როგორ მოვიშოროთ ბუგრები ბაღიდან

0
1085
ფოტო: PxHere

ბუგრები ბაღებისა და ნაკვეთების ერთ-ერთ ყველაზე მოსისხლე მტრად ითვლება. მათთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, რამდენადაც მავნებელი გასაოცარი სისწრაფით მრავლდება. მხოლოდ 1 მდედრი 1 თვეში სამ თაობას შობს, რამდენიმე ასი ათასი ინდივიდის სახით.

ყველგანმავალი ბუგრი სწრაფად ეუფლება ახალგაზრდა მცენარეებს, გამოწოვს მათგან სასიცოცხლო წვენს. ამავდროულად, გამოყოფს შხამს, რომლის გამოც მცენარე დეფორმირდება, ჭკნება და კვდება. ბუგრს, აგრეთვე, შეუძლია მცენარის მავნე ვირუსებით დაინფიცირება, რაც ნერგებს დააზიანებს და დაღუპავს.

ბუგრების სხვადასხვა სახეობა ვნებს ბოსტნეულს, კენკრასა და ყვავილოვან კულტურებს. ხშირად, მებაღეებმა არ იციან, როგორ გაათავისუფლონ უკვე დაინფიცირებული მცენარეები ისე, რომ ინსექტიციდებით შეწამლვა არ მოუხდეთ.

ბუგრებთან ბრძოლა ხალხური საშუალებებით

ჩვენმა რედაქციამ მოამზადა ბუგრებთან საბრძოლველი ხალხური მეთოდების ნაკრები. მცენარე-საფრთხობელები, ბუნებრივი მტრები, ნაყენები, ნახარშები და სხვა: მოსავლისთვის ბრძოლაში ყველა მეთოდი კარგია.

არყის კუპრი

არყის კუპრს ძლიერი სპეციფიკური სუნი აქვს და შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს ბაღის სხვადასხვა მავნებლის წინააღმდეგ: ბუგრები, კომბოსტოს ბუზი, ვაშლის მახრა, ჭიანჭველა მათ შორისაა.

ამ საშუალებას არ შეუძლია მავნებლების დახოცვა და რეპელენტის პრინციპით მუშაობს. კონცენტრირებული არომატი აფრთხობს მწერებს და გზას უბნევს საკვებამდე. შედეგად, ნაკვეთს მალევე ტოვებენ.

ამ მეთოდის ნაკლი ხანმოკლე ეფექტია, რომლის გახანგრძლივებაც საპნის ხსნარის ან ფერფლის დამატებით შეგიძლიათ. არყის კუპრის გამოყენება მარტივია, მთავარია, ხსნარი სწორად მოამზადოთ:

ინგრედიენტები

  • 10-15 გ არყის კუპრი
  • 50 გ სარეცხი საპონი (ან კუპრის საპონი)
  • 10 ლ წყალი

მომზადება

  1. დახეხეთ საპონი მსხვილად.
  2. გააზავეთ კუპრი და საპონი 10 ლ წყალში.
  3. კარგად მოურიეთ და გამოიყენეთ ბუგრებით დაშავებული მცენარეების შესაშხეფებლად, პულვერიზატორის გამოყენებით. უმჯობესია, ეს საღამოს გააკეთოთ.

ფერფლისა და საპნის შხეფები

საპნის სავლებები და შხეფები – ყველაზე მარტივი მეთოდია ბუგრებთან საბრძოლველად. ისინი არ მოითხოვს განსაკუთრებულ ხარჯებს, რადგან სარეცხი საპონი ნებისმიერ დიასახლისს მოეპოვება სახლში.

რეცეპტები:

  1. გააზავეთ 300 გ სარეცხი საპონი 10 ლ წყალში. შეგიძლიათ, თხევადი საპონი გამოიყენოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში, 125 მლ 10 ლ წყალში უნდა გააზავოთ.
  2. გახსენით 100 გ კუპრის საპონი 10 ლ წყალში.
  3. გააზავეთ 250 გ ფერფლი 10 ლ წყალში. ადუღეთ ხსნარი 30 წუთით, გამოყენებამდე დაუმატეთ 40 გ სარეცხი საპონი.

მცენარეული ნაყენები

მცენარეებს კანი რომ არ დაეწვას, პირველ გამოყენებამდე შეამოწმეთ მომზადებული ნაყენი შეზღუდულ მონაკვეთზე და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა საშუალების უსაფრთხოობაში დარწმუნდებით, დაამუშავეთ მთელი ნაკვეთი.

რეცეპტები:

  1. წვრილად დაჭერით 30 გ ხახვი. დააყენეთ 1 ლ წყალში 5 საათით. შეგიძლიათ, გამოიყენოთ კანიც.
  2. 200 გ დაქუცმაცებული ნიორი დააყენეთ 1 ლ წყალში. გამოყენებამდე გააზავეთ 25 მლ ნაყენი 10 ლ წყალში.
  3. 100 გ გვირილის ყვავილედები დააყენეთ 1 ლ წყალში. შეაშხეფეთ მცენარეს ასეთი ხსნარი: 1 წილი ნაყენი, 3 წილი წყალი და 4 წილი საპონი ყოველ ლიტრ წყალზე.
  4. 3-4 საათით დააყენეთ 400 გ ბაბუაწვერას ფოთლები და 200 გ ფესვები 10 ლ წყალში.
  5. ნახევარ სათლ დაქუცმაცებულ ნარგიზელებს პირთამდე დაასხით წყალი და დააყენეთ 2 დღით. გადაწურეთ და დაუმატეთ 40 გ საპონი.
  6. დააყენეთ 1 კგ ნედლი ან 300 გ ხმელი ცხარე წიწაკა 10 ლ წყალში. მოხმარებამდე დააზავეთ 1 წილი ნაყენი 10 წილ წყალთან.

ხელთ არსებული საშუალებები შესაშხეფებლად

  1. გაუკეთეთ იაფფასიანი არყის ბოთლს შხეფის დანართი და საშუალება მზადაა! ამბობენ, რომ ეს ეფექტურია, თუმცა მე მაინც მცირე მონაკვეთზე ვცდიდი თავიდან.
  2. გაავსეთ შხეფიანი ბოთლი 1 ლ წყლით, ხოლო დგუში – ნახევარი კუბი იოდით. შეურიეთ იოდი და რძე ჭიქასი. რძე გაყვითლდება, რის შემდეგაც წყალთან უნდა გადაასხათ. კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი და შეაშხეფეთ ვარდებს.

მცენარე-მოკავშირეები

არსებობს მცენარეები, რომლებიც ბუგრებს თავიანთი ფიტონციდებით აფრთხობს. თუ ნაკვეთზე მათ დარგავთ, შეამცირებთ მავნებლების რაოდენობას ბაღსა და ეზოში. მაგალითად, რეჰანის მკვეთრი სუნი მოქმედებს ბუგრების მგრძნობიარე რეცეპტორებზე, ამიტომ ბუნებრივ რეპელენტად მოქმედებს.

ბუგრები ვერ იტანს ნივრის, ხახვის, ლავანდის, პიტნის, მდოგვის, ნარგიზელას სურნელსაც. ზოგიერთი მცენარე, პირიქით, იზიდავს ბუგრებს თვითონ და, შესაბამისად, აღარ აძლევს ნაყოფიერ კულტურებთან მისვლის საშუალებას. ესენია დედოფლის ყვავილი, პეტუნია, კოსმეა, კლეომა, მიხაკი და პარკოსნები.

მწერები

ბუგრების დაუძინებელი ბუნებრივი მტერია ჭიამაია. ბუგრებზე ნადირობენ ბზუალა, Parasitica, მონადირე ტკიპები, ყურბელა.

ბუგრების მტრებს ნაკვეთზე მოიზიდავთ მდოგვის, კამის, ბეგქონდრის, ზიზილას, იის დარგვით.

ფრინველები

ბუგრები მრავალი პატარა ფრინველის საკვებს წარმოადგენენ. მავნებლებზე ნადირობენ ბეღურები, ყარნები, წივწივები, მეკანაფიები და გულწითელები. ფრთიანი მეგობრების მოზიდვის მიზნით, დაკიდეთ ნაკვეთზე ფრინველების საკვები და სახლი.

ეს იმ ხალხურ საშუალებების სრული ჩამონათვალი არ გახლავთ, რომლებიც ბუგრებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. გამოიყენეთ თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი რეცეპტი და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში. წარმატებებსა და უხვ მოსავალს გისურვებთ!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი