ტოპ 5 მარადიული ბოსტნეული. ისინი შეგიძლიათ კვლებიდან სახლში და პირიქით გადარგოთ

0
244
ფოტო: piqsels

ზაფხულში შეგიძლიათ ბოსტანში გააშენოთ, შემოდგომაზე ამოთხაროთ და ზამთარში სახლში, ქოთანში გააჩეროთ, გაზაფხულზე კი კვლავ ნაკვეთზე დარგოთ. და ასე, უსასრულოდ!

ყველამ არ იცის, რომ ბევრი ბოსტნეული, რომელსაც ტრადიციულად ერთწლიან კულტურად ვზრდით, ბუნებაში – მრავალწლიანია. გამოდის, რომ მოსავლის მიღებაც მრავალჯერადად შეიძლება. მოდით, მათი გულუხვობა გამოვიყენოთ.

პომიდორი

წმინდა თეორიულად შესაძლებელია პომიდვრის ბუჩქი ამოთხაროთ და დიდ ქოთანში გადარგოთ. ასე ყველა მოუმწიფებელი ნაყოფი სახლში მშვიდად დამწიფდება. ერთი პრობლემაა: სეზონის ბოლოს ბევრი სახეობა სიმაღლეში 1,5-2 მეტრს აღწევს – სად წავიღოთ ბუჩქი?

დიდი, ნათელი შენობა და ასეთი ბუჩქის ადგილი გაქვთ? შესანიშნავია – ახალ წელს პომიდვრით პირის ჩატკბარუნებას შეძლებთ. გაზაფხულზე ნერგზე წვალება არ მოგიწევთ – უბრალოდ პომიდვრის ბუჩქი გადაჭერით და ბოსტანში დარგეთ.

თუ პატარა ბინა, მაგრამ ფანჯრის რაფაზე ბევრი ადგილი გაქვთ, მწვერვალიდან დაიწყეთ – ის პირდაპირ ბოსტანში გადაჭერით. როგორც კი გაფესვიანდება, პატარა ქოთანში გადარგეთ. მისგან ნაყოფს ვერ მიიღებთ, მაგრამ სადედეს შეინახავთ. გაზაფხულზე მათგან კალმები მოჭერით და ნერგების ნაცვლად ბოსტანში დარგეთ. ასე შეგიძლიათ წლიდან წლამდე გაიმეორეთ და თესლი არ დაკარგოთ.

წიწაკა

ის უფრო კომპაქტურია, ვიდრე პომიდორი და პატარა ფესვების სისტემა აქვს. შეგიძლიათ ქოთანში თამამად გადარგოთ და ფანჯრის რაფაზე გაზარდოთ.

ტკბილი სახეობა კიდევ რამდენიმე დამატებით მოსავალს მოგცემთ – მომწიფდება ყველა, რომელმაც ბოსტანში მომწიფება ვერ მოასწრო. ცხარე წიწაკამ შეიძლება მთელი ზამთარი ნაყოფი მოგცეთ, თუ მათ კარგი განათებით უზრუნველყოფთ.

ცხარე წიწაკა ფიტონათურის ქვეშ პირდაპირ სამზარეულოში გაიზრდება – დიასახლისებს ცხარე სანელებელი ყოველთვის ხელთ ექნებათ.

რეჰანი

რეჰანი ყველასთვის ცნობილი შესანიშნავი სანელებელია, მაგრამ მებაღეებმა იციან, თუ მისი თესლიდან გაზრდა რამდენად რთულია. კონტინენტურ კლიმატში ნერგებზე ბევრი შრომა მოგიწევთ, ხოლო მის ქვეშ ადგილი ყოველთვის არ რჩება. შეგიძლიათ ეს არ გააკეთოთ!

თუ ნაკვეთზე რეჰანი იზრდება, ერთი ან რამდენიმე ბუჩქი ამოთხარეთ და ქოთანში გადარგეთ. ღია ფანჯრის რაფაზე მთელი ზამთარი გაიზრდება. აუცილებლობის მიხედვით ქვედა ფოთლები მოწყვიტეთ და სანელებლად გამოიყენეთ.

თანდათანობით რეჰანი გაიზრდება, კვირტები გაშიშვლდება, მაგრამ ეს საშიში არაა – ბუჩქი 2/3-ზე გადაჭერით და ცოტა ხანში კვლავ გაიზრდება.

გაზაფხულზე ეს ბუჩქი კალმებად დაჭერით, გააფესვიანეთ და კვლებში დარგეთ.

მწვანე ხახვი

ვის არ ჩაუდია ზამთარში გაღვივებული ხახვი წყლით სავსე ჭიქაში? ყველას! ძალიან მოსახერხებელია, როცა ვიტამინებით სავსე მწვანილი ყოველთვის ხელთ გვაქვს. ახლა მწვანილისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭლაკვი, სურნელოვანი ხახვი და სხვა მრავალწლიანები. პირველი ყინვების დაწყებისთანავე კვლებიდან თამამად ამოთხარეთ, ქოთანში გადარგეთ და ფანჯრის რაფაზე დადეთ. ახალ სეზონამდე მწვანილი გარანტირებულად გექნებათ.

გაზაფხულზე შეგიძლიათ კვლავ ბოსტანში დარგოთ ან სახლში დატოვოთ.

პიტნა

თუ ნაკვეთზე პიტნა გაქვთ, ამოთხარეთ და ქოთანში ჩარგეთ. მთელი ზამთარი მწვანილი თვალს გაგიხარებთ.

გაზაფხულზე პიტნა სჯობს ღია ნაკვეთში გადარგოთ – აქ ძალებს მოიკრეფს, ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე კვლავ ქოთანში, სახლში გადარგეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი