იასამნის მოვლის ნიუანსები მონდომებული მებაღეებისთვის

0
528

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იასამანი არ საჭიროებს ჩვენს ყურადღებას, რადგან იგი მშვენივრად იზრდება და ყვავის ადამიანის ჩარევის გარეშე. თუმცა, გამოცდილი მებაღეები ხშირად სვამენ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აიძულონ იასამანს სწორი ფორმით ზრდა და ყოველ ზაფხულს ყვავილობა.

იასამნის რეგულარული მოვლის შემთხვევაში, მიიღებთ ნამდვილ, მოვლილ და მიმზიდველ დეკორაციას სახლისა და ბაღისათვის. იმის შესახებ, თუ როგორ შევუქმნათ ამ შესანიშნავ მცენარეს ხელსაყრელი პირობები, ჩვენი რედაქცია ისაუბრებს.

იასამნის მოვლა

იასამანი მრავალწლიანი მცენარეა, რომელსაც მოვლა მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მდგომარეობა გაუარესდება, ხე გაიზრდება მთელ ახლომდებარე ტერიტორიაზე, 10-20 სმ რადიუსში, საჭირო ელემენტების მოსაპოვებლად. თანაც, ხე გაიზრდება არათანაბრად, ხოლო ყვავილები და ფოთლები დაკარგავს თავიანთ მკვეთრ ფერსა და სიფუმფულეს.

მეტისმეტად გაზრდილი ბუჩქის გაკრეჭა ძალიან რთულია. ამასთან, მაღალია იმის ალბათობა, რომ მისი ზოგიერთი ფესვი დაავადდება ან დაიწყებს ლპობას. მოვლენათა ასეთი განვითარება თავიდანვე რომ აღკვეთოთ, იასამნის დარგვის შემდეგ, აუცილებელია მისი სწორად მოვლა.

შემოდგომას, მცენარე ზამთრისთვის და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყვავილობისთვის უნდა მოამზადოთ. ბაღის იასამანი ყოველ კვირას უნდა მორწყოთ. დაატენიანეთ არამხოლოდ ღეროს გარშემო მიდამო, არამედ ახლომდებარე მიწაც სრულად. შეგიძლიათ, წყალს დაუმატოთ სასუქები, თუმცა ამის რეგულარული გამეორება რეკომენდებული არაა.

ბუჩქის ან ნერგის ზამთრისთვის მოსამზადებლად, დარწმუნდით, რომ მცენარე არაა დაავადებული, არ აწუხებს პარაზიტები და ლპობა. აუცილებელია მისი რეგულარული შემოწმება ამ უკანასკნელების არსებობაზე და სიმპტომების ლიკვიდირება პირველივე ეტაპზე. არაჯანსაღი ნაწილები უნდა მოჭრათ ან სპეციალური პრეპარატებით დაამუშავოთ. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ტოტების დატეხვა მხოლოდ შემოდგომაზე შეიძლება, მომდევნო წელს მათ ადგილას ახლები ამოვა.

მიწა, რომელშიც იასამანია დარგული, თანდათა იფიტება, ამიტომ მისი მინერალური შემადგენლობა ყოველწლიურად უნდა გაამდიდროთ. ნიადაგის გამოფიტვაზე მეტყველებს ყვავილების უსიამოვნო, მკრთალი, არაჯანსაღი იერი. მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლად, გამოკვებეთ ხისქვეშა ნიადაგი სასუქით, მაგალითად, კომპოსტით ან ნეშომპალათი. თუ ასეთ პროცედურას უგულებელყოფთ, ბუჩქი ბოლოს გახმება.

იასამნის მოვლა ზაფხულსა და გაზაფხულზე

გვიანი გაზაფხულიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში, მორწყეთ იასამანი სუფთა გამდინარე წყლით, კვირაში ერთხელ მაინც. თუ ყოველდღიური მორწყვის შესაძლებლობა გაქვთ, შეზღუდეთ წყლის რაოდენობა, თორემ არსებობს რისკი, რომ ფესვებს მეტისმეტად დაასველებთ და ასე ფესვთა სისტემის ლპობას გამოიწვევთ.

აგრეთვე, წყალთან ერთად, შეგიძლიათ ნიადაგი გამოკვებოთ სასუქით, როცა ნახავთ, რომ მცენარეს სასუქი სჭირდება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პერიოდულად შეასუქეთ ბუჩქი, რადგან სწორედ ასე შეუძლით ხელს დაავადებების გაჩენას და გაუმარტივებთ მცენარეს გამოზამთრებას.

იასამანი სწორად რომ იზრდებოდეს, ხოლო მისი ყვავილები ნათელი და ფუმფულა რომ იყოს, მიაქციეთ ყურადღება ტოტებისა და ღეროს მდგომარეობას. აქტიური ყვავილობის დროს, არ შეიძლება მცენარესთან ნებისმიერი სახის მანიპულაციის ჩატარება. უმჯობესია, ღეროსა და ტოტების ფორმები შეასწოროთ მას შემდეგ, რაც კვირტები ჩამოცვივდება. თუ ამის გაკეთებას დააგვიანებთ, მცენარეს ავნებთ. ამასთან, გადაჭრილი ადგილები არაესთეტიკურად გამოიყურება.

შეიარაღდით იასამნის მოვლის რეკომენდაციებით და მიიღეთ შესანიშნავი, უხვი ყვავილები.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი