ფიჭვის მტვრის სასარგებლო თვისებები

2
3912
ფოტო: Sergei Kazantsev on wikimedia

ყვავილის მტვერსა და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრს სმენია, მაშინ, როცა ფიჭვის მტვერი დაუმსახურებლად რჩება ჩრდილში. არადა, მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, არ იწვევს ალერგიას და კოსმეტოლოგიაშიც კი გამოიყენება.

ფიჭვის მტვრის შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები

ფიჭვის მტვერი შემადგენლობით მდიდარია: შეიცავს ამინომჟავებს, კაროტინს, E, C, B ჯგუფის ვიტამინებს, მიკრო- და მაკროელემენტებს (რკინას, მარგანეცი, სპილენძი). ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტი ხალხურ მედიცინაში ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ, ასთმის დროს მდგომარეობის შემსუბუქებისთვის გამოიყენება. მტვერს აქვს გამამხნევებელი მოქმედება, ხსნის დაღლილობას, აძლიერებს იმუნიტეტს, რაც მას შეუცვლელ დამხმარედ აქცევს გაციებისა და სურდოს, ტუბერკულოზის დროს. იგი არეგულირებს ღვიძლის მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს მდგომარეობას ანემიის დროს. მტვერი, აგრეთვე, გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის: ნივთიერება, რომელსაც იგი შეიცავს ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას. მასზე დამზადებული საშუალება შვებას მოგგვრით ყაბზობის დროსაც.

ფიჭვის მტვრის გამოყენება

ფიჭვის მტვერი იქცევს ოფიციალური მედიცინის ყურადღებასაც: იგი გამოიყენება ბიოაქტიური დანამატის სახით, ზოგიერთი წამლის გვერდითი მოვლენების განეიტრალებისთვის. იგი გვეხმარება მძიმე ოპერაციების, სტრესისა და მძიმე დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელებაში.

ხალხური მედიცინაში მტვერი გამოიყენება სუფთა სახით, ან ყენდება სპირტში, ასევე, ასხამენ მდუღარე წყალს, ურევენ მდუღარე რძესა და კარაქს… თუმცა, ყველაზე ხშირად გამოიყენება მტვრისა და თაფლის ნაზავი. რეცეპტი მარტივია: კარგად შეურიეთ 1 ლ თხევადი თაფლი 20 გ ფიჭვის მტვერს (დაახლოებით 1 ს.კ.). ასეთი ნარები აუმჯობესებს მადას, არეგულირებს ნივთიერებათა მიმოცვლას.

მტვერი კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება: მისგან ამზადებენ ნიღბებს, რომლებსაც გამაახალგაზრდავებელი მოქმედება აქვს და დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. დამატებითი ინგრედიენტების სახით გამოიყენება თაფლი, არაჟანი, ლიმონის წვენი.

მტვერი ჰიპერტონიის წინააღმდეგ

შეურიეთ 100 მლ რძე 0.5 გ ფიჭვის მტვერს. მიიღეთ დღეში ერთხელ საუზმემდე. კურსი დაახლოებით 2 თვეს მოიცავს, რის შემდეგაც უნდა შეისვენოთ 2 კკვირით და, აუცილებლობისამებრ, გააგრძელოთ მკურნალობა.

ნაყენი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

აიღეთ 100 გ სამტვრე (ფიჭვის ხმელი მწვანე კვირტები) და 50 გ მტვერი, დაასხით 0.5 ლ არაყი. დააყენეთ 72 საათით, გადაწურეთ მარლაში და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1 ჩ.კ. ჭამის წინ, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირას მოიცავს, რომლის შემდეგაც ერთი კვირით უნდა შეისვენოთ. გაიმეორეთ საჭიროებისამებრ.

როგორ შევაგროვოთ ფიჭვის მტვერი

შეგროვების პერიოდი, ჩვეულებრივ, მაისის შუა რიცხვებშია. ამ დროს ფერით ასხვავებენ მამრ დინგიან გირჩებს. როცა მათ მწვანე შეფერილობას ყვითელი ჩაანაცვლებს და დაჭერისას სითხის გამოყოფას შეწყვეტს, ესე იგი, დამწიფდა. ყვავილედები ფრთხილად მოჭერით და ჩაალაგეთ ჭურჭელში, რომელშიც სუფთა, სქელი ქაღალდი იქნება დაფენილი. შემდეგ ფრთხილად გადაანაწილეთ მშრალ ოთახში და აშრეთ 3 დღის მანძილზე, მოარიდეთ სინათლესა და ორპირ ქარს. შემდეგ მტვერი მოაგროვეთ, გაცერით ჯერ საცერში, მერე კაპრონის ქსოვილში. შეინახეთ მასა ჰერმეტულ ჭურჭელში, მაგალითად, პლასტმასის ბოთლში. ფიჭვის მტვრის შეძენა შეგიძლიათ მაღაზიაშიც, რომელიც სპეციალიზებულია სამკურნალო ბალახების გაყიდვაზე.

ფიჭვის მტვრის უკუჩვენებები

პროდუქტის მოხმარება არ შეიძლება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, კუჭის, ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს, სისხლდენისადმი მიდრეკილების ფონზე; ფიჭვის პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

მტვერი არაალერგიულად ითვლება, რაც მას ყვავილის მტვრის წინაშე უპირატესობას ანიჭებს. თუმცა, ეს საშუალება, ხშირად, მიიღება თაფლთან ერთად, რომელსაც ძლიერ ალერგენებს მიაკუთვნებენ.

2 კომენტარები

  1. ძალიან გამომადაგა ფიჭვის მტვრის სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაცია

  2. იქნებ მიპააუხოთ ფიჭვის მტვერი მაცივარში მქონდა გერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში და რამდენად ვარგისიანია?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი