რითაა სასარგებლო ყურძენი? თითქმის ყველაფრით. არსებობს ამპელოთერაპიაც – ყურძნით მკურნალობა. თუმცა, კენკრა ზომიერად უნდა გამოიყენოთ.
ყურძნის სასარგებლო თვისებები
ბუნებაში არ არსებობს ყურძნის მსგავსი ნაყოფი. მას მიაწერენ გასაოცარ გემოს, აკიდოს სილამაზესა და იმასაც, რომ ყურძენი მეღვინეობაში მთავარი კომპონენტია. ყურძნის შემადგენლობა უნიკალურია და პასუხს აგებს თავად ადამიანის ბუნებაზე: მისი მწიფე ნაყოფი შეიცავს 28%-მდე ყველაზე უფრო სასარგებლო შაქრებს – გლუკოზასა და ფრუქტოზას, C, P ვიტამინებსა და B ჯგუფის თითქმის ყველა წარმომადგენელს, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, მიკროელემენტებს, მარტივად ათვისებად მინერალურ მარილებს, პექტინებს, ანტიოქსიდანტებს – ჯამში ასზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას.
ადამიანებმა დიდი ხნის წინ დააფასეს ეს წვნიანი კენკრა. ძველ ჩინეთში, ყურძენს ცისქვეშეთის ყველა კუთხეში ალაგებდნენ – სუფრაზეც და, აუცილებლად, აფთიაქშიც. ჰიპოკრატე, სამკურნალო თვისებების მიხედვით, ერტ საფეხურზე აყენებდა ყურძენს, თაფლსა და ძუძუს რძეს. მოაზროვნე და ექიმი ავიცენა ვაზის თითქმის ყველა ნაწილს მიაწერდა სასარგებლო თვისებებს, წიპწებსა და ფესვებსაც კი. მას ეთანხმება თანამედროვე მედიცინაც.
რა არის ამპელოთერაპია
ყურძნის სწორად მოხმარების დროს, ორგანიზმი იწმინდება ტოქსინებისგან, რეგულირდება სისხლის არტერიული წნევა, გულის კუმშვების რიტმი, მარტივია სტრესიდან გამოსვლა.
კენკრის წვენი სასარგებლოა პოდაგრის, ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებების დროს, გამოიყენება, როგორც ოფლმდენი, შარდმდენი, ჰიპოტენზიური, მატონიზებელი, საფაღარათე საშუალება, მძიმე დაავადებების შემდეგ, აქვს საერთოგამაძლიერებელი ეფექტი.
ყურძენი, ყურშნის წვენი და მისი ფოთლების ნახარში აძლიერებს წყალ-მარილის მიმოცვლას. როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას, მას მოიხმარენ დარიშხანით, ნარკოტიკებით, ნიტრატებით მოწამლვის დროს.
ამპელოთერაპია გვეხმარება ორგანიზმის გაწმენდასა და იმუნიტეტს, მხედველობისა და ნერვული სისტემის გაძლიერებაში, აღადგენს მინერალურ ბალანსს ორგანიზმში, ზრდის სისხლში გემოგლობინის დონეს. ჰიპერტონიის დროს სასარგებლოა ყურძნის ფოთლების ნაყენი.
ყურძნის ღვინო
ფრანგები ამბობენ, რომ მხოლოდ სწორი ყურძნისგან გამოდის სწორი ყურძენი. ეს თავისი შემადგენლობით უკიდურესაც რთული პროდუქტია. ღვინოში 600-მდე კომპონენტია, მათ შორის, ვიტამინები, მიკროელემენტები და ამინომჟავები. ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, შეუძლია ქოლესტერინის დონის შემცირება, აქვს ანტიბაქტერიული თვისებები.
თანაბარი რაოდენობით წყალთან გარეული ღვინო არ კარგავს სამკურნალო თვისებებს, ამიტომ, ხანდახან შეხვდებით რეკომენდაციებს, რომ საგანგებო მდგომარეობაში, შეგიძლიათ ღვინით წყალი ჩაანაცვლოთ. ღვინის შემადგენლობაში არსებობს ტრიოქსისტილბენი, რომელიც ანელებს უჯრედების დაბერებას. გრიპის, ბრონქიტის, პნევმონიის დროს, მიირთვით ცხელი წითელი ღვინო (კაბერნე ან მერლო) სანელებლებთან და შაქართან ერთად. დაყენებული და საკოლექციო წითელი ღვინოები, სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ახალგაზრდა ღვინოებს.
სასარგებლო კომპონენტებს წითელი ღვინო უფრო მეტს შეიცავს, ვიდრე თეთრი. თუმცა, თეთრი ღვინო უფრო ეფექტურია, ვიდრე წითელი: კლავს ბაცილებს კუჭსა და ნაწლავებში, რაც სწორედ თთრ ღვინოში ფენოლის სპეციფიკური სახეობის არსებობით აიხსნება.
მთავარია, ბრძენ ექიმ პარაცელსის გაფრთხილება არ დაივიწყოთ: “მხოლოდ ზომიერება განსაზღვრავს ნივთიერების მავნებლობასა და სარგებლობას”. სასარგებლოა დღეში არაუმეტეს 2-3 ბოკლის მირთმევა. იგივე ფრანგები აღნიშნავენ, რომ ღვინო ყველა დაავადებას კურნავს, ალკოჰოლიზმის გარდა. სხვათა შორის, გაითვალისწინოთ, რომ ყურძნის წვენიც შეიძლება მავნე იყოს, თუ არაზომიერად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე მოიხმართ.
ყურძნის სახეობების შერჩევა
ყურძნით დაავადებებს რომ უმკურნალოთ, უნდა შეგეძლოთ სახეობების გარჩევა. უმეტესწილად, სამკურნალოდ იყენებენ მუქი ფერის სახეობებს თხელი კანითა და დაბალი მჟავიანობით. ქრონიკულ ბრონქიტებსა და სასუნთქი გზების კატარებს მკურნალობენ ისეთი სახეობებით, როგორიცაა იზაბელა. კუჭის მჟავიანობის დაქვეითების დროს, დაგეხმარებათ ჩაუში და კატალონი, ცხიმებისა და ცილების მიმოცვლის დარღვევის დროს – მადლენი და შასლა, რომლის განუმეორებელი გემო არასდროს მოგბეზრდებათ.
ყურძნის მრავალ მუსკატურ სახეობასაც აქვს ფიტონციდური თვისებები, რომლებიც აქვეითებს ნაწლავურ ფლორაში ლპობის ბაქტერიების მოქმედებას და ანადგურებს ნაწლავის ჩხირებს, ხოლო სახეობა ალექსანდრიული მუსკატი გამოიყენება ყელის ანთების სამკურნალოდ.
ყურძნით მკურნალობის წესები
- ამპელოთერაპიის დაწყებამდე, აუცილებლად ჩაიტარეთ საჭირო ანალიზები;
- მკურნალობისთვის ეფექტურია მხოლოდ მწიფე ყურძენი, მოკრეფიდან 2-3 დღის შემდეგ, აგრეთვე, ახალდაწურული ან პასტერიზებული წვენი. კანი და წიპწები არ მიირთვათ;
- ყურძენი სამ ულუფად უნდა მიიღოთ: უზმოზე, საუზმემდე 40 წუთით ადრე, სადილამდე 1 საათით ადრე და ვახშმამდე 1.5 საათით ადრე;
- დაიწყეთ ყურძნის მირთმევა მცირე დოზით. დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 2 კგ კენკრასა ან 1.2 ლ წვენს. მკურნალობის კურსი 1-1.5 თვეს მოიცავს ხოლმე;
- ნუ შეურევთ ყურძენს ნედლ ბოსტნეულს, ცხიმიან და რძიან კერძებს. მკურნალობის დროს, არ მოიხმაროთ ალკოჰოლი და გაზიანი სასმელები;
- ყურძნის თითოეული მიღების შემდეგ, გამოივლეთ პირის ღრუ ან გაიხეხეთ კბილები.