ზღვის კომბოსტოს სასარგებლო თვისებები

1265

ზღვის კომბოსტო (ლამინარია) შეიძლება იყოს როგორც მთავარი კერძის დანამატი, ასევე ცალკე წასახემსებელი, რომელიც სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ.

ზღვის კომბოსტოს შესახებ

ზღვის კომბოსტო – კერძი, რომელიც თქვენი გულისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. პროდუქტი სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ეფექტურად ამცირებს.

მასში ბევრი ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3 და ომეგა 6 შედის, რომელიც ადამიანის სრულყოფილი ცხოვრებისთვის აუცილებელია. ჩვეულებრივ, მათ თევზიდან იღებენ. სხვათა შორის, ისინი სისხლძარღვების ათეროსკლეროზს აფერხებენ.

ზღვის კომბოსტო საჭმლის მომნელებელ პროცესებზე დადებით გავლენას ახდენს. ნაწლავური ბაქტერიები შლიან უჯრედისს, რომელსაც ეს პროდუქტი უხვად შეიცავს და ამით ნაწლავებს აჯანსაღებს.

პროდუქტი შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტებს: ფოსფორი, კალიუმი, იოდი, რკინა, ნატრიუმი და მაგნიუმი. იოდის წყალობით ფარისებრი ჯირკვალი სწორად მუშაობს, ნატრიუმი და კალიუმი მჟავე-ტუტე ბალანსს არეგულირებენ, რკინა ანემიას თავიდან აგაცილებთ.

ლამინარია ვიტამინების ნამდვილი საწყობია: მასში შედის ყველა სასარგებლო ნივთიერება, მათ შორის A-დან E-მდე.

გარდა ამისა, მასში შედის სტერინები: ისინი სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებენ, მას ათხელებენ და თრომბისგან გვიცავენ.

საინტერესოა იაპონელი მეცნიერების კვლევის შედეგები: მათ გაარკვიეს, რომ ლამინარიას სარძევე ჯირკვლებში სიმსივნის ზრდის შეფერხება შეუძლიათ. ერთი სიტყვით, ნამდვილად სასარგებლოა!

მზა ლამინარიის სახეობები

გაყიდვაში გვხვდება 3 სახის ზღვის კომბოსტო: ხმელი, მარილიანი, დამწნილებული, ასევე გაყინული. რომელი მათგანი ავირჩიოთ?

ყველაზე ხშირად მაღაზიებში დამწნილებული ზღვის კომბოსტო გვხვდება. ასეთი პროდუქტი თერმულად დამუშავებული და სანელებლებით მორთულია. ამ სახით ლამინარია მიღებისთვის მზადაა.

ლამინარია სუფთა სახით იშვიათად იყიდება, რადგან შენახვის ძალიან მცირე ვადა აქვს. კიდევ ერთი ვარიანტი – გაყინული ლამინარიიდან გემრიელი მობრაწულა გამოდის.

მობრაწულას რეცეპტი გაყინული ზღვის კომბოსტოთი

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ლამინარია
  • 2 კვერცხი
  • 80 გრ ძროხის კარაქი
  • ლიმონი მარილი

მომზადება:

  1. პირველ რიგში, კომბოსტო 2-3 ლ წყალში მოხარშეთ.
  2. ზღვის კომბოსტო კარაქში დარბილებამდე შეწვით. პროდუქტი ცეცხლგამძლე ფორმაში გადაიტანეთ.
  3. კვერცხი ათქვიფეთ და ლამინარიას დაასხით. მარილი მოაყარეთ.
  4. ფორმა უკვე გახურებულ ღუმელში შედეთ და 20 წუთით აცხვეთ.
  5. კარაქი გაადნეთ, ლიმონი გაასუფთავეთ და ნაჭრებად დაჭერით.
  6. ღუმელიდან მობრაწულა გამოიღეთ, კარაქი მოასხით და ლიმონის ნაჭრები მის ზედაპირზე გადაანაწილეთ. გემრიელად მიირთვით!

ახალი ზღვის კომბოსტოს დამუშავება

ახალ ზღვის კომბოსტოს ჩვეულებრივ ხარშავენ. ამისთვის წყალმცენარეს ცივი წყალი დაასხით, როცა წყალი ადუღდება, 5 წუთის შემდეგ წყალი გადაასხით და შეცვალეთ. როცა წყალი კვლავ ადუღდება, 5 წუთი დაელოდეთ და ცეცხლი გამორთეთ. მოხარშული ლამინარია ცივ წყალში გარეცხეთ და გააგრილეთ. მას სხვადასხვა კერძების, მათ შორის გარნირის მოსამზადებლად იყენებენ.

ხმელი ლამინარია

სუპერმარკეტის დახლებზე შეგიძლიათ ხმელი ლამინარია იპოვოთ. სხვათა შორის, ის ყველაზე უფრო სასარგებლოა: მასში სითხე საერთოდ არაა, სამაგიეროდ ყველა სასარგებლო მიკროელემენტი და ვიტამინი შენახულია. სწორედ ხმელი ლამინარია არის რეკომენდებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს.

ასეთი სახით ზღვის საჩუქრის მიღება ღირს, რომ ქოლესტერინი გამოდევნოთ და სახიფათო ფოლაქებს წარმოქმნის საშუალება არ მისცეთ. გარდა ამისა, ხმელი წყალმცენარე კანის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ატენიანებს, უჯრედებს აძლიერებს და მათ აღდგენას სტიმულირებს, ორგანიზმიდან დაგროვებულ მარილებს და მძიმე ლითონებს გამოდევნის.

უკუჩვენებები

ცხადი სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ზღვის კომბოსტოს რიგი უკუჩვენება გააჩნია.

პროდუქტი ფრთხილად უნდა მიიღოთ ნეფრიტის, ტუბერკულოზის, დიათეზის, ძირმაგრის და ჭინჭრის გამონაყარის დროს. ლამინარია აკრძალულია გასტრიტის და პანკრეატიტის დროს – წყალმცენარე ღვიძლის და კუჭის ლორწოვან გარსებს აღიზიანებს.

როგორ მივიღოთ ხმელი ლამინარია

ხმელი წყალმცენარე აბების, ფხვნილის ან ხმელი ფენების სახით გამოდის, რომლებიც 50-100 გრამიან შეფუთვაში იყიდება. ფენებიანს უწოდებენ ზღვის წყალმცენარეს, რომელიც მილიონი და მილიარდი მრავალფენიანი უჯრედებისგან შედგება.

თუ წონაში დაკლება გსურთ, 100 მლ მდუღარე წყალი 1 ჩ/კ პროდუქტს დაასხით, თავსახური დაახურეთ და ნარევს გაგრილება აცადეთ. ნახევარი ჭიქა სასმელი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

ხმელი ზღვის კომბოსტო ცივი კერძების შესანიშნავი დანამატი ან მსუბუქი წვნიანის ინგრედიენტია.

კერძი ასე მზადდება: 1 ჭიქა ხმელ პროდუქტს 800 მლ თბილი წყალი დასხით. თავსახური დაახურეთ და 1 საათით გააჩერეთ. შემდეგ შესიებული პროდუქტი ცივი წყლით გარეცხეთ და კერძს გემოვნებით დაუმატეთ.

ხმელი წყალმცენარიდან შესანიშნავი ეგზოტიკური სალათი გამოდის.

ხმელი ლამინარიის სალათის რეცეპტი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 დიდი მუჭა ლამინარია და ვაკამე
  • 4 მუჭა წითელი და მწვანე დამარილებული წყალმცენარე ტოსაკა
  • 200 გრ დაიკონის ფესვი
  • წითელი ტკბილი წიწაკა მოსართავად

სოუსისთვის:

  • 3 სმ ახალი კოჭის ფესვი
  • 2 ს/კ უმი სეზამის თესლი
  • მწიკვი შავი სეზამი
  • 4 ს/კ ბრინჯის ძმარი
  • 2 ს/კ მუქი სეზამის ზეთი
  • 1 ს/კ მუქი სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ დაში-ნო-მოტოს ბულიონი
  • მწიკვი ცხარე წითელი წიწაკა

მომზადება:

ნაბიჯი 1 – სოუსისთვის კოჭა წვრილ სახეხზე გახეხეთ, სეზამი წვრილად დანაყეთ ან დაფქვით. სოუსის ყველა თხევადი ინგრედიენტი აურიეთ, სეზამის ფხვნილი, კოჭა, შავი სეზამი და ცხარე წითელი წიწაკა დაუმატეთ, კარგად აურიეთ.

ნაბიჯი 2 – ხმელი წყალმცენარე ცივ წყალში (1 ნაწილი წყალმცენარე 6 ნაწილი წყალი) ჩაალბეთ. 7-10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ საწურზე მოათავსეთ და გააშრეთ.

ნაბიჯი 3 – მარილიანი წყალმცენარე საწურზე მოათავსეთ და ცივ, გამდინარე წყლის ქვეშ გააჩერეთ, სანამ მარილი არ ჩამოირეცხება. ზუსტად 10 წუთი დაგჭირდებათ. გააშრეთ. ნაბიჯი 4 – დაიკონი ძალიან თხელ ზოლებად დაჭერით (შეგიძლიათ კორეული სახეხი გამოიყენოთ). ტკბილი წითელი წიწაკა რამდენიმე ზოლად დაჭერით. ყველა წყალმცენარე თეფშზე ცალ-ცალკე მოათავსეთ, ცენტრში დაიკონის ფესვები ჩადეთ და ტკბილი წიწაკით მორთეთ. პატარა თასში ჩასხმულ სოუსთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.

ლამინარია ხალხურ მედიცინაში

ზღვის კომბოსტო სხვადასხვა ნაყენის და ნახარშის შემადგენლობაში ხშირად შედის.

მაგალითად, ყაბზობის საწინააღმდეგოდ 1 ჩ/კ წყალმცენარის ფხვნილს 150 მლ მდუღარე წყალი დაასხით, გადაწურეთ და გაგრილებული ძილის წინ დალიეთ.

თუ ათეროსკლეროზი გაწუხებთ, კერამიკის ან მინის ჭურჭელში 1 ს/კ ლამინარიის ფხვნილი ჩაყარეთ და 100 მლ მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 2-3 საათით გააჩერეთ. მიღებული მოცულობა დღის განმავლობაში 3 მიღებაში გადაანაწილეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე.

საინტერესო ფაქტები ლამინარიის შესახებ

  • მხოლოდ 30-40 გრ ახალი ლამინარია უზრუნველგყოფთ იოდის დღიური ნორმით, რომელიც ორგანიზმის სრულყოფილი მუშაობისთვის აუცილებელია.
  • ლამინარია – ბევრი უხერხემლო არსების „რეგისტრაციის“ ადგილია.
  • იაპონური ლამინარიის სიგრძემ შეიძლება 12 მეტრს მიაღწიოს! წყალმცენარეების დასახლების მაქსიმალური სიმკვრივე აღინიშნება კურილის კუნძულების სანაპიროზე: აქ თითოეულ კვადრატულ მეტრზე 140 კგ ზღვის კომბოსტო მოდის.
  • ზღვის ზღარბები ლამინარიის მთავარი მტრები არიან: ისინი ახალგაზრდა წყალმცენარეებს ჭამენ და ზოგჯერ მათ 85%-ს ანადგურებენ.
  • იაპონიაში შეგიძლიათ იპოვოთ ტკბილეული ლამინარიით.

პირველად ზღვის კომბოსტო ჩინელებმა და იაპონელებმა შორეულ მე-13 საუკუნეში შეაფასეს. ლამინარიას ზღვის ჟენშენს უწოდებდნენ: ძველად ექიმებმა იცოდნენ, რომ პროდუქტი ძალების აღდგენას და ახალგაზრდობის გახანგრძლივებას ხელს უწყობდა. სწორედ ამიტომ, დიდი რაოდენობით ზღვის კომბოსტოს იმპერატორის სასახლეში აგზავნიდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს