლის ფოთლების, პირშუშხას, მოცხარის, წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკის დამატება სცადეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად არა, მორიგეობით. სწრაფი და მარტივი მეთოდი კერძის ძალიან ხშირად მომზადების საშუალებას მოგცემთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს