ხახვის ნერგები: როგორ შევარჩიოთ და ვიყიდოთ

484

ხახვის ნერგების გაყიდვა იწყება თებერვლიდან, თუმცა გაყიდვა პიკს აღწევს მარტში. ამ დროისთვის უკვე სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი და ნებისმიერი სახეობის პოვნა შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, ხახვის ყიდვა ყველაზე უფრო მარტივია აპრილში: მისი ცოტა ხნით და მინიმალური დანაკარგებით შენახვა მოგიწევთ დარგვამდე, თუმცა, ზოგიერთი სახეობა, შესაძლოა, ვეღარ იპოვოთ.

ხახვის ნერგები რეაგირებს ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებებზე, ამიტომ, რაც უფრო ხშირად აწუხებენ მას, გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე, მით უფრო სწრაფად დაიწყებს ზრდას და ამოცენდება. რამდენადაც მცენარეულ მაღაზიებში რთულია მისი შენახვის პირობების დაცვა, მებაღეებამდე ხახვი არასახრბიელო მდგომარეობაში მიდის. არადა, მისი შენახვა მაისამდეა საჭირო.

საუკეთესო ზომა

გაყიდვამდე, ხახვი ხარისხდება ზომის მიხედვით, რამდენიმე ფრაქციად:

  • 8-14 მმ – ყველაზე წვრილი. ესაა ოპტიმალური ზომა ზამთარში დასარგავად. ხახვი არ იქცევა ისრებად, თუმცა ძალიან პატარა თავები შეიძლება გაიყინოს. გაზაფხულზე დასარგავად, ძალიან წვრილ, განვითარებაში შესაძლო ჩამორჩენილ ბოლქვებს 3 კვირა დასჭირდებათ.
  • 14-21 მმ – საშუალო ფრაქცია. საკმაოდ ფართოდ გამოიყენება ზამთარში დასარგავად. ხახვი არ იქცევა ისრებად, საუკეთესო ზომაა გაზაფხულზე დასარგავად.
  • 21-24 მმ – მსხვილი ფრაქცია. ზამთარში დასარგავად საუკეთესოა, მხოლოდ მწვანილისთვის. გაზაფხულზე დარგვის შემთხვევაში, შესაძლებელია ზოგიერთი სახეობების ისრად ქცევა, არასწორი შენახვის ან ნაადრევი დარგვის გამო (როცა ტემპერატურა მკვეთრად იცვლება), თუმცა, მისი დადებითი მხარეა სწრაფად დამწიფება და გარანტირებული მოსავალი (ჩვეულებრივ, გამოუცდელ მებაღეებსაც კი გამოსდით ყველაფერი).
  • 24-30 მმ – მსხვილი ფრაქცია, რომელიც გაყიდვაში მხოლოდ ბოლო წლებში ჩაეშვა. ამ ფრაქციის უპირატესობაა ძალიან დაბალი ფასი. განკუთვნილია ზამთარში დარგვისთვის, მხოლოდ მწვანილის მისაღებად. გაზაფხულზე დარგვის თავისებურებები ისეთივეა, როგორიც წინა ფრაქციის შემთხვევაში.
  • 30-40 მმ – დიდი ხახვი. გამოიყენება მწვანილის მისაღებად. სწორი შენახვის შემთხვევაში, ამ ზომის ხახვიც კი არ გაღვივდება. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, ეს მასალა დარგვამდე უნდა გაათბოთ.

ხახვი გაიყინა. როგორ მოვიქცეთ?

ყინვაში ხახვი ქუჩიდან არ უნდა იყიდოთ – გაყინული იქნება. გაყინული ხახვი, გალღობის შემდეგ, მოხარშულს ემსგავსება, რბილდება და მკვეთრი, თავისებური სუნი უჩნდება.

თუ იგი ძლიერად გაიყინა, გარკვეული დროის შემდეგ, არამხოლოდ დასველდება, არამედ ჟონვასაც დაიწყებს და მისი შენახვა აღარ იქნება შესაძლებელი. თუ ხახვის მხოლოდ ზედა ფენაა გაყინული, ესე იგი, ბოლქვებმა სტრესი განიცადეს და ზრდას ხელი შეეშლება. შეგიძლიათ, ისინი მწვანილისთვის დარგოთ.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ბოლქვები

ხახვის ნერგი უნდა იყოს თანაბარი ფერის, ლაქების გარეშე, შეგრძნებისას მკვრივი, მშრალი, ხილული დაზიანებებისა და ობის გარეშე. ბევრი მაღაზია ვერ უზრუნველყოფს საჭირო პირობებს, ამიტომ ხახვი ნოტიოდ იყიდება. თუ ბოლქვები ცოტათი ნესტიანია (ჩვეულებრივ, უფრო მუქი ფერისაა), უბრალოდ გაშალეთ სახლში, იატაკზე და გამოაშრეთ.

შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს სახეობის ზუსტი დასახელება და შენახვის ვადა. ხახვი მაისამდე ინახევა, ამიტომ შენახვის ვადაც დაახლოებით აქამდე იქნება მითითებული.

ხახვი მაშინვე უნდა დაირგოს, როცა ნიადაგი ცოტათი გათბება. აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში – ამინდის მიხედვით. წვრილი ხახვი შეგიძლიათ უფრო ადრე დარგოთ, ხოლო მსხვილი – 7-10 დღით გვიან.

შენახვა დარგვამდე

რაც მთავარია, ტემპერატურა ქაოტურად არ უნდა შეიცვალოს. ცვლილებები დასაშვებია 1-2 გრადუსის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხახვი განიცდის სტრესს და ისრებად იქცევა.  სასურველია 70-75%-იანი ტენიანობის შენარჩუნება. ხახვი უნდა განიავდეს, მასზე არაფერი არ უნდა დაალაგოთ. შეგიძლიათ, შეინახოთ ბადეში, ან ღია ყუთებში.

სწორად შერჩეული ხახვი შეინახეთ მშრალ, განიავებად ოთახში, 10-15 გრადუს ტემპერატურაზე. უფრო მაღალ ტემპერატურაზე შენახული ხახვი პერიოდულად უნდა დაათვალიეროთ, რომ არ გამოშრეს. ამოცენებული ხახვი მაცივარში უნდა შეინახოთ, 1-2 გრადუსზე, ბოსტნეულისგან შორს.

ხახვი შეიძლება ისრებად იქცეს ნაადრევად დარგვის შემთხვევაშიც, როცა ნიადაგის ტემპერატურის ცვლილებებს განიცდის. მაგალითად, თუ დღით 5 გრადუსია, ხოლო ღამით – -2. ამიტომ, რეკომენდებულია ხახვის დარგვა ყინვების შემდეგ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს