თხაწართხალა: როგორ მოვკრიფოთ და მოვამზადოთ ჩაი

1
1001
ფოტო: Julay Cat on flickr

ჩვენ ახლა ჩინური ჩაის ხის ფოთლებით დამზადებულ ჩაის ვსვამთ, თორემ ადრე ჩვენს რეგიონში პოპულარული იყო განსაკუთრებული სასმელი. მას ივან-ჩაისაც უწოდებენ, ბოტანიკოსების თქმით კი, ესაა თხაწართხალა. მისი ფოთლებისგან მომზადებული ცხელი სასმელი, გემოთი და თვისებებით, არ ჩამორჩება ჩინურ ფოთლოვან ჩაის. უძველესი და ცნობილი ჩაის რეცეპტი, ლეგენდის თანახმად, კოპორიეს დასახლებაში გაჩნდა და იქედან რუსეთში გადავიდა.

ივან-ჩაის ორი მეცნიერული დასახელება აქვს – Epilobium angustifolium და Chamerion angustifolium. ეს ფართოდ გავრცელებული ბალახოვანი მცენარე ყვავის ივნის-ივლისში. გვხვდება თითქმის მთელ ქვეყანაში, ქმნის მრავალკილომეტრიან მდელოებს. მცენარის ფოთლებისა და ყვავილების მოკრეფა და მომზადება მარტივია, თანაც, შემდეგ დიდხანს დატკბებით სასიამოვნო და სასარგებლო სასმლით. ივან-ჩაის ფოთლებით დამზადებულ ჩაის სხვადასხვანაირად უწოდებენ: თხაწართხალას ჩაი, კოპორის ჩაი, ივან-ჩაი.

როგორ მოვკრიფოთ და მოვამზადოთ მცენარის ყვავილედები და ფოთლები. ფოთლებს აგროვებენ ივნის-ივლისში, თესლის წარმოქმნამდე, ღეროების დახრამდე. ყვავილედებს კრეფენ მაშინ, როცა ქვედა ნაწილში იწყება ყვავილების გამოჩენა, ზედა კი ჯერ ისევ კვირტებშია. თუ ყვავილედებს მოჭრით მას შემდეგ, რაც ქვედა ყვავილები ჩამოცვივდე,ა გამოშრობისას გაიხსნება გაჩენილი ნაყოფები, რომელთაგან დიდი რაოდენობით ბუმბულიანი თესლი გამოვა და აფუჭებს ნედლეულს.

მცენარის ფოთლები და ყვავილები მშრალად უნდა მოიკრიფოს. დილით ადრე არ შეიძლება – მცენარეზე ჯერ კიდევ ცვარია. არც სიცხეში – კალათში ნედლეული დაიწვება, სანამ სახლამდე მიიტანთ. ამიტომ, ნედლეული ან სადილის წინ, ან საღამოს პირას უნდა მოკრიფოთ.

ივან-ჩაი: ფერმენტირება

თხაწართხალას ფოთლების სასმელი მართლაც ძალიან გემრიელია, თუმცა ფოთლების ჩაის მსგავსად დაყენება არ გამოგივათ. ჩაის მისაღებად, საჭიროა მცენარის ფერმენტირება. ამისთვის 3 გზა არსებობს.

ფერმენტაცია შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ, თუ ქილას გრილ ადგილას დადებთ – ამ შემთხვევაში, ჩაის უფრო ნაზი და დახვეწილი გემო ექნება.

სასარგებლო რჩევა: წვენით ხელები რომ არ შეგეღებოთ, ჩაიცვით სამედიცინო ხელთათმანები.

1. თხაწართხალას ფერმენტაცია ქილაში

მოგროვილი ყვავილები და ფოთლები ცოტათი დაალბეთ ჩრდილში, ნედლეული რომ დარბილდეს და წვენის დაწურვა გამარტივდეს. შემდეგ კარგად დაჭყლიტეთ ხელებში, ნედლეულის ხელის გულებით გაბრტყელებით, რის შემდეგაც მჭიდროდ უნდა გატენოთ სამლიტრიანი ქილა მცენარით, დაახუროთ ქსოვილი და დადგათ ბნელ ადგილას, ოტახის ტემპერატურაზე, 2-3 დღით – ამ დროისთვის, მცენარე ფერმენტაციას მოასწრებს.

2. ივან-ჩაის ფერმენტაცია სელის ქსოვილში

ნოტიო სელის ქსოვილზე დაალაგეთ ფოთლები 3-სანტიმეტრიან ფენად, დაახვიეთ რულეტად მაქსიმალურად მჭიდროდ. ხელის გულში დაახლოებით 15-20 ფოთოლი ეტევა. ქსოვილი უნდა იყოს აუცილებლად ნოტიო – მშრალი ქსოვილი შეიწოვს ფოთლებიდან წვენის ნაწილს და ჩაი ნაკლებად არომატული იქნება.

შეკარით რულეტი თოკით ან საკანცელარიო რეზინებით. კარგად დაზილეთ ელებით, მოხარეთ და გაშალეთ სხვადასხვა ადგილას 20-30 წუთის მანძილზე. შემდეგ დაასვენეთ რულეტი 2-3 საათით. პერიოდულად შეამოწმეთ ქსოვილი ხელით: როგორც კი შესამჩნევად გახურდება, გრაგნილი უნდა გაშალოთ. მიიღებთ მსხლის კომპოტის სურნელის მქონე ფერმენტირებულ ბალახს.

შემდეგ, მწვანე მასა უნდა ჩაალაგოთ ქილაში, მაქსიმალურად მჭიდროდ. ქილას დაახურეთ ნოტიო ქსვოილი და დადგით არანაკლებ 36 საათით, ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

3. თხაწართხალას ფერმენტირება საკუთარ წვენში

ფოთლები და მორჩების ზედა ნაწილი თანაბარი რაოდენობით შეაგროვეთ. პირველი ნაწილიდან, სიმძიმის დახმარებით, დაწურეთ წვენი – იგი მცირე რაოდენობით გამოვა, თუმცა ფერმენტაციისთვის საკმარისი იქნება.

ფოთლების მეორე ნახევარი ჩაალაგეთ მეტალოკერამიკის ქვაბში, დაასხით მიღებული წვენი, ზემოდან – ხის ჭურჭელი, რომელზეც 20 კგ-მდე სიმძიმე უნდა მოათავსოთ. შეგიძლიათ, ამისთვის დიდი ქვა ან ჰანტელი გამოიყენოთ, მთავარია, სიმძიმე პოლიეთილენის პარკში მოათავსოთ, მარინადთან კავშირი რომ არ ჰქონდეს. ქვაბი დადგით ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, 3 დღით.

როგორ შევინახოთ ივან-ჩაი

მზა ჩაი მოათავსეთ შუშის ჰერმეტულ ქილაში. სასურველია, იგი 1 თვის მანძილზე არ გახსნაღ, სასიამოვნო არომატი რომ არ აორთქლდეს და ჩაი “დამწიფდეს”.

4 კგ ნედლი ფოთლებისგან დაახლოებით 1 კგ ჩაი გამოდის. შუშის 850-მილილიტრიან ქილაში ეტევა დაახლოებით 200 გ კოპორის ჩაი.

შეინახეთ გამოშრობილი ჩაი თავდახურულ შუშის ქილაში, ბნელ ადგილას.

შენახვის ვადა არანაკლებ 3 წელია. რაც უფრო მეტხანს ინახავთ ჩაის, მით უფრო გაჯერებულია მისი გემო – ამ პროცესში დამატებითი, მშრალი ფერმენტირება მიმდინარეობს.

როგორ დავაყენოთ თხაწართხალას ჩაი

ჩაიდანი უნდა იყოს შუშის, ფაიფურის ან მეტალოკერამიკის. ჩაის დაყენებისას, 2 ს.კ. ნედლეული 1 ლ მდუღარე წყალზე უნდა გაითვალოს.

ჩაი მინიმუმ 40 წუთით უნდა დააყენოთ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ – მით უკეთესი იქნება გემო. დაყენების მაქსიმალური დროა 6 საათი, რომლის შემდეგაც ჩაი ამჟავებას იწყებს, კარგავს გემოსა და ფერს. შეგიძლიათ, ჩაიდანში ნედლეულს წყალი არაერთხელ დაასხათ.

არ გააზავოთ ჩაი წყლით. შეგიძლიათ, დალიოთ როგორც ცივი, ისე ცხელი. თუ გათბობა დააპირეთ, არ დაუშვათ ადუღება – არომატი მომენტალურად დაიკარგება.

რითაა სასარგებლო თხაწართხალა

ივან-ჩაის ფოთლებს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ტანინებისა და ლორწოს შემცველობის დამსახურებით.

ფოთლები შეიცავს 10-20% ტანინებს, ნახშირწულებს (15%-მდე ლორწოს, პექტინს), 1.9%-მდე ტრიტერპენოიდებს (ოლეანოლურ, ურსოლურ მჟავებს და სხვ.), დიდი რაოდენობით C ვიტამინს (380 მგ%), ფენოლკარბონულ მჟავებს (კოფეინის, H-კუმარის მჟავებს), ფლავონოიდებს (სექსაგულარეტინი, კემპფეროლი, კვერცეტინი, მირიცეტინი და სხვ.).

ყვავილები შეიცავს ანტოციანებს, C ვიტამინს, ტანინებს. მცენარის ფესურებში აღმოჩენილია 25%-მდე ნახშირწყლები (სახამებელი, ლორწო, შაქარი), 20%-მდე ტანინები, ფენოლკარბონულ მჟავებს, ფლავონოიდებსა და ზეთებს.

თხაწართხალას ნაყენს ტიბეტელი ექიმები გვირჩევენ თავის ტკივილისა და უძილობის წინააღმდეგ. რუსულ ხალხურ მედიცინაში, ივან-ჩაის ნაყენით მკურნალობენ ნივთიერებათა მიმოცვლის დარღვევებს, იყენებენ სავლებად, ჭრილობებისა და წყლულების ჩამოსაბანად; ახალგაზრდა ღეროები და ფოთლები საკვებად გამოიყენება მოხარშული, ბოსტნეულის მსგავსად.

დისბაქტერიოზის დროს, დაგეხმარებათ მცენარის უბრალო ნაყენი. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში 8-10 წუთით, გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის დროს.

ხანდახან, გვირჩევენ ამ მცენარის ფესურით პურის ჩანაცვლებას, თუმცა, თავი შეიკავეთ მსგავსი ექსპერიმენტებისგან – იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინებს, ამიტომ გემო მწარე და მლაშე იქნება.

1 კომენტარი

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი